შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-607-10 - 1958 წელი


7 იანვარი. 1954.
ბენდელს-ფრანსი.
„პოვა“.
უნდა გადაკეთდეს ამნაირად...
1. I მოქმედება. ტყეში გაჭრა ახალგაზრდა აფხაზისა სინათლის ყვავილის საძებნელად (დამშვიდობება).
2. II მოქმედებაც იწყება ორთაბრძოლით...
თეთრი და შავი ატომის ბრძოლით... მაგრამ როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს ეს ორი მომენტი? აი, საკითხი. პირველ მოქმედებასთან კავშირისთვის კიდევ რაღაცაა საჭირო (რა? სახელდობრ რა?).
3. III სურათი. ბრძოლა თეთრი და შავი ატომისა... მთავრდება... თეთრი ატომის გამარჯვებით.
ასწლიანები და ახალგაზრდები ერთდებიან „ჰიმნით“.
Киносценарий.
– Я просто хочу забрать... რამდენი ირონიაა ამ სიტყვაში.
საერთოდ ავტორები ძალიან დაუკმაყოფილებელნი მიდიან...

* * *
საერთოდ თამარი წავიდა (ის ხშირად გარბის ოთახიდან). სად? ხელნაწერის მოსატანათ თუ ...
– ანეკდოტი არაფერი იცი? აიღე, გამართე მოქმედებებში და გამოვა პიესა.
– [სტენოგრაფიული] სტეკლოგრაფიული ნაწერი ხომ გამოცემულ წიგნად არ ჩაითვლება?
„ბალადა“.

აქ საჭიროა:
1. მოსამსახურე - რომელიც გასწმენდს შკაფს.
2. ქელბაქიანის პიესის... უკანასკნელი აქტი.
3. სინათლის ყვავილის.
რა კარგი პიესაა. იბრძვის ორი ძალა - თეთრი და შავი ატომი. პიესა 1 მოქმედებად და სამ სურათად.
1 სურათი: იბრძვის ორი ძალა: შავი და თეთრი.
1. ერთია დღე და ღამე. 2. მეორე თეთრი და შავი ატომი. 3. მესამე სიკვდილი და სიცოცხლე.
მაგრამ რა შუაშია აქ - იკითხავთ.
1. სიცოცხლის გახანგრძლივების?
2. რა შუაშია აფხაზეთი?
3. რა შუაშია ელეკტროფიკაცია? აქვს თუ არა რაიმე კავშირი ელეკტროფიკაციას ატომის ენერგიასთან - ან „Водород“-თან?
შემდეგი საკითხი: უთუოდ აქვს, არ შეიძლება, არ ჰქონდეს.

*
- უნდა გამოვაცოცხლოთ პოეტების სექციის მუშაობა, მაგრამ საჭირო არააო ყოველკვირეულში საღამოო.
- ამ არტემს,  დავითიანს, საწყალს რა მოუვიდაო.