შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-377 - 1957 წელი


არსენას ქ. №28. ლუკა რუხაძე.
შოთა ლომსაძე, კორნელი სანაძე. კამანისტე, ვარია.
3-8-51 - ეთერი შუშანია.

*
1957.
გაზ. „კომუნისტის“ კლუბში შეიძლება საღამოების მოწყობა. 7 X 32 = 224 ადგილია. სკამები, კარგი სცენა, ერთი კედელი გამოფენისათვის. მშვენიერი ფოიე. პიანინო... კარგი კორიდორი... ლიფტი (III სართულია), საჩაიე იქავე. შეიძლება მოეწყოს შეხვედრა თანამშრომლებთან, ასოთამწყობებთან და სხვ. შეიძლება რამდენიმე საღამოს ჩატარება. არის მოსამსახურე პერსონალი ქალები.

*
წყნეთო! ო, წყნეთო.

ედიშერ ყიფიანი. ფორჩხიძე (სახელი?). გიორგი ჩიქობავა.

გაზ. „კომუნისტი“. თამარ კამკამიძე. 51-81. ოთხშაბათი.

ჩხაიძე ილიოდორ მელიტონის ძე. მოსკოვის ქ. №9.
14 იანვარს, თვის დამლევამდე.

*
ილია კავკაზაგი! გიორგი სამხარაძე, ნოდარ გურეშიძე, ხუტა ბერულავა, ილია აროსია, გ. კალანდაძე, ა. ბეგაშვილი? ა. გაწერელია, გ. მებუკე, ს. ცაიშვილი, არჩილ ჩაჩიბაია (წერილი სალიტ. გაზ.), პარმენ ლორია, რ. ასაევი.

თამარ ვანიძე - V, VI, VII ტომები. დღეს ტელეფ.

*
ექვსას მილიონიანი ჩინელი ხალხი თუ ექვსას მილიონიანი ჩინეთის ხალხი?
კორეა? უნდა წაიშალოს.

16 იანვარს ნიუორკში გარდაიცვალა 89 წლის მოხუცი, მსოფლიოში განთქმული დირიჟორი არტურო ტოსკანინი.

15 იანვარს 1957 წელს გარდაიცვალა მარიამ პავლეს ასული ჩეხოვი (დაБ ანტონ ჩეხოვის ). იგი იყო რსფსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და ა. პ. ჩეხოვის სახლის-მუზეუმის დირექტორი. გარდაიცვალა იალტაში - ალბად, ისიც ღრმა მოხუცებული იყო.

დღევანდელ (18 იანვრის) „კომუნისტში“ ასეთი სამგლოვიარო განცხადებაა: „მეუღლე მარიამ, შვილი ნორა იუწყებიან  შაჰრუხ გიორგის ძე ჩარკვიანის გარდაცვალებას“. საწყალი შაჰრუხი! მე მას პირადათ ვიცნობდი: ერთ დროს აკტიურობდა კიდეც. კანდიდის ნათესავი იყო... რა მოუვიდა? კოლაუ? და ის...

„გერონტი, ტასო, ნატაშა, ლიზა, ფედოსია, ბიძინა, ოთარ, ანიკო ქიქოძეები ოჯახებით იუწყებიან მსახიობ ანეტა გერასიმეს ასულ ქიქოძის გარდაცვალებას. უნივერსიტეტის ქ. №5. გამოსვენება იქნება 20/I. 2 ს.“

დღეს რა ამბავია?

*
25 февр., 1957.
„Грузии Советской“. Г. Табидзе. дунаев Вл. Ал.

*
სადაა?
ვის აქვს, მე და ნინო ნაკაშიძემ რომ სურათი გადავიღეთ ერთად.
ილია ჭავჭავაძის წერილი? (ვიპოვეთ).
პორტრეტები მწერლების? (მწერალთა კლუბში).
თანამედროვეები.

*
შოთა სულაბერიძე - 3-34-66.
ორნი. მოსკოვზე.
ვლადიმერ მგალობლიშვილი ცხრიდან ოთხამდის.
სახელგამი: დირექტორი - 3-70-22. მოადგილე - 3-53-80.

*
ვაჟკაცსა გული რკინისა,
აბჯარი თუნდაც...
- კაცო, თქვენ მანდ იქნებით? 10 წუთში.

