დღიური-610-7 - 1957 წელი
[ასტ.] ქარელიშვილი, გრ. აბაშიძე, ი. გრ., იონა ვაკელი.
14 თებერვალი. 1957 წ.
მწერალთა კავშირში იყო არჩევნები საბჭოებში წევრების კანდიდატების წამოსაყენებლად. იყო გრიშაშვილიც. ეს სურათი ნახეს: გერონტი ქიქოძემ, სანდრუა შანშიაშვილმა, სერგი ჭილაიამ. მოეწონათ. სანდრუამ სთქვა:
- ოო, ეს ხომ მაშაშვილიაო! (ჰმ! გრიშაშვილი, მაშაშვილი!..).