შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-398 - 1958 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1958.
ნიკო შველიძე.
Валидол (в таблетках).

2365 გვერდი. „ვაჟა“.
18.962 სტრიქონი. 630 გვ.
მხატვართა კავშირი. Союз художников. 3-62-44.
3-93-49 - ჯიბლაძე.
გომიაშვილი. ბინა - 3-69-48. ორშაბათს.

* * *
„Кто не понимает божественную силу поэзии - тот не человек“.
Альфред-де-Мюссе

Критика и недоброжелательность помоему одно и тоже.
Шаляпин

*
1955.
ვაშაყ. ანიკო ნიკურაძე.
შოთა ძიძიგური.

- ღმერთმა ნუ მოგვიშალოს თქვენი თავი ერთ ორას წელიწადს კიდევ...
ლ... 23 მაისი, 1958 წ.

*
I. სანამ გამოიცემოდეს ასი პოეტი: უნდა გარჩეულ იქნას, შესწორებულ იქნას ისინი. ეს საჭიროა: მათი დიფერენციაციაც, თავდაუსხმელობისთვის, პრესტიჟისათვის.
II. გამოცემამდე უნდა მოეწყოს გამოფენა. მაგრამ როგორი? სად? მუშტაიდში? საჭიროა საგამოფენო კომისია.
ხუტა ბერულავა, ა. გომიაშვილი, მ. მრევლიშვილი, ა. მაშაშვილი.

*
მომღერალი და მისი აკომპანიატორი.
მომღერალი არის ერთი, მაგრამ ორ-პიროვანი: თვით მომღერალი ერთი და მისი აკომპანიატორი მეორე...
ვანო სარაჯიშვილი.
შაბათს, 21 ივნისს.

*
რუსთავი. 10 მაისი (შაბათი).
3 მაისს, შაბათს, 11 საათზე.
I. შესავალი სიტყვა.
II. მოხსენება - კარპე მუმლაძე: გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება.
III. ლიტერატურული ნაწილი.
IV. კონცერტი.
პლატონი.

*
პროფ. შ. რადიანი.
მეოცე საუკუნის I ნახ. წამყვანი როლი. ნოვატორი. ახალი კულტურის ფუძემდებელი. უდიდესი ძალის... გე. და მეტაფ. რითმა.
ლირიკაა. ლირიკაა. ღრმა ლირიზმი. სიმბოლიზმი. რეალისტური ტენდენციები. რეალისტური ფუძემდებელი. რეალური  მოვლენებისთვის.
9 მაისი.
მოღალატე.
შემოქმედ.

*
9 მაისი.
ჯანგულაშვილი - 3-79-94. ა. კალანდაძე - 8-86-82. თოდუა ვაჟა - 3-55-56. ოთ. ჭელიძე - 3-25-71. ნათელა ცხომელიძე - 3-25-91.

ემოციური მნიშ. რომანტ.

*
1958 წ., 19 მაისი.
ლაზარიდი... ლაპარაკობს ჩქარა.. ძალიან ჩქარა. ამთავრებს ყოველ სიტყვას პარკეტით. ყურადღებას არ აქცევს ხელშეკრულებას: ორი კვირის განმავლობაში რომ უნდა დამთავრდეს სახლის მშენებლობა.
<მათ> თუ ახლაც შეცდომაში შემიყვანეს, ეს არ ივარგებს.
- როგორ, პარკეტისტს არა აქვს ბინა სოხუმში?
- უნდა გავიგოთ გვარი იმ პარკეტისტის და სახელიც. როგორ გაბედა ჩემს სახლში დაბინავება? ვინ მისცა მას ამის ნება? პარკეტი კი ძალიან ცუდათაა გაკეთებული... მოითხოვს  2.000 მანეთს... ვერ მიართვეს... ხულიგნობისთვის  პასუხიც მოეთხოვება!

