შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-10 - 1957 წელი


Вечер
Участника Великой Октябрьской
Социалистической Революции
Народного поэта Грузии
Галактиона Табидзе

სტენდები - 2.800 р. 3.324 толькостенды.
მთავარია სალიტერატუ.
გომიაშვილი. ალექსანდრე გომიაშვილი.
გოგებაშვილი.

27 მარტი. 1957.
იყო ჩემთან დილას ლიზა მალანია ლავრენტის ასული (ტიპიური მეგრელი ქალია, ახალგაზრდა). აქვს დიპლომი თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დამთავრების. საბიბლიოთეკო სპეციალობით. ხეთაგუროვის ქ. №81.
ჯერ დარეკა მწერალთა კავშირიდან. ხმაზე ვიცანი, რომ მეგრელი იყო. შალვა დადიანი მიცნობსო, შეიძლება თქვენი ნახვაო.
მოვიდა ნახევარი საათის შემდეგ. ცოცხალი ბავშვია ძალიან.

1. ან აქვს რაღაც ნაწარმოები!! არა.
2. ან წერილი უნდა ვინმესთან!! ჰო.
3. ან ადგილს დაეძებს! ჰო.
4. ან რომელიმე რედაქციისაგანაა!! არა.
5. ან ვისიმე რაღაც დავალებით!! არა.
6. ან მზვერავადაა გამოგზავნილი!! არა.
7. ან პროვინციაში მიწვევენ!! არა.
8. ან... არა-ნორმალური ვინმეა! არა.
9. ან პატრიოტია ჩემი (რაც საეჭვოა!). არა.
10. ან ახალი რამ უნდა ჩემი ნაწერი! არა.
11. ან წერილი აქვს ჩემთან ვისიმესი! არა.
12. ან ადგილს მთავაზობს რაიმეს. აბა! არა!
13. ან თანამშრომლობას მთხოვს. არა.
14. ან საქმე არაფერი აქვს და დაეხეტება. უადგილოდაა.
15. ან სულელი ვგონივარ და მასხრად მიგდებს. არა.
16. ან რამე რჩევა-დარიგებას მთხოვს. არა.
17. ან შურის საძიებლადაა მოსული. არა.
18. ან უბრალოდ გაცნობა უნდა ჩემი. არა.
19. ან მხსნელადაა მოვლინებული. არა.

ცოტა. 5000. ცოტა.
- გამარჯობა, ალექსი...
- სახალხო პოეტი... ერთი...