*
1. ოქტომბრის წიგნი!!!!!!! 2. ოქტომბრის გამოფენა. 3. ასი პოეტის ამბავი. 4. დისკუსია წიგნზე. ეთერი შუშანია. 5. პოემების პრობლემა. 6. რა მდგომარეობაშია მოსკოვის წიგნი? 7. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. 8. კინო-სცენარის გაკეთება (ჯონ რიდი)?

- ფორჩხიძე უნდა მეკითხა, მათ კი მითხრეს - გურჯიძე?
- გურჯიძე? აი ის? ნიანგში რომ იყო?

ამირანის შესახებ. ჩიქოვანი.
უცხო ენათა ინსტიტუტში შეხვედრა.

*
ჩვენს შორის ზის ორი არნო,
არნო სწრაფი, არნო ნელი,
ნელი - როცა ფხიზელია,
სწრაფი - თუა ღვინის მსმელი.

- არნო! დაგრჩა ხელმწიფეობა.

*
Черноусов.
შავთელის ქ. № 5/7. ელიზბარაშვილი.
„იდიდე“-ს პრობლემა.
1957.

*
29 იანვარი.
„Заря Востока“-ში მუშაობს დემნას ჯგუფი. ეს ნათელი ხდება Заря-ს დღევანდელი წერილით, თვით დემნას გამოსვლებით და სხვ. აქ დარტყმაა საჭირო! არ იცემა ბევრი ცნობილი მწერალი, იცემიან მხოლოდ ფუტურისტები და მათი მიმდევრები (მგონი, „Заря“-ში კი არა).
შეცდომაა: არა „Заря“-ში არამედ „Молодой Сталинец“-ში იყო ეს წერილი (№11, 24  января, 1957).

ჩარჩო თავის ადგილზეა!!!
დალაქიც იქვეა!  

- „მინდა დღეს მოვითავო - ხვალ შვებულებაში მივდივარ“! (სამკ. კომბინატი: ჩარჩო თავის ადგილასაა! 29 ივლისი, 1957 წელი).
სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბა! ოჰო, სტამბა! უნივერსიტეტის!
დღეს სწორედ იმ სტამბის წინ ვიდექი.
მიხაროდა, რომ ახალი გზა გაჰყავთ..

*
იანვარი (რომელი რიცხვი?).
1917 წელი გალაკტიონის შემოქმედებაში. ბ. ჟღენტი.
კლიშეები. ცალკე აფიშა.
ცენტრალური სალექციო ბიურო - ვახტანგ გურგენიძე.
იქნებაო მარტში.

სახელგამი. ენგელსის №20. ამბერკი ჯულაყიძე.
ალიოშა კოკაია. 8 თებერვალი, 1957. მე რომ მახსენა.

*
ოპერაში ანდრია ბალანჩივაძის 50 წლის...
დათიკო წერეთელი, მხატვარი - მას დაუხატნია ბალანჩივაძე და სურს მიუძღვნას დღეს სიტყვაც.
ქსენია სიხარულიძე - პრეზიდიუმში შემხვდა. დღეს მისი წიგნი შევიძინე. გავიხსენეთ გურია. ყვარელაშვილი მისი სიძეა.
ყვარელაშვილი - მომღერალი, ძველებურად სიმპატიური კაცია.
უზარმაზარი  კინოაპარატები - დაახლოებით 10-11, დადგმულია პარტერში. გადაღებას ეპირებიან, ალბად (გამახსენდა რაღაც ტაისა. ტაისა).
პიერ კობახიძე, წერეთელი და მე!
ბავშები, მრავალჟამიერ.
სცენა დიდებულათაა მორთული.
ოპერის საქმეთა მმართველი!
კოკელაძე!!!!!!!
მრავალჟამიერს მშვენიერად მღერიან. გამოუწოდეს ბისზე.
ტაბლიაშვილი (საბალეტო ჯგუფი).
„თქვენი ლამაზი ცხოვრების 50 წელი“.
ქართული ბალეტი!
თბილისის პიონერთა სასახლე.
ლექსებს აქ მხოლოდ ბავშები ჰკითხულობენ და ვერიკო ანჯაფარიძე.   
ხვალ დეკადისთვისო??
რა ამბავშია ეს დემნაო (ლეონიძეო). ამასხრებენ ყველაფერს.
შენ რომ გინდა ანდრიაო,
იმის თხოვნა ადრეაო.
(აკაკი)
კვანტალიანი! (დიმიტრიადი კი ყოფილა).
უჩა მამაძაღლობს! დეკადის მერეო (ჰმ).
რა კარგად უკრავს ეს გოგო!!! როიალზე, არა?
სახალხო არტისტი! გოკიელმა პარტერში.
დიმიტრიადი. დიმიტრიადია!