*
მაისი. 1958 წ.
ჭილაია - 3-93-49.
აფხაზეთი.
წიგნების საქმე...
„Заря Востока“.
კომისია - გამოიყო თუ არა?
რას შვება ირაკლი?
ჭილაიამ სთქვა: ცეკამ დამავალა გეგმის შედგენა, შევადგენო ორ დღეში  (24 მაისამდე) იმ გეგმის მიხედვით, რომელიც თქვენ წარმოადგინეთო. მეტი არა გამოირკვა დღეს.
ზარიადან და კომუნისტიდან მივიღე 1.600, სულ არის 3.600, მიემატოს სბერკნიჟკის 1.534 = 4.739. მაშ - თითქმის 5.000-სამდეა. კიდევ მჭირდება 5.000.
ჭილაიამ საღამოთი მითხრა, რომ  სულ დაამთავრა საქმე - იმ სიის მიხედვით, მე რომ მივეცი. ეს იყო იმელში.

*
1958.
მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი „მერი“ [გალაკტიონს] ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ [პოეტი] მე ყოველთვის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, [ის] მე ვსარგებლობდი უფლებით, თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელიც [მას სურდა] მსურდა. ერთხელ [მას] მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტი აღარ შეიძლება [მასთან] ჩემთან ჩაცივება. მერი კი... ალბად, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!

*
1958. 19 მაისი.
- ამწიე ცოტა ხანი: ამწიე კარადის თავამდის. ის ლენტი უნდა ჩამოვიღო, - ამბობს კაკინა.

- შეხედავ, ღვთისმშობელივით კაცია.

გივი მელაძე.

*
1. სახელგამი - 55.050 სტრიქონია. 2. საბლიტგამი - რჩეული. 3. „Заря Вост.“. 4. საიუბილეო კომისია. 5. მწერალთა კავშირში.

გრიგოლ არტემის ძე კაჭკაჭიშვილი.
11 მაისს დაბადების დღეა.
50 форм. 20 ფორმა?????

*
48202 + 38070 = 10.132.
Шушликовой Анне Ивановне. „Закрыто“, „открыто“.

იროდიონ ევდოშვილის შესახებ მოგონება.
კავშირის ქ. №3 (უნივერსიტეტის პირდაპირ).
თამარ იროდიონის ას. ხოსიტაშვილი.

*
19 მაისი.
1892... 1908 წ... 1950 წ. 1908.
„მე და ღამე“. ამიერ „დროშები ჩქარა“. მაქსიმ გორკის. „არტისტიული ყვავილები“, რომელიც...
9 მაისი. 1958.  ოქრო აჭარ. 1933 წ. აკადემიკოსად. 7-ტომეული. რუსთავი - საღამოს.

27 მაისი. 1958 წ.
1.  საჭიროა სათაურების შედგენა დიდი წიგნისათვის. შინაარსი. მოძებნა  ძველი...

*
1958 წ. 19 მაისი.
მეხუთე დღეა აფხაზეთში ვარ. სახლი თითქმის დამთავრებულია. სულ ორი-სამი კვირაა საჭირო, რომ სავსებით დამთავრდეს.
დღეს: 1. დაზუსტება გეგმისა, რომლითაც იხელმძღვანელებს. 2. ტურბინების შოვნა.

*
1. ოთახის დამთავრება.

1. Устройство передней комнаты с ванной и уборн.
2. Канализация.
3. Электричество.

*
22 მარტი. 1958 წ.
[კომუნისტი] „ქალი“ №1. დეკადა. მარტი. მაისი.
400 + 70 დეკადა + 180 + 330 = 980.

*
მწერალთა კლუბი - 26 მაისს პოეტ ვახტანგ ნადარეიშვილის ხსოვნის საღამო.
შესავალი სიტყვა - ირ. აბაშიძე.
მოხსენება - გიორგი შატბერაშვილი.
სიტყვები, ლექსები - გრ. აბაშიძე, ხ. ბერულავა, ნ. გურეშიძე, გ. ლეონიძე, ალ. მაისურაძე (ელ. მაისურაძე - წაშლილია), მ. მაჭავარიანი, ს. ნარიმანიძე, გ. ქავთარაძე, მ. ფოცხიშვილი, ნ. ჩაჩავა, გ. ძნელაძე, თ. ჯავახიშვილი.
დასაწყ. 8 საათზე.

*
მწერალთა კავშირში. 26 მაისი. 1958 წ.

