შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-382 - 1957 წელი


1893-1900. 1900-1905. 1905. 1905-1908.

წავიკითხე [ჩვენი ცნობილი პოეტის - სავლე აბულაძის] პუშკინის ლექსების ქართული თარგმანი, შესრულებული ჩვენი ცნობილი პოეტის ს. აბულაძის მიერ.
პუშკინის დაბადებიდან 150 წლის წლისთავის აღსანიშნავ დღეებთან დაკავშირებით ეს ღირსეული, ჩემის აზრით, ლექსების თარგმანი აუცილებლად უნდა იქნას [გამოყენებული]  გამოქვეყნებული (გამოიცეს უნდა ცალკე წიგნად), გადაცემულ იქნას რადიოთი სხვა ავტორების თარგმანებთან ერთად. [აგრეთვე] შეტანილ იქნას იმ გამოცემაში, რომელსაც ამზადებს პუშკინის საიუბილეო [კომიტეტი] ორგანიზაცია.
[ღირსება ამ თარგმანებისა იმსახურებს [ჩემის აზრით] იმას, რათა ყურადღებით მოექცნენ].
გ. ტაბიძე
1949

*
1957. 16 ივლისი.
შევსძლებ თუ არა დღეს გავაკეთო შემდეგი საქმეები:
1. მივხედო სახელგამს და მის სტამბას, რათა დროზე გამოვიდეს ჩემი VIII ტომი.
2. დავბეჭდოთ პორტრეტები, რაკი მზადაა ყველაფერი.

17 ივლისი. 1957.
1. გუშინდელი საქმიდან გაკეთდა პირველი: ვიყავი სტამბაში. დღეისთვის დამპირდენ, რომ ფორმები გამზადებული იქნება.
2. ვიყავი სანაპიროზე, ბევრი ვათვალიერე, აღმოჩნდა კიდევ ორი-სამი ადგილი შენობისათვის, ყველაზე მისამხარია სახელგამის გვერდით. აგრეთვე პლეხანოვის ქუჩაზე რომ გამოფენაა. შეიძლება სხვაგანაც.
3. ვიყავი აკადემიაში - შევატანინე წინადადება მუზეუმის შესახებ. გეგმაში შეაქვთ: 1. აკადემიური გამოცემა. 2. სესია. 3. ლიტერატურული ძიებანი.
1. შევსძლებ თუ არა დღეს, დღეს.. „Заря Востока“-ს (მე და ვადბოლსკი), მწერალთა კავშირში დარეკვა.
2. 5 საათზე სტამბაში. რას შვრება წიგნი.
3. ქაღალდის გადატანა, სურათის დაბეჭდვა. გალაკტიონ ტაბიძე - საქართველოს სახალხო პოეტი.
4. რას შვრება სტენდები (მე და ნოდარი).
5. „ასი პოეტი“.
6. Сто поэтов.
7. „Галактионология“.
8. აკადემიაში.
9. მწერალთა კავშირში.
10. მნათობში.
11. ილიას მოტივები (ელეგია).