*
იდეა! ასი პოეტი.
1. რევოლიუციამდელი შემოქმედება.
2. ოქტომბერი!
3. პირველი ხუთწლედები.
4. მეორე მსოფლიო ომი.
5. რევოლიუციის შემდეგი პერიოდი.
6. L’art poetique.
7. აპოთეოზი (შვიდტომეული).
ორკესტრი, ხორო. მრავალჟამიერი.
სიმღერები: წყალტუბოდან ქუთაისში; ბრწყინავს ეთერი; იდიდე, იდიდე! მხარი მხარს! დაჰკა წერაქვი და სხვ.

პორტრეტები პოეტების. ო, პორტრეტები პოეტებისა.

*
1957 წ. 31 იანვარი.
 1. ბიო-ბიბლიოგრაფიის საკითხებზე - ვსაუბრობდით მე და ჯოჯუა. იგი შეადგენს ბიო-ბიბლიოგრაფიას ჩემს შესახებ. საჭიროა ამ წიგნის გეგმაში შეტანა სახელგამის მომავალი წლის გეგმაში, მწერალთა კავშირის (კავშირის) შუამდგომლობითო. ჰმ.
2. გამოდის წიგნი „მნათობის“ მთელი არსებობის განმავლობაში დაბეჭდილი მასალების. ჯოჯუა. ჩემი უამრავი მასალებია.
3. გადავეცი „ხელოვნებას“ ლექსი „ო, ნანა, ნანა, ნანა“. რამდენი ხანია ამ ლექსს მთხოვდა ოთარ ეგაძე (შემდეგ გამომიგზავნეთო შესწორებული, ჰმ.)
4. ვინ იქნება მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის თავჯდომარე? ამბობენ დემნას. არ ვარგა! სიმონი აჯობებსო, ამბობენ. ჰმ.
5. ჯოჯუა ამბობდა ჩემს შესახებ ყველა მასალების დაგროვების შესახებ (მხატვრების, კომპოზიტორების, მოქანდაკეების და სხვ.).
6. ალექსანდრე ტაბიძე სოფელში წასულა (აქ გაუუქმებიათ მისი თანამდებობა). სოფელში სჯობია. მითხრა გ. ლეჟავამ, პოეტმა.
7. „ხელოვნებაში“ მიჩვენეს ჩემი ფოტო. გუშინწინ ოპერის თეატრში ჩუმად რომ გადაუღია ახალგაზრდა ფოტოგრაფს. მშვენიერია. დამპირდა. იმავე ფოტოგრაფმა შემდეგ გადაიღო ჩემი შეხვედრა ასოთამწყობებთან (1 მარტს), აგრეთვე შვიდტომეულის ფოტო, მაშასადამე, სამი მომენტი.
8. გამსახურდიას „ვარდის ყვავილობა“ 600 გვერდია! (ვაჰ, ვაჰ, ვაჰ!).

31 იანვარი. 1957 წ.
ბობოხი! ბობოხიძე! ბობოხიძე! (ტროლეჲბუსი) - მოშენიკობს?!
მხატვარი იანქოშვილი, 38 წლის. ბავშის ფერადი პორტრეტი („ხელოვნება“).
გ. ლეჟავა (მომიტანს ბიბლიოგრაფიას და პორტრეტს?).
შ. ფორჩხიძემ მომცა წიგნი წარწერით. ძალიან ზრდილობიანი კაცია.
დამტკიცებულიაო გეგმა. ბევრი ამოუღიათო (სახელგამის გეგმა). ვარ თუ არა მე? გ. ლეჟავა. ექნებაო დათიკო დუმბაძეს.
ესღა გვესაჭიროებოდა. მიწისძვრები დასავლეთ  საქართველოში.
გეგმიდან ამოვუღივართ! გეგმაში არა ვარ. წიგნი კი წინ უდევთ 1955 წლიდან.

