დღიური-636-20 - 2 ივნისი, 1958 წელი
პატ. გალაკტიონ!
ამ ბარათის მომტანი ჩემი თანამემამულეა, ამავე დროს ნათესავიც. ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ ახალგაზრდას, რომლისთვისაც ღმერთს პოეტური ნიჭიც მიუცია. ჩამოვიდა ნათლობაზე - რათა სექციას გააცნოს თავისი „ნაცოდვილარი“. საჭიროებს გზის ჩვენებას და დახმარებას. სამწუხაროდ, ხვალ მივემგზავრები ბათუმისაკენ...
გთხოვთ თქვენს დახმარებას. კარგი იქნება, თუ სექციის რომელიმე ავტორიტეტულ პირს სთხოვთ, გაუწიოს სამსჯავროს წინაშე შეფობა. თუ ტელეფონით ვერ დაუკავშირდებით, მისწერეთ წერილი. თქვენი წერილი მისთვის (ვინც არ უნდა იყოს ის), დიდი ბედნიერება იქნება.
დარწმუნებული თქვენს ზებუნებრივ გრძნობებში წინასწარ მადლობას გიხდი.
თქვენი ვახტანგი
30. V. 58
წ.P. S. ჩამოსვლისას გინახულებთ.
ვ. გურგენიძე
*
ძლიერ კარგი იქნება თბილისში დაარსდეს სალიტერატურო წრე, რომელშიდაც წევრებად შევლენ ახალგაზრდა მწერლები, განსაკუთრებით მესხეთ-ჯავახეთიდან. აქ შევლენ წევრებად: 1. ვახტანგ გურგენიძე; 2. ვ. მელიქიშვილი; 3. გ. მელიქიშვილი; 4. დ. მელქოძე და კიდევ სხვები (ვინც არის). მოეწყოს აგრეთვე სპეციალური სალიტერატურო საღამოები მესხეთ-ჯავახეთის ახალგაზრდა მწერლების მონაწილეობით.
გალაკტიონ ტაბიძე
2. VI. 58 წ.