დღიური-637-25 - ივნისი, 1958 წელი
1. დაგითმობთ დიდი სიამოვნ. 2. მწერალთა კავშირიდან ქაღალდი. 3. რომ გაფორმდეს ხელშეკრულება. 4. კი, ბატონო, კი, ბატონო. 5. დიდის სიამოვნებით. 6. მწერალთა კავშირიდან ქაღალდი. 7. მწერალთა კავშირიდან კაცი. 8. ჰო, კი ბატონო. 9. 7 ივლისს ორშაბათი. საღამო.
მეორეჯერ შემხვდა ლაღიძესთან.
- მაშ, ასე... - ვუთხარი, მე.
- კი, ბატონო, კი, ბატონო, - დაბეჯითებით გამიმეორა მან.
- აბა ასე, შენ გენაცვალე-მეთქი.
ძალიან ჩაცივებაც არ ვარგა.
კმარა.
ვიყიდე შესასვლელი ბილეთი ოპერის თეატრში...
რომ გაფორმდეს ხელშეკრულება. ხელშეკრულება. ხელს მოვაწერთ ისინი და მე.
22 ივნისი. 2 ივნისი.
Администратор Полянов. Адейшвили.
რომელიცა რომა ნიშნად უღრმესი პატივისცემისა. რომელიცა რომა.
1. აფიშები კარგი იქნება დაკრული სქელ კარდონებზე... მაღაზიებისათვის (ლურსმნები არის!!!) მაგ. ლაღიძესთან (მაშასადამე, აფიშები, რაც შეიძლება, მეტი უნდა დაიბეჭდოს).
ოპერის აფიშები იბეჭდება მე-2 სტამბაში. სეზონი?