შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-389 - 1957 წელი


1957 წ., დეკემბერი.
3-01-20 - მიხეილ ალექსანდრეს ძე კვესელავა.
5-03-86 - ციცო ჯიშკარიანი.
3-72-06 - ისიდორე დოლიძე.
3-93-49 - ჭილაია - სამსახურის, 3-88-54 - სახლის.

Болеслав Прус - Кукла.

*
1957 წ., 9 დეკემბერი.
1. გადავეცი მწერალთა კავშირის მდივანს - ს. ჭილაიას დოკუმენტები, გადათვალიერებული ჩემმიერ, მოსკოვში გასაგზავნად...
2. მასალები გადაეცა შემდეგ ირ. ქავჟარაძეს. ის გადახედავს...
3. საჭიროა კიდევ ორი ფოტოსურათი (ხვალ ან ზეგ), უსათუოდ... ო, უსათუოდ...

Авторский лист - 40.000 знак.
რას ნიშნავს თაბახი? 16 გვ.?
ნათაძე რ.

* * *
მოლარე
         ვაზს რგავდა,
მოლა რევაზს
         ჰგავდა...
(ჰმ!).
თუ რევაზი მოლას?

მცირედი წინსვლა წარმატება როდია!

*
გივი თევზაძე. საქ. რადიო-კომიტეტში. მე-5 სართული.
იყო მწერალთა კავშირში 9 დეკემბერს... ჩაება ჩემს შესახებ საუბარში და... გაჰქრა... ვით სიზმარი ღამისა...

*
ბლომად.
შიშმა, რიდმა,
და ჯონ რიდმა,
დამიგროვა,
ბლომად რითმა.
წვალებამაც -
[ბევრი] ბლომად მომცა -
თეთრი წვერი -
და თეთრი თმა.
16 დეკ., 1957

*
ტელეფონის.
3-47-31 - Коберидзе Константин Ер. III этаж. Вход со двора, д. №86-90. Плехановский проспект (Площадь марджанишвили).
პროკლე კეკელიძე.

* * *
სოსო ბოცვაძე.
შეხვედრა უნივერსიტეტში 1958 წ. თებერვალში. დაბრუნდებიან 7 თებერვლიდან. დაიწყება ლექციები. 1. სოსო ბოცვაძე. 2. პერიოდიკის დარბაზში - თინა რუხაძე. ფილოლოგიის დეკანატში ტელეფონია.
1957, 10 დეკემბერი

*
სერგი ჭილაია ამზადებს რუსულ მონოგრაფიას (თარგმანი ტატიშვილის) „ქართული პროზა“ - ამ დღეებში სულ იმას გაიძახოდა: „ჩვენი წამყვანი დეკადაზე პროზა იქნებაო“.
შეიძლება ამის გამო ძალზე აგვიანებდა ჩემი ლენინის პრემიაზე წარდგენას? (უკანასკნელი მასალები 18 დეკემბერს გაიგზავნა, როდესაც იქ მიღების ვადა - 20 დეკემბერია). ჰმ.
19 დეკემბერი

*
16 დეკ., 1957.
შოთა ვაშაყმაძესთან აკადემიაში.
დიმიტრი ბენაშვილი ხელმძღვანელობს ჩემს I ტ. აკადემიურ გამოცემას. თუ?...
მიხ. ჩიქოვანი თანაშემწეა ლეონიძის.
ბარამიძე წავიდა (დარჩა რუსთ. ინსტ. გამგე).

*
„თეიმურაზ ჯანგულაშვილმა გადმომცა წიგნი ლექსით, ჩემდამი მოძღვნილით“.
10 დეკ., 1957

სამუელ მოძღვრიშვილმა თავისი ლექსები გადმომცა წარწერით, მწერალთა კავშირში.
11 დეკ., 1957

*
კაკინამ „ენა დაიმოკლე“-ს მაგიერ სთქვა:
- შენ, ჰეი! პირი დაიმოკლე.

