დღიური-636-18 - 25 მარტი, 1957 წელი
25 მარტი, 1957 წ.
საზოგადოების წევრს, სახალხო პოეტ გ. ტაბიძეს.
საზოგადოების გამგეობის მესამე პლენუმმა დაადგინა სისტემატიურად მივლინებულ იქნენ ლექციების წასაკითხავად რაიონებში ცნობილი მეცნიერები და მწერლები.
ჩვენ ამ ჟამად ვგეგმავთ მეორე კვარტლისათვის რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონებში ლექტორთა მივლინებას.
გთხოვთ, 10. IV. 57 წ. გვაცნობოთ, რომელ რაიონში შესძლებთ გაემგზავროთ ლექციების ჩასატარებლად.
საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე პროფესორი - დ. ენუქიძე
I. როდის შესდგება საზოგადოების გამგეობის მეოთხე პლენუმი...
II. სია საზოგადოების გამგეობის [პლენუმის] წევრებისა...
III. დ. ენუქიძის სახელი, მამის სახელი, მისამართი, ტელეფონი.
IV. სია ლექტორებისა, რომელთაც უკვე აქვთ ჩემს შესახებ მოხსენებები.
V. სხვა ლექტორები, რომლებიც შეიძლება ჩავაბათ ამ მუშაობაში.
VI. მოკლე ბიო-ბიბლიოგრაფიული წიგნი ჩემს შესახებ აუცილებელია (ვინ გააკეთებს?).