შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-494-7 - 1957 წელი


იფნიბაღიდან უძოზე ასვლა საცალფეხო გზით
(1957 წ., 23 სექტემბერი, კვირა)
პირველი ასი ნაბიჯი - აჰყვები უძოს ხევიდან დაწყებულ გზას. აქ ყრია უამრავი ქვა, რომელიც იზიდება მაღლა, აქვე ჩამოდის უძოს წყარო და მიეშურება უძოს ხევისკენ, პირველი ასი ნაბიჯი მიგვაქანებს ზევითკენ: თან მიმყვება ჩემი მურა ძაღლი - მონადირე ძაღლი.
მეორე ასი ნაბიჯი - გზა ორად იყოფა. ამ ორად გაყოფილ გზის შუაგულში კუნძულივით აღიმართება მუხის ხეებით, წიფელათი, იფნით და სხვ. გაჭედილი [კუნძული] ადგილი. მართლაც, ძალიანა ჰგავს კუნძულს.
მესამე ასი ნაბიჯი - გაგრძელებაა მეორესი, მეორე ასი ნაბიჯისა, ამიტომ მიზანშეწონილია, მასაც კუნძულის გაგრძელება ეწოდოს. ვნახოთ.
მეოთხე ასი ნაბიჯი - გზა მოგვაგონებს პალიასტომს.
მეხუთე ასი ნაბიჯი, მეექვსე ასი ნაბიჯი, მეშვიდე ასი ნაბიჯი, მერვე ასი ნაბიჯი - ე. ი. ოთხას ნაბიჯზე გზა ისევ ორადაა გაყოფილი. შუაში გემივით აშოლტილა მუხებით და სხვ. ხეებით დატვირთული კუნძული. გემი „დალანდი“ მაგონდება.  „დალანდი“ ეწოდება ამ კუნძულს.
მეცხრე ასი ნაბიჯი - სახიფათო ფერდობია მიხვეულ-მოხვეული.
მეათე ასი ნაბიჯი - სულ ნიაღვრითაა ჩამორეცხილი, ამიტომ ვუწოდეთ ნიაღვრისი.
მეთერთმეტე ასი ნაბიჯი - გაისმის ფრინველთა ხმა. ესეც ნიაღვრისია.
მეთორმეტე ასი ნაბიჯი - სანატრელი ხედი (პლატო).
მეცამეტე ასი ნაბიჯი - შინდი, იფანი, მუხა.
მეთოთხმეტე ასი ნაბიჯი - ბერანჟეს ფურცელი, ფესვების სიმფონია.
მეთხუთმეტე ასი ნაბიჯი -  იფნის შოლტივით მოქნეული გზა.
მეთექვსმეტე ასი ნაბიჯი...