* * *
ირაკლი აბაშიძე
ხვალე, 27 მაისს,
მიემგზავრება მოსკოვს,
მოსკოვს მაინც და მაინც!
აზია-აფრიკისას
იუდასა და კაინს -
აყურებინებს სეირს,
უთაქავს კაი-კაის.
ყველა ორატორს სიტყვით
აძახებს ვაი-ვაის.
ვისაც უნახავს ძველი
კუნძული იავაის -
არ დააყოვნებს მეხი
თავს დაატეხოს სკვაირს -
ირაკლი აბაშიძე
ხვალე, 27 მაისს!

*
...უკვდავი ლანდის კლდე რომ არ სჩანდეს
შეურყეველი, მაგარი, სალი.

30 მაისი. 1958.
37. გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა სრული კრებულის პირველი ტომის გამოსაცემად მომზადება.
1. I. 1958 წ. XII. 1958 წ.
30 თაბახი -  480 გვ.
(გ. ტაბიძის თხზულებათა სრული კრებულის I ტომი).
ხელმძღვანელი: ტექსტოლოგიის განყოფილების გამგე - დოცენტი დ. გამეზარდაშვილი. შემსრულებლები: [ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატები] უმცროსი მეცნიერ თანამშრომლები: რ. მიმინოშვილი, ნ. მახარაძე, ე. ებრალიძე.
რედაქტორი: სარედაქციო კოლეგია.

*
1. სახელგამის საღამო: ცხრატომეულის განხილვა.
არნო ონელი. შალვა აბხაიძე. გოგლა და ბესო. წინასწარ.

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი - მუს. მარიამ მაჭავარიანის.

წვრილი უსიამოვნებანი
17 მაისს. 1958.
1. საუზმე რიგიანი არ შემხვდა და დილით ძალიან ადრე გავედი სახლიდან.
2. შემნახველ სალაროში უპასპორტოდ ფულს არ იძლეოდნენ. დიდი ომი გადავიხადე.
3. სასტუმროში გამომიცხადეს, პასპორტი არ გივარგაო. ჰმ... ხომ  არაა დასაწყისი?
4. ხელი შემიშალა მუშაობაში სასტუმროს მთავარმა ადმინისტრატორმა, გამომიძახა.
5. დამეწია ბანკის ერთი თანამშრომელი და... ფული წაიღო.
6. პორტფელში ფული რომ დავითვალე... დანაკლისი აღმოჩნდა.
7. მაგრამ... „მაი აფერია!“

ბერაძე ბენო. დაიწყება წიგნი 1917 წ.

*
22 მაისი. 1958 წ.
მატერიალური შესაძლებლობანი:
1. „Заря Востока“. 2. „კომუნისტი“. 3. აკადემიაში. 4. სახელგამში "სახელმძღვანელოები". 5. მოსკოვის გაზეთებში რომელი ლექსები იყო? 6. შემსალაროებში. 7. ლიტფონდში სესხი. 8. ლიტფონდის საავადმყოფოს ბიულეტენი. 9. წიგნის ხელშეკრულება.

*
31 მაისი. 1958 წ.
1. იოსებ ნონეშვილი. 2. ჭილაია. 3. მაშაშვილი. 4. ლ. კალანდაძე. 5. ალ. გომიაშვილი. 6. ჩიჯავაძე. 7. ვიღაც ქალი.

*
ნიკო შველიძემ ნიღაბი მოიხსნა მხოლოდ დღეს - 3 ივნისს. თურმე ამდენ ხანს...
დ. დუმბა-დუმბა. გაიძვერა ყოფილა: მითხრა 20 ფორმა, მერე - 10 ფორმა, მელაძესთან 25 ფორმა. აშკარად ეტყობათ, რომ ქრთამი უნდათ, რაც მაგათ ვერ მიართვეს.

*
უშანგი კაპანაძე - უმაღლესი სასამართლოს წევრი.
შალვა რადიანთან.