*
7 თებერვალი.
1. დავესწარი აკადემიაში რუსთაველის ინსტიტუტის სხდომას. გასული წლის პროდუქცია: პროზა, პოეზია. ბესო. ხინთიბიძე. ჯიბლაძე. პოემების შესახებ. ზეგ გამოვალ უსათუოდ. ჯიბლაძის ქალის გამოსვლა და ხინთიბიძის გამოსვლა. ჰმ, ჰმ!

8 თებერვალი.
იდეა კონვერტების.
შეხვედრა საჯაიას ქალთან და ქეთო ქუჩუკაშვილთან. რევაზ მარგიანის ოინები (საჯაიას წიგნიდან ამოუღია ლექსი ჩემს შესახებ). ეს ტენდენცია ანდროს არ ჩაუტარებია, უმთავრესად რეზოს. ის სისტემატიურად გამოდის ჩემს წინააღმდეგ. ადგილი აქვს დაჯგუფებას.
- მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. თქვენს წიგნზე მიმუშავნია და ვიმუშავებ, - მეუბნება ახალგაზრდა ქალი - ასოთამწყობი.
- ბასიასთან ვისაუბრე, აღშფოთებულია ბერძენიშვილით.
- იერიში! ჩემს მხარეზეცაა ხალხი!!!
- 50 წელი რომ შესრულდება, მაშინ რას იტყვიან 25 წლის წინ მოცემულ პირობაზე? ჰმ.
- დღეს კრებაზე სახელგამში (იქ იქნება რეზო, შუშუ და სხვ.).
შოთა რუსთაველს შეიტანდით თუ არა გეგმაში? ა? ა? ა?

*
პიონერთა სასახლე. გრ., მე, ლომთათიძე, ქ. ანანიაშვილი, ნინო კაკაბაძე, ლომთათიძე ნინო, პაიჭაძე ფაცი. 25 მაისამდე, 1957.

*
7 იანვარი. 1957.
ა?
ჯიბლაძის ქალს უნდა მოეცხო რევაზ მარგიანისთვის, რა უნდა მას ბავშების რედაქტორად, რომლის რედაქტორია? აჰა, მოხვდა თუ არა? მისი წიგნიც არ იყო მოხსენებული (ხინთიბიძე)...

სანებლიძე! მუზეუმში (რომელში).
ჭილაშვილი ნ. ლექსები. 1927.
ნანული ლაგვილავა.

*
ლეონიძემ აკადემიაში გვერდით გამიარა. თავი უგუნებოდ დამიკრა (ხელის ჩამორთმევაზე ლაპარაკი ზედმეტია). ალბად, ცუდათაა მაგისი საქმე.

ნიკო სამადაშვილი - გაბაშვილის №14 (მოსკოვის ქუჩიდან), ზემმელთან.

*
1957 წ. 9 თებერვალი.
რა არის, ის ჟრჟოლა? (ოპერის თეატრის წინ).

სიტყვა, სეტყვა.

*
კულტურის ცენტრალური სახლი.
1. ...იგი ამზადებს მხატვრულ სტენდებს (ფოტოსტენდებს).
2. ...მართავს გამოფენებს.
3. ...აწყობს რესპუბლიკის მუზეუმებში გამოფენებს, ექსპოზიციებს.
4. ... აქვს ხმის ჩამწერი.
5.  ...იყენებს საცნობო-[საკომენტარო]საკონსულტაციო ბიუროს. ლექტორიუმს.
6. კულტურის სახლში ამჟამად მუშაობს 110 წრე და ჯგუფი (2. 000 მშრომელია გაერთიანებული).
7. მხატვრული თვით მოქმედების წრეები.
8. სახვითი ხელოვნების წრეს ხელმძღვანელობს მხატვარი მ. ლაღიძე. შექმნეს 500 ექსპონატი.
წრის წევრები ხშირად მონაწილეობენ რესპუბლიკურ გამოფენებში. სისტემატიურად ეწყობა წრის წევრების ნამუშევრების პერსონალური გამოფენები. არა მარტო კულტურის სახლში, არამედ სურათების სახელმწიფო გალერეაშიც.
მუსიკალური კლასების  (900 მსმენელი სწავლობს) ძალებით კულტურის სახლმა დადგა კომპოზიტორ გ. სვანიძის სამმოქმედებიანი ოპერა „ოქროს თავთავი“ (სადაა იგი?). ვაჟა ჩინჩალაძე.
ვადბოლსკი.
„ჰმ, ჩემისთანა მოლხენილი კაცი არ მეგულება“.  
მხატვარი გიორგი როინიშვილი იმერული პოემისათვის.

