შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-579-6 - 1957 წელი


წიგნი შეიცავს 2.000 სტრიქონს - „ბიბლიოთეკისთვის“ შესაფერ რაოდენობას.
1. შეიძლება თუ არა გამოსცეთ წიგნი „ბიბლიოთეკა“ 3.000 სტრიქონის რაოდენობით?
2. თან წავიღოთ წიგნი მარიკასი (მიქელაძის).
3. თან წავიღოთ „მშვიდობის წიგნი“ (შემოკლდება 3.000 სტრიქონის რაოდენობით).
4. დაინიშნოს რედაქტორი (ილია ხოშტარია ან აროსია).
5. წინა-სიტყვაობა „ოქტომბრის წიგნით“, მხოლოდ „ოქტომბრის წიგნით“.
6. მე ჩავუმატე ოქტომბრის წიგნის წინასიტყვაობა.

9‚ 10‚ 11‚ 12‚ 13‚ 14‚ 15 მარტს.
1. უნდა გადავიკითხოთ მთლად წიგნი მე და ნინომ.
2. შევურჩიოთ სათაურები.
3. ჭილაიასთან მივალ. კაბინეტი აქვს იმ კაცს და ყველაფერი ერთად.
4. ამიტო.
4. „ნანა“.

1. დღეს სახელგამში: მგალობლიშვილთან. გამოვსცეთ მშვიდობის წიგნი შეუმოკლებლად. 2.000 სტრიქონის რაოდენობით. სათანადო ილიუსტრაციებით‚ ფაქსიმილეთი. „მშვიდობის წიგნი“ - იგივე ოქტომბრის წიგნია.
2. დავურეკოთ სერებრიაკოვს - გადააბეჭდვინოს ყველა მასალები: დაიტოვოს, რაც უნდა და დამიბრუნოს დანაჩენი.
3. დღეს „კომუნისტში“ მასალები. თან დღის დანიშვნა შეხვედრისთვის. შეეფარდოს „პიონერის“ შეხვედრასთან.
4. კიდევ რა ორგანიზაციებია აქ? დროშა. კიდევ?
5. კარგად დავამუშავოთ ბესია ჟღენტის გამოსვლა. ვიშოვოთ წიგნი ჟღენტის საქართველოს მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნის გამავრცელებელ საზოგადოებაში.
7. აქვთ თუ არა იქ დარბაზი? შეხვედრისთვის.
8. „ზარიასთვის“ - შემდეგი. შემდეგი! შემდეგი!
9. „სომხური გაზეთის“ რედაქცია. ვინაა ის? რა გვარია ის?