*
„დროშები ჩქარა“.
1.  წაკითხვა ქუთაისის სცენაზე.
2. ხელით აყვანა და ოვაციები.
3. დემონსტრაციები. წარწერა „დროშები ჩქარა“.
4. დიდება ხალხისთვის წამებულ რაინდებს.
5. დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით.
6. როგორ? კიდევ შეიძლება რომ მოხდეს?
7. ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას.
8. ქალაქის თვითმმართველობა.
9. გაზეთი „სოციალ-დემოკრატი“.
10. „გალაკტიონი“ (ხელის მოწერა).
11. ხელიდან ხელში იტაცებენ გაზეთს.
12. ლექსის თარგმანები: რუსულად, ოსურად, აფხაზურად და სხვ. ენებზე.
13. ლექსის ილიუსტრაციები სხვადასხვა გამოცემებში.
14. კრიტიკული შენიშვნები ლექსის შესახებ (ბ. ჟღ., შ. რ. და სხვ.).
15. პარალელი „Левый Марш“ და „დროშები ჩქარა“.
16. ლექსი სხვადასხვა წიგნებში (ქართ. სახელმძღვ.).
17. ხელნაწერი - „დროშები ჩქარა!“
18. „ჭირის ოფლში გავატაროთ“. ევდოშვილი.

*
30 მაისი, 1958.
აკადემიაში.
მიხ. ჩიქოვანი, გ. ლეონიძე, მ. ებრალიძე, გ. წერეთელი, გ. ჯიბლაძე, გ. ციციშვილი, ქსენია სიხარულიძე, გ. ტაბიძე, კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, ა. შანიძე, დ. ბენაშვილი, გ. აბზიანიძე, ანგია ბოჭორიშვილი.
აკდემიკოსის - ნიკ. მარის პორტრეტი აკადემიაში.
კოდაა.
ა. შანშიაშვილი, ა. გომიაშვილი, ა. მაშაშვილი, ე. ასტვაცატუროვი, ი. ნონეშვილი, გ. ტაბიძე.

*
9 მაისი.
გალაკტიონ ტ. ფუძემდებელს.
„ვეა“. მტრედაკები სივრცის.
1-5. გამოიცა.
აკადემიკოსი. შალვა. ტილო. ვიცი რამე. სახ.

9 მაისი, 1958.
- შენ წადი, გაერიე პარკში, გაერიე, - ეუბნება ცოლი ქმარს.
- აჰა, რაღაცას ისევ აპირებს, - გაიფიქრა ქმარმა.

- ისეთ ადამიანებთან უნდა იქონიო საქმე, როგორც ჩვენი კოსანაიაო, - ეუბნება ცოლი ქმარს.
- აა, კოსანა, ეს რაღაცას ნიშნავს, რაღაც აქ ხდებაო, - გაიფიქრა ქმარმა.

*
1958. 12 მაისი.
1. შესავალი სიტყვა: ავთანდილ სვანი.
2. ბესო ჟღენტი.
მისალმებანი: ნუნუ მარდალეიშვილი (სიტყვა), ვ. გოგოლაშვილი, ვარლამ ბუჩუკური, ს. მგელაძე, ლ. ლაბაძე, ოთ. შალამბერიძე, შალვა ლორთქიფანიძე.
სარეწაო კოოპერაციის კულტურის ცენტრალური სახლი. 1 მაისის ქუჩაზე.

1958. 26 მაისი.
ნადარეიშვილი თურმე ჯერ პროზად დასწერდა ლექსს, ე. ი. ლექსის შინაარსს, და შემდეგ გარითმავდა და გამოვიდოდა ლექსი.
ეს ხომ ძალზე ადვილი საქმეა.
მაგრამ აქვს რაღაც წინააღმდეგობა. მე მგონია, ლექსი თავიდანვე ლექსად უნდა იწ.

ვაშაძე.

*
12 ლენინის ორდენი.
დეკადის დროშები!
1. ავთანდილ სვანი. 2. ნანული მარდალეიშვილი - 67-ე სახ. სკოლის XII კლ. მოსწავლე. 3. ვახტანგ გოგოლაშვილი (პოეტი). 4. ნათელა ბოლქვაძე. 5. ლიანა ლაბაძე (ლექსი ი. გრიშაშვილის). 6. ვარლამ ბუჩუკური (ლიტ. წრე). ლექსი. 7. შალვა ლორთქიფანიძე. 8. სამსონ მგელაძე. 9. დები ტრაპაიძეები. 10. ნათელა ონაშვილი. გ. ტაბიძე ეს მშვენიერზე მშვენიერია. 11. აქტიორი რუსინოვი. 12. იაკობ ტრიპოლსკი. 13. ალიო მაშაშვილი. 14. გალაკტიონ ტაბიძე. 15. ბესო ჟღენტი.

