შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-628-21 - 1957 წელი


    ამ შენობაში: ერთხელ მივიყვანეთ ავადმყოფი ტიციანი: იგი, არ ვიცი, სიმ­თვ­რა­ლისაგან, არ ვიცი, რისგან, სულს ძლივს ითქვამდა, დიდრონი ცისფე­რი თვალები თით­ქო უფრო გაგანივრებულიყვენ, ენით ვერა ლაპარაკობდა. ვერ მოძრაობდა. ერ­თი სიტყვით, ძალიან უგრძნობლად იყო.
    მოვეხვიეთ ყველანი, ხელით ავიყვანეთ და საქორწილო ოთახიდან აქ მო­ვიყ­­ვა­ნეთ.
    აჰ, დიდ საცოდავობას წარმოადგენდა საწყალი ტიციანი ავადმყოფობის დროს.

    1957 г. „Известия“, гонорар за вторую половину седьмого месяца. Июль.