*
13 დეკ., 1957.
წყნეთის ავტოში მოედანზე ლაპარაკობენ (რადიოს შესახებ).
- რა დრო დადგა! ლაპარაკში ფულს იღებენ.

*
С. Смирнов - Секретарь правления Союза Писателей СССР.
სმირნოვი. მგონი მდივანი უნდა იყოს მწერალთა კავშირის.
მარკოვი. სიმონოვი.
გაეგზავნა დეპეშა 10 დეკემბერს.

გაიგზავნა დეპეშა ქ. მოსკოვში საკავშირო მწერალთა კავშირს:L
Москва. Союз писателей. смирнову.
На соискание Ленинской премии выдвынута кандидатура Народного Поэта Грузии - Галактиона Васильевича Табидзе. Материалы дошлем на днях.

Абашидзе

Тбилиси. Мачабели 13. ССП Грузии. Секретарь - Абашидзе. 10 декабря 1957 г.

*
3-47-31 - გიორგი ჩიქობავა.
1. Китай. 2. ბატკანი.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. მესამე სართული. 48 ოთახი. ფატი დიდია.

*
14 დეკემბერი.
მარჯანიშვილის მოედანზე, სახლი 86/90 - ჩემს ოთახში დაიდგა ტელეფონი - 3-47-31.
- რა მადლობელი ვარ, - სთქვა გოგიმ, აღტაცებულმა ახალთ-ახალი ტელეფონით.
პლეხანოვის პროსპეკტი. 86/90. 86/90. 86/90.

15 დეკემბერი. წყნეთი.
- ხალხი ამოვა? მერე ჩვენ ხალხი არა ვართ?
- ისე დაგლიო, როგორც შარშანდელი...
- საღამოზე იქნები სახლში? ა?
- წა, გვიგვიანდება.
- არაყი დაიღვარა.

16 დეკემბერი.
ხვალ, ხვალ, ხვალ.
ვიდრე ხვალ!
ხა, ხა, ხა.
რა ხა ხა.
ხო, ხო, ხოე.

„Литературная Грузия“.
ნახატი ლურჯ ქაღალდზე არის 182.

17 დეკემბერი.
მწერალთა კავშირში. სერგი. იროდიონი. „ძველი“...

17 დეკ.
საქ. სახალხო პოეტი.
...22 საათია. ...დღეს...
...იური ლორთქიფანიძე. ...იური ლორთქიფანიძე.
...ამ უდიდესმა...
...იური ლ...
...ახალ მოვლენას...
...ამაშია...
...„მე დავიბადე განთიადისას“. ...„რომელი საათია?“... „ო, ნუ იფიქრებ, რომ მოკვდა გული“. ზევით ასწიე... დროშები ჩქარა!
„ათრობდა ხალხთა მწუხარება“.
გემი „დალანდი“.
პუბლიცისტური. ლირიკული...
იუზა.
1. ვერიკო ანჯაფარიძე. 2. აკაკი ვასაძე.
1. ქალავ. 2. ქარი ჰქრის. 3. შენ კი არ გეძინება. 4. კარალეთი. 5. უსიყვარულოთ. 6. გემი "დალანდი". 7. ეს მშობლიური ქარია. 8. შავმა ნისლმა დანისლა. 9. ეს მშობლიური ქარია.
რევოლუციური საქ. - აკ. ვასაძეს. წინანდალელი ნათელა. ქალაქი წყალ.... მესხის გამოხედვა... სამშობლოს. ჩემი სიმღერა. წინ, წინ, სამშობლო (ხალხო) მხარეო.
გაერთიანებულია სახალხო არტისტები.
დუნაევვვ, ნინო კლდიაშვილი, ირ. ქავჟარაძე, მემანქანე ქალი.

18 დეკემბერი.
მწ. კავშ. საამკინძაოში. მწ. კავშირში.
დოკუმენტები გასაგზავნად მზადდება სწორედ იმ ადგილას, სადაც თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა.
დოკუმენტები დამზადდა. გაიგზავნა მოსკოვში. საჭიროა დეპეშები. სულ ყველაფერი მზადაა.
დეპეშებიც გაიგზავნა. დასრულდა ყოველივე.