Малхаз Анна Аветовна. Туп. Джорджиашвили, №3.
ვარლამ მახარობლიძე. ცაგერი. მუზეუმი.

*
1958. 24 აპრილი.
ექიმმა ქალმა - ნემსიწვერიძემ მთხოვა ჩემი ბიოგრაფია. მე დავპირდი. აქედან გასვლისთანავე  ერთი კვირის განმავლობაში დავუმზადებ მას. მეც ხომ მჭირდება?

ნადარეიშვილი თამარი (ლეჩკომისია).
ოქროპირიძე.
პრაქტიკა! პრაქტიკა! პონდოევი.

*
13-28. II. 12-27. IV. 13- 2.900.
2 ივნისს, ორშაბათს, დღის ბოლოს.
დარჩება - 2.571 + 1.320 = 3.891 + შემსალარო - 1.900 + სახლში - 1.500 = 7.291.

(სახელგამი). „საბჭოთა საქართველო“.
1957, 13 თებერვლიდან 1958 წ. თებერვლამდე მიღებული ჰონორარი - 74.546 მან.
1958, 28 მაისი. ჯამასპაშვილი, შავერდოვი.
„საბჭოთა საქართველო“.
1957 წ. თორმეტი აპრილიდან 1958 წ. 12 აპრილამდე მიღებული ჰონორარი 74.546 მან.
1958. 28 მაისი. ჯამასპაშვილი, შავერდოვი.

* * *
Шибкова Лидия Николаевна - დამპირდა ლიტერატურული არქივის მოწყობას (სამკურნალო კომბინატის დოკუმენტები). პარტიული.

მკაცრი სინამდვილე.
„უიმედობას“?.. რაც იწვევდა ამ უიმედობას.
სკეპციზმი და...
„ნინა, ეშმაკია, როგორ განაც., რომ რა სევდიანი ლექსებია“.

*
ლიტფონდში. 1958. 3 ივნისი.
- ოო, ძლიერ, ძლიერ, ძლიერ მოხარული ვარ.
- როგორა ხარ, აბა, როგორ?
- ისე... როგორც მოგეხსენებათ მწერლის ამბავი... - ვეუბნები გერონტის.
- მწერლები... ვითომ და რაო...
- ერთს ბედს ქვეშა ვართ [ყველანი].
- სამი ოპერაცია გადავიტანე, გიგლა მებუკე? აა? ის კია...
მართლაც, კარგად გამოიყურება გერონტი ქიქოძე: ხუმრობაა? სამი ოპერაცია.
- დიდათ სასიამოვნოა, რომ კარგადა ხართ... ვეუბნები... იგი შედის გომიაშვილთან.
- ააა - ალექსიუს! გამარჯობა, გამარჯობა. სამი ოპერაცია გადავიტანე, გესმის, სამი ოპერაცია. აი, ბიულეტენებიც.
იღებს უბიდან ქაღალდებს, მოწმობებს, იმისაც რომ სამი ოპერაცია გადაიტანა.
ხუმრობაა? სამი ოპერაცია.
აი, როგორ იცის გერონტიმ: ჩამოჯდა და ჰყვება  ამბებს: არსად არ ეჩქარება  ეხლა მას. ასეც უნდა, რომ მიხვალ, სადაც მიხვალ, დიდხანს უნდა დარჩე, უნდა იმუსაიფო. თორემ მიხვალ და უცებ წახვალ, ეს როგორ იქნება, ეს როგორი საქმეა.
არა, სამი ოპერაციის გადატანა ხუმრობა როდია.