*
საუბარი მგალობლიშვილთან:
გეგმაში შეტანილი ყოფილა მხოლოდ პატარა წიგნი - „პოეტის ბიბლიოთეკა“ (ჰმ). მგალობლიშვილმა მითხრა: როგორც კი გუნია ჩამოვა (ეხლა ის მოსკოვშია), მე დავსვამ საკითხს VIII ტომის (და არა „ბიბლიოთეკის“) გამოცემის შესახებო.
გუნია ჩამოვა ამ ერთ კვირაშიო და ამით გადაწყდება საქმეო. რვა ტომი! მაშასადამე, რვა ტომი, და არა ცხრა და არა ათი.
მე დავსვამ საკითხს კოლეგიაშიო. ვკითხე:
- ვისგან შესდგება ეს კოლეგია-მეთქი.
- გუნია! უმთავრესიაო! მე არ ვიყავი აქ, მე დიდი ხანი არაა, რაც აქა ვარ. გუნია, გუნია! გუნია!
ხომ არ მღალატობს ეს გუნია? (ო, რა საუკუნეა, ოი, რა გუგუნია).
ჩამოვა მალე, დღესვე გავიგებ. ვნახავ სხვებსაც კულტურის სამინისტროში.
მუშაობს ჩემს წინააღმდეგ მთელი ჯგუფი!!!
და, ვნახოთ, ვის მხარეზეა გუნია.
ვის ეყრდნობიან.
ო, რა საუკუნეა,
ოი, რა გუგუნია,
ო, გუნია, გუგია.

აქ მჭედლიშვილია და ჯაბა, ალბად, ჩარეული საქმეში!
ავანგრევ ქვეყანას და ხელახლა შევქმნი! გავიმარჯვებ.
მგალობლიშვილი გუნიას ემყარება, ისე არა სცემს წიგნს!!
რა მიზეზით???
ო, რა საინტერესო თავგადასავალი აქვს ამ ჩემს წიგნს.
მაშ, ეხლა გუნიაზე ვარ დამოკიდებული.
გუნიამ თუ უარი სთქვა (ვერ იტყვის უარს), მაშინ ც.კ.-ში დავსვამ საკითხს.
გამოვარკვევ, ვინაა აქ დამნაშავე (ვიცი კიდეც, მაგრამ რა უნდა ვქნა?).

*
პლეხანოვის 61. ბინა 9. ლეონარდ ნიკოლოზის ძე ჯულაბიშვილი. მელიტონ ჩოგოვაძის შესახებ.

*
11 თებერ., 1957 წ.
გუგულისთან ათი დღის შემდეგ.
თედორესთან ათი დღის შემდეგ.
კულტურა - 4 დღის შემდეგ, ე. ი. 15 თებერვალს (ჩამოვა გუნია).
თეატრალური მუზეუმი.

ბორის კანდელაკი. 47. ყოფილი ჯიბლაძესთან. შიო ჩიტაძის ქ. №9.

ღუდუშაური. კორპუსოვი. Ул. Лермонтова.

*
გადმოცემულია მანქანაზე დასაბეჭდათ გალაკტიონ ტაბიძის წიგნები: III და IV ტომები. 28 სტრიქონი - 1მ. 50კ. დამზადდება წიგნი - 25 თებერვლამდე.
ლ. გოგია
1957, 14 თებერვალი
ბერიას კუდები. ხელფასიდან. ბერიას კუდების...