*
მოსე გვასალია.
წერილი გაზ. კომუნისტ. 35-36.
ცხოვრობს ზუგდიდში. იცის ბევრი რამ ოლიას უკანასკნელი დღეებისა 36-37 წლებში. მწერალთა კავშირში.

ირაკლი მოსკოვშია. ჰმ! ჰმ!
„რჩეული“.
56.829 სტრიქ. შეიცავს.
ლადო ბზვანელის წერილი „რიონ-გაღმის კუთხე ქვემო-იმერეთი“. გაზ. „თემი“, №13, აპრილი.

*
ტ. ტაბიძე ბრძოლის ველზე (ნოველლა). Gloria victis-მა დამაწერაო. „თემი“, 1911 წ., №17.
10 თებერვლისთვის ხელოვნების მუშაკთა სახლი. ტელ. 3-89-21. მიქელაძე მედეა. გუნია ტასო. დირექტორი - თავაძე.

ვემზადოთ დეკადისათვის.
ელიზბარ უბილავაა. ახლა რა გვარია? ა? ა? ჭო...

*
24 დეკემბერი.
იატაკის საკითხი:
პარკეტი. დაიწყებაო ხვალიდან. პარკეტის მუშებმა მოითხოვეს მეტი ფული.
კიბის საკითხი (1 სართულიდან მეორეზე): გაურკვეველია.
ფანჯრების საკითხი: ჩარჩოები ჩასმულია, მინები არა.
შელესვის საკითხი (შიგნით და გარედ): ზედა სართული შიგნიდან თეთრადაა შელესილი მთლიანად, ქვედა სართული ჯერ არა.
ავტოგზის საკითხი: მოუგვარებელია ჯერ.
წყალის საკითხი: ჯერ მოუგვარებელია.
სინათლის საკითხი: მოუგვარებელია.
წინა-კიბეების საკითხი: მოუგვარებელია.
ღობის საკითხი: მოუგვარებელია.
მეზობლების საკითხი: მოუგვარებელია.
ლიუსტრების საკითხი: არ დამისვამს ჯერ.
ვანნის ოთახი: გამოყოფილია.
პარკეტის პრობლემა. პარკეტის საკითხი: მოუგვარებელია.
კანალიზაციის საკითხი: მოუგვარებელია.
ყველაფერი მოგვარდებაო 15 იანვრისათვის. ჰმ.
დე, ასე იყოს. 15-ში მაინც იყოს ყველაფერი მოგვარებული.

*
25 დეკემბერი.
ჩაიბარებს წიგნს სახელგამი, მაგრამ როდის?
- შველიძე ამბობს, რომ მუშაობას დაიწყებენო 1 იანვრიდან. წიგნს კი ჯერჯერობით არ იბარებენ: სადმე გაგვებნევაო, ჩვენთან სრული ანარქიააო.
რას ფიქრობს მ. კვესელავა?
რას გვეტყვის ისიდორე დოლიძე?
დამზადდა თუ არა „მწყემსი“? ე. ი. გადაიბეჭდა თუ არა მანქანაზე?
მზადაა თუ არა მშვიდობის წიგნი?
სადაა ძველი ხუცური ხელნაწერი წიგნი?
კ. კეკელიძის შენიშვნები.
როდის ჩაიბარებს პირველ ტომს აკადემია?
სოლომონ ყუბანეიშვილი მოითხოვს ყველა ხუთ ტომს.
როგორაა სტენდების საქმე ჰაეროების ქარხანაში?
როდის დაამთავრებს ნოდარი პირველ ტომს?
ხარჯები პირველი იანვრიდან...
ჰონორარების საკითხი.
ლექსები V, VI, VII და VIII ტომების აკადემიური გამოცემისათვის (ადრინდელი ლექსები).
მე მუხრანელი არა ვარ,
...................მეჩოთირება.

*
პიონერი. 1957.
1974.50 + 250 = 22.2450 გვერგებოდა.

