შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-554-7 - 1958 წელი


კოტე ფოცხვერაშვილი - შემხვდა დილით რუსთაველის პროსპეკტზე. შემომჩივლა, რომ დაბერდა, შვიდი ათეული წელი გადაიტანა. მკითხა: როგორაა პოეზიის საქმეო. ვუპასუხე, რომ ვემზადებით მეორე საკავშირო ყრილობისათვის. მზადა მაქვსო პოეზიის ჰიმნი - შენის სიტყვებით. შეიძლება გაკეთდეს კიდევ სხვებიცო. ვრეკავდიო იუბილეის დღეებში სახლში - იქედან მპასუხობდენ, რომ გალაკტიონი მთელი კვირაა, რაც თვალით არ გვინახავსო. მე, მართლაც, მაშინ "ორიანტში" გადავბანაკდი, რადგან მაწუხებდნენ.
მაშასადამე, საღამოებისათვის მზად არის ერთი შესანიშნავი სიმღერა.
რუსთაველის თეატრში სეზონი დღეს იხსნება. არ ემჩნევა ხალხს მისით დაინტერესება.
გრიბოედოვის, რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრები - აი, სამი საღამო. რუსული საღამოს პუნქტი „Заря Востока“-ში.
ჭილაიას წიგნს თარგმნის „Заря Востока“-ში ჩემი პატრიოტი კაცი.
ს. ჭილაია - გამოდგება მომხსენებლად რუსთაველის ან მარჯანიშვილის თეატრში.
ბ. ჟღენტი - გამოდგება მომხსენებლად (რუსულ ენაზე) გრიბოედოვის თეატრში.
ის ახალგაზრდა პოეტი სთარგმნის რუსულ ენაზე - „Стихи 908 года“.

*
- Как здоровье...
ასეთი იყო დღეს საუბარი ზლატკინთან.
ამ კვირის დამლევს.
იმათ მხარეზეა.

*
საჭიროა გამოფენისათვის:
1. კალენდარი - სიზუსტისათვის. დავალებების ჩასაწერად... დავალებათა აღსრულების აღსანიშნავად...
2. რვეულები - საგამოფენო კომიტეტის წევრთათვის, აგრეთვე მხატვ. კავშირის თავმჯდომარისა და მდივნისთვის.
3. მუდმივი კარანდაში და სხვ.

გამოფენის ფასადი:
4. პლაკატი მუზეუმიდან - კინოთეატრამდის წარწერით „საქართველოს სახალხო მგოსნის - გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი გზა“.
5. პლაკატები კარების მხრით.
6. პლაკატები კინოთეატრის წინ.

პრესსა:
7. ქრონიკა: „კომუნისტი“, „Заря Востока“, „ახალ. კომ.“, „Молодой Ком.“, „სახალხო მასწავლებელი“, „ლიტერატურა და ხელოვნება“, „Правда“, „Изв.“, „Молодой Комунист“, „Литер. Газета“, „Культура и Жизнь“ - ყველგან ქრონიკა.
8. განცხადებები - „კომუნისტი“, „Заря“.
9. წერილები...

შთაბეჭდილებათა წიგნები:
10. იქნება რამდენიმე. ერთი საერთო. ერთიც განსაკუთრებული. [ხელნაწერები მხატვრებისა (არმია).

მწერლების პორტრეტები:
11. თანამებრძოლთა და ძველი გვარდიელების პორტრეტები - მათი წერილებისა და ლექსების წინა.
12-ა. ფოტო-პორტრეტები.

მწერალთა წიგნები მოძღვნებისათვის.
12-ბ. წარწერებით (ზოგი წარწერა გადიდებული იქნება).
14. გადაღებული იქნება ყველა წიგნები.
15. გიორგი ბურჭულაძის წიგნი (განსაკუთრებით). ამ წიგნში აღნიშნულია მიღწევები და მოწინავე როლი.

სახელგამმა გამოყოს თავისი კომისია.
16. სახელგამმა უნდა მოგვაწოდოს წიგნები მეოცე საუკუნის მწერლების (გ.-ის თანამებრძოლების).
17. მხატვართა კავშირი (მსახიობები, არტისტები, რომლებიც ჩემს ლექსებს კითხულობენ).
18. განათლების სამინისტრო.
19. კულტურის სამინისტრო (მუდმივ გამოფენისათვის).