შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-403 - 1958 წელი


9 ივლისი.
1. 8 საათიდან გამოფენის საქმეებზე (გაკვრა სტენდებზე მასალების). (ვიყავი). 2. ორ საათზე ლიტფონდში. როგორაა იქ საქმე? ხვალ 10 საათზე.
3. მწერალთა კაშირში.
4. ვადბოლსკის წერილის დაბეჭდვა სტელმანქანაზე (100 ცალი). მომავლის საქმეა.
5. ვადბოლსკის წერილის შესახებ თათბირის მოწყობა (შეიძლება).
6. ზრუნვა გამოფენის მუდმივი ადგილისათვის.
7. კულტურის მინისტრთან: როგორაა წიგნის საქმე. მუდმივი გამოფენის საქმე. ვადბოლსკის წერილის ჩვენება. ხელშეკრულება.
 8. სახელგამში: სადაა წიგნი, როდის?
N. B. გამოფენის საქმე. ლიტფონდის საქმე. ვადბოლსკის საქმე. სახელგამის საქმე. მუდმივი გამოფენისთვის. დროებითი შესაფარი. სოხუმის პრობლემა.

10 ივლისი.
1. ხელშეკრულების დადება სახელგამთან - (კულტურის მინისტრი დაელაპარაკა ნიკო შველიძეს).
2. გაგრძელება გამოფენის საქმის: ამის შესახებ ცნობა მუშკუდიანს.
3. ლიტფონდში 10 საათზე - რათა მივიღოთ ფლური.
4. ვადბოლსკის წერილი გადაბეჭდილი იქნება პირველ საათზე... სახელგამში... მემანქანე ქალთან.
5. მუდმივი გამოფენის პრობლემა - უნდა გადაწყდეს.
6. კაკინას კარაქი და პური.
7. სოხუმის პრობლემა.
8. ბიოგრაფიის დაწერა...
9. „Заря“- ს პრობლემა.

11 ივლისი.
1. გაგრძელება გამოფენის მოწყობის.
1.    დირექტორი ლიტ. მუზეუმის.
2.    თანამშრომელი ლიტ. მუზეუმის.
3.    ტონოს დირექტორი და მისი თანაშემწე.
4.    არ მოვიდა ბიოგრაფიის ქალი.
5.    „ზარია ვოსტოკა“ - სცემს ჩემს შესახებ რადიანის მონოგრაფიას (ჰმ). აღარ ეღება ბოლო ამ საქმეს. უნდა დაირაზმოს ახალგაზრდები.

12 ივლისი.
1. გაგრძელება გამოფენის პრობლემის.
2. ვადბოლსკის წერილი სახელგამში.
3.    გამოფენის მუდმივი ადგილისათვის.
4. ლიტ. მუზეუმი გამოყოფს კომისიას.

13 ივლისი.
1.  გაგრძელება გამოფენის პრობლემის.

14 ივლისი.
1. გამოფენის საქმე დამთავრდეს.
2. სახელგამთან ხელშეკრულება დაიდოს.

30 აგვისტო.
არც ერთი საქმე არ დამთავრებულა მიუხედავად იმისა, რომ ორი თვე გავიდა (ვადბოლსკის წერილი, მუდმივი გამოფენის პრობლემა). თუმცა ნაბიჯები გადადგმულია და არ შეიძლება შედეგები არ მოჰყვეს.