დღიური-412 - 1958 წელი
სერგო ობოლაძე.
ლერმონტოვის ქ. №24, 20. ზევით III სართული, ეზო დიდი და, 27.
კიროვის 7. მაჩაბელის 8.
კიროვის ქ. №7. სივრცე დიდებულია.
*
ათას ხუთასი წელი! ათას ხუთასი წელი
რომ გასძლო, მართლაც, [რომ] უნდა მაგარი წელი.
*
ყოველ წამს და ყოველ წუთასს
წელს ვუსურვებ ათას ხუთასს.
დრო მიჰკავდეს ნაცარს, ტუტას (ხუთავს)...
*
რომ გასძლო წელი ათას ხუთასი...
ათას ხუთასია! ათას ხუთასისა! ათას ხუთასითა. ათას ხუთასებით.
*
ა. გომიაშვილი.
ინფორმაციული. შენდება სახლი. შემოქმედებითი სახლი საგურამოში?
*
საბურთალო.
პავლოვის ქუჩის შესასვლელში და დასასრ. IV კვარტალი.
დზერჟინსკის ქ. №7
არა, ფეხს არ ვიცვლით... არასგზით ფეხს არ ვიცვლით სახლიდან დზერჟინსკის ქ. №7.
იგი ძალზე პოეტური სახლია.
ხუთი ფანჯარა აქვს.
საუცხოვო შესასვლელი წინა კარები.
შესაძლებელია მოემატოს მოაჯირის მაგივრად მთელი ერთი ვრცელი სართული - მაგარი ცემენტისა.
სახლი უსათუოდ ორსართულიანი უნდა იყოს: ეს მოგვცემს შესაძლებლობას ფართოდ გავშალოთ სტენდები.
შესავალში კარების მსგავსი რაღაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას: განცხადებებისათვის.