*
1958. 26 მაისი.
ვზივარ ალექსანდროვის ბაღში.
1. აი, იქ რომ ხეა, სწორედ მის ქვეშ შევხვდით ერთმანეთს მე და ბაჩანა. ის ძალზე მოხუცი, მე ძალზე ახალგაზრდა. უბრალოდ გავიცნეთ ერთმანეთი და ვსაუბრობდით ძალიან გულწრფელად, მახსოვს, ვაჟა-ფშაველაზე. მე ვუთხარი მას, რომ მისი ლექსი „კესანე“ შედევრია, რომ მისი „მუხავ, მიყვარხარ, ტიალო“-ც შედევრია. ეს იყო მასთან პირველი და უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება. მე ბავშობიდანვე მიყვარდა ბაჩანა და როდესაც მას შევხვდი, კიდევ უფრო შემიყვარდა, უბრალოებისათვის, რა თქმა უნდა.
2. აი, იქ რომ აღმართია, იქ კრანი იყო გაყვანილი. 1908 წ. ქუთაისიდან რომ ჩამოვედით, ათი სემინარიელი მივედით იმ კრანთან მოწყურებულნი. მე მოვუშვი კრანი. მოსკდა წყალი, მარა როგორი სისწრაფით. უბედურება! კრანი შემდეგ არასგზით არ დაიკეტა, არა და არა. რომ ვერას გავხდით, მივატოვეთ ის მოშვებული წყალი და ვუტიეთ; ჰმ! დამამახსოვრდა ეს ამბავი. ძალიან უხერხულად კი ვგრძნობდი თავს: კრანი ხომ მე გავხსენი...
3. აი, იქ რომ ბორცვია - სამი კაცი ვიყავით: მე, ევგენი დვალი და ერთი მჭედელი. გავშალეთ სუფრა ხეების ქვეშ (მგონი, 1918 წელი იყო).
4. ერთხელ აქ სურათი გადავიღეთ მე, ქუჩიშვილმა და ს. ხიდისთაველმა. ძალზე ვქანაობდით.
5. წინად აქ არაფერი არ იყო: არც ეს აუზი, არც ეს კინო, არც ეს სტადიონი, არც ეს ძეგლები.
6. 1908 წ. აქ, დიდ დარბაზში, დავესწარი საინტერესო ლექციას. ძალიან კარგად მახსოვს ის დიდი შთაბეჭდილებაც.
7. დათიკო პავლიაშვილმა მიამბო, რომ ამ ბაღში შეხვდა ზამთარში უპალტოოდ მჯდომარეს კიკუშა სულხანიშვილს (სულხანიშვილს შემდეგ მეც გავეცანი, ვმღეროდი მის გუნდში. ალტი მქონდა. კოტეტიშვილი ვახტანგიც სულხანიშვილის გუნდში იყო). ძალიან სუსხიანი ზამთარი იყოო, - იგონებდა პავლიაშვილი.

*
ჭილაია: ზლატკინს დიდი მუშაობა მოუხდებაო.
რას დაემსგავსა სოლომონ თავაძე.

*
ეფრემოვი ღამით მივიდა კუტუზოვთან. მომეცით ექვსი კაცი და ნაპოლეონს მოვკლავო. კუტუზოვმა მოიწვია თათბირი. ნაპოლეონის მკვლელობას არ დათანხმდა.
- მე არ მოვკლავ ნაპოლეონს - თქვენ კი, როგორც გინდათო. ნაპოლეონს თვითონ ხალხი გაუსწორდებაო (ესეა დანილევსკის რომანში).

*
წიგნი ლიტფონდის ქალს! VIII ტომი.

მელაძე. 34000. დოლიძესთან, მელაძესთან.
მიენდოო მწერალთა კავშირის სამდივნოს წარმომადგენელსო ლიტ. ძიებანი.

საგამომცემლო ხელშეკრულება? 700 X 30 = 21.000.

*
28 сентября.
საქ. საბჭოთა მწერალთა კავშირი ა. წ. 12 ოკტომბერს სპეციალური სალიტერატურო საღამოთი აღნიშნავს საქართველოს სახალხო პოეტის, მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი მუშაობის 50 წელს.
მწერალთა კავშირი გთხოვთ  აღნიშნულ დღეს (ა. წ. 12 ოკტომბერი, კვირა) დაგვითმოთ ოპერის თეატრის დარბაზი.

