დღიური-637-26 - ოქტომბერი, 1958 წელი
დრომ
გასწყვიტა თასმა
იმ ოქროს თასმა
დასმა
ათას ხუთასმა.
არა რამ ასმა
გასწყვიტა თასმა
ათას ხუთასმა.
წელმა არ ასმა
სხვამ დასთა დასმა
გასწყვიტა თასმა
ათას ხუთასმა:
[წლებს გზნებით მავალს]
დიად მომავალს
ვუსურვებთ მრავალს,
რომ იგრძნოს მტერთ და
მოშურნეთ დასმა.
წელმა - სწვდეს
ლელოს
და იდღეგრძელოს.