კანდელაკი: მთაწმინდა, დიდუბე. წიგნ.
9 ფორმა.

30 დეკემბერი.
აკადემიაში:
1. ლეონიძემ გადახედა გამოცემათა გეგმებს. სთქვა: გალაკტიონის აკადემიური გამოცემა ამ წელს უნდა მოგვარდესო.
2. სოლომონ ყუბანეიშვილს დავალებული აქვს წიგნის დამუშავება. მან სთქვა: დავიხმაროთ ნოდარი (ჟურნალისტიაო), დამეხმარეთ თქვენც და გავაკეთოთ წიგნიო. მხოლოდ როდის ჩამაბარებთ წიგნსო.
3. ვუთხარი, რომ წიგნს ნაახალწლევს ჩაგაბარებთ-მეთქი.
მაშასადამე! წიგნის გამოცემა უსათუო საქმეა, თუ ის დამზადდა! დამზადდეს უნდა!

*
1. საიუბილეო კომიტეტი:
შესდგება მთავრობის წევრებისაგან და არა მწერალთა კავშირისაგან. 1958.
დათიკო ჩახრიშვილი. ჩხიკვიშვილი.
2. საიუბილეო წიგნები.

*
ზურაბ წერეთელი. ზურიკო.
1. საიუბილეო კომიტეტი დაკვრითი წესით. 2. ლენინის პრემია. 3. როდისაა პრეზიდიუმის...

გივი კეშელავა. ნელი კანდელაკი.
ხელშეკრულება: ნელი, ნ. კანდელაკი. გ. ტაბიძე.

*
„მხატვრული ლიტერატურის რედაქცია“.
ნიკოლოზ შველიძე, ელიზბარ უბილავა.
ჩაბარდა „ერთტომეული“ 3 იანვარს, 1958 წელი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“.

*
6 იანვარი .
გოგი ავად ყოფილა. დღეს იგი არ იმუშავებს. ვეღარ გამოვა, ალბად, ვერც მგალობლიშვილი. მოხსენებაზე ვინ გამოვიყვანოთ?

*
უჩას კლასში კაცი არ ჭაჭანებს. ყველა ყალთაბანდი... მაშ ის... ყალთაბანდი.
- სახლში დამრჩა ლაქი.
ზურაბ წერეთელი.

*
1. მწერალთა კავშირში - გამოვაცოცხლოთ მხატვართა მუშაობა. ნელლი, გივი. 2. მარჯანიშვილის მოედანი. 3. მედეა - 3-89-21. 4. ჭინჭილაია. ბესია. უმჯობესია. ც. კ. აწყობს თავის მდივნებს. 5. ლადო ასათიანის ლექსი. 6. დეპეშა. ყუმური.

*
პოემა „მწყესი“.
მწვალებლობა - არ ეფლობა.
პირველი სვეტი: 72, 112, 34, 40, 74.
მეორე სვეტი: 111, 112, 111.
მესამე სვეტი : 110, 112, 111.
72 + 111 + 110 +112 + 112 + 118 + 333 + 74 = 1.041 строки.
"თემი". 1911. სამ ნომერშია.
№43 - 31 ოკტომბერს. №46 - 21 ნოემბერი. №47 - 28 ნოემბერი. ორშაბათი.

*
Хулио Джлнсон - „Настоятели Кентенберийского собора“.

Электровозостроительный завод. Хапия Яков.
Из Москвы корреспондент журнала „Советский Союз“.

*
„Литературная Газета“, №144, вторник, 3 декабря, 1957 г. „Великому Октябрю“.

„Год семнадцатый, честь твою песням крылатым.
Сорок труб прославляют подвиг и труд“.

Этими строками народного поэта Грузии - Галактиона Табидзе откывается сборник произведений писателей Грузии, выпцщенный в Тбилиси издательством „Заря Востока“ в честь сорокалетия Великого Октября. редколегия: И. Абашидзе, А. белиашвили, Б. Жгенти, М. Златкин, С. Чилая...