*
ახ, რა საშინლად ამთქნარებდა. ეს იყო მთქნარება ღვინის სმის შემდეგ, გამოძინების შემდეგ, საშინელი  თავისტკივილის შემდეგ. მთქნარება, რომელსაც თითქო თან ამოჰქონდა გული. საწყალი ქუჩიშვილი! ის არ იმჩნევდა გარეგნულად თითქო არაფერსა, მაგრამ სჩანდა რაღაც აუწერელი სულიერი სიცარიელე, გამოუსვლელობა ამ სიცარიელისაგან. წამება, რომელიც ენით არ გამოითქმების. ახ. რა საშინლად  ამთქნარებს... თითქო მთელი თვეა - არ უძინია.

*
28 მაისს.
1. დილიდანვე ვცდილობდი, სადმე მენახა გომიაშვილი. არა გამოვიდა-რა.
2. ვიყავი ცეკაში, მელაძესთან. ცოტა რაღაცა გამოვიდა (ხომ არ მემალება?).
3. „მშველიი“...
4. თოიძე: ცოტა დრო დარჩა წიგნისთვისო, მაშასადამე, მე დავიკაპიწე ხელები!
სამი პორტრეტი დახატა.
ხვალ პროფილიანი სურათი უნდა მივუტანო: დღეს გადავიღებ და ხვალ მივუტან...

ფაშალიშვილის შვილი ლიტფონდში. ჰმ. როგორ იჭერდა თავს. თითქო ზრდილობიანი ვინმე იყოს და ნამდვილად კი უზრდელზე უზრდელი კაცია, ეტყობა.

*
21 მაისი.
თერთმეტის ნახევარზე, საღამოთი.

1958. 24 მაისი.
მხატვართა  კავშ. პრეზიდიუმი: ჯაფარიძე უჩა (თავმჯდომარე), ღვინიაშვილი თენგიზ (მოადგილე), ლემონჟავა ლადო (მდივანი), თოფურიძე ვალერიან ბაგრატის ძე, ქუთათელაძე აპოლონ, სანაძე კორნელი, სტურუა რობერტი, ბ. იოსელიანი, მაისურაძე ზაქრო.
9 კაცი.

ახსიაშვილი თამარ - 3-62-64.
(2 საათისათვის იკრიბებიან  პრეზიდიუმში).
თოფურია მიხეილ ევგენის ძე - დირექტორი გალერეის (ხელოვნების მცოდნე).
კულტურის სამინისტროს დახმარება.

9.000. Остаток 4770.
*
მე საწყალი ვარ, ობოლი,
არავინა მყავს მომვლელი.

დედაც მომიკვდა, მამაცა,
მარტოდ ვარ ერთად-ერთია.

ვინ დამბანს, ვინ დამიყვავებს,
სულიც გამძვრება ლოდინში.

მაგრამ განგებაც დიდია,
ჩემი დედ-მამაც  - ღმერთია.
ილია ჭავჭავაძე

*
მეორე სართული, იურიდიული ჯგუფი. პავლიაშვილი, გრებენშჩიკოვი.

*
პრეზიდიუმი: აბაშიძე, აბაშიძე, ბარათაშვილი, დადიანი, კალაძე, ლეონიძე, ლორთქიფანიძე, მირცხულავა, მარგიანი, ნატროშვილი, ნონეშვილი, ჟღენტი, ქიაჩელი, ჩიქოვანი, ჭილაია.

ვერის ხიდი
ერთხელ ამ ადგილას:
1. იყო უშესანიშნავესი კაცი. პატარა კიოსკის გამგე. აქ უეცრად გარდაიცვალა გოგია...
2. ერთხელ აქ, ცირკში, ლოჟაში...
3. ერთხელ აქ, ნაშუაღამევს შემხვდა მანველ.
4. ერთხელ აქ დუქანი ჰქონდა შაშუა ვერელსა.
5. ერთხელ აქ ვიდექი მიტინგზე, გურამიშვილზე.
6. აქ ცხოვრობდა პოეტი - გურამ ურუშაძე.
7. ბაღში რომ გადავეშვი... მთვრ...
8. კიბე იყო, ლორთქიფანიძესთან ჩავედი.
9. პარიკმახერი?
10. აქ პოპოვი მათხოვრობდა.

ხიდის თავგადასავალი.

ჯანო იაშვილი. 1. „Larix Cibirica“. შაბათს, 31 მაისს.

Валидол (таблетки).
21    ივნისი.