ექსპრომტი
დარჩა წყევლა და ურვა
შორს, დავიწყების ტბაში.
სცვლის წუთისოფლის მდურვას
ვაშას გრგვინვა და ტაში.
მას გმირი ფშავლის დარად,
მას დიდ აკაკის დარად,
გული სიმღერით ეწვის,  
ქართული ლექსით მარად.
მას ვერც შეაკრთობს დაღლა,
ვერც შეაშინებს მტერი.
გეგონა ფეხთა მტვერი.
ჰმ, ქალბატონო მერი!

ნეტავ რას იტყვი ახლა?
ალექსანდრე ბეგაშვილი
1957 წ., 9 თებერვალი
მეცნიერებათა აკადემიაში

*
ალექსანდრე ვასილის ძე ჭანკოტაძე.
- სულ მოკლე ხანში, რაღაც ორ-სამ თვეში 7 გამოფენა მოვაწყვე. ამ დღეებში გაიხსნება ქართული წიგნის გაფორმების გამოფენა (ყდები, ილიუსტრაციები, მაკეტები და სხვ.). მალე მექნება ვარლამ მახარობლიძის გამოფენა. დიდი გამოფენა იქნება. აგერა მაქვს ოთახებში ჩარჩო.
- 1.500 მანეთი - გამოფენის ჩარჩოებში ჩასმა (მარტო ჩასმა). თვით ჩარჩოებში რამდენი იქნება გადასახდელი, ვერ გეტყვით.

Александр Васильевич Чанкотадзе.

*
12 თებერვ., 1957 წ.
1. ა. ჯაფარიძე - 20 ნახატი ფერადებით. ძალიან პატარებია.. აქედან 15 ცაა. სულ პეიზაჟები. კარგად ფლობს საღებავებს. ოსტატია..
2. ჟ. პონორენკო - 20 პეიზაჟი (სულ ტყეები), სამი პორტრეტი, ერთერთი საღებავით, შავი.
3. ლ. ჩოხელი - 2 პეიზაჟი - ტუშით (პატარა სურ.).
4. ლ. გოგიაშვილი - 3 პეიზაჟი, 2 ნატურმორტი, საღებავითაა ყველა.
5. სერგიენკო - 13 პეიზაჟი, 1 სურათი, საღებავები.
6. ანდრონიკაშვილი - შესანიშნავი მხატვარია, დიდებულია. ხე. კიდევ ხეები. სულ 14 ნახატია - საღებავები კარგია.
7. დ. ცინდელიანი - 5 პეიზაჟი, ავტოპორტრეტი? საღებავებით. კარგია.
8. დ. ათანელოვი - 11 პეიზაჟი. საღებავებით. კარგია.
9. ნ. სარდარიანი - კერამიკა. ერთადერთია. ნამუშევარია. 20 კერამიკული ნამუშევარი, კარგი ნამუშევარია.
10. დ. ათანელოვი - 3 პეიზაჟი საღებავებით.
11. ვ. ცივილაშვილი - 4 პეიზაჟი, ქართველი ქალი, კლდიაშვილის სახლი. დიდებულია. საღებავები.
12. ი. ბარნაბიშვილი - 15 - ბუნება. ერთი პორტრეტი. საღებავები. კარგია პორტრეტი.
13. გ. ოტრეშკო - კარგი აკვარელისტია. 4 სურათია.
14. ნ. თანდაშვილი - მშვენიერი ხე მთაზე. პეიზაჟები საღებავებით.
15. ნ. დომბროვსკაია - ორი მოზრდილი პორტრეტი. დანარჩენი პეიზაჟები. კარგ ჩარჩოებში პატარა სურათები.
16. ნ. ბეშკინსკი - ორი პორტრეტი. დანარჩენი პეიზაჟები.
17. გ. ბენიევი - 21  ნახატი ფერადებით. პეიზაჟები.
18. მ. გოგოლაშვილი - 11 პეიზაჟი. კარგები. საღებავები.
19. დ. ბაქრაძე - სამი პეიზაჟი (კარგებია), საღებავები.
20. შ. ებანოიძე - ერთად ერთი პორტრეტი. კარგია.
21. მ. კობახიძე - 9 პეიზაჟი საღებავებით, კარგებია?
22. როდკევიჩი - 3 პეიზაჟი საღებავებით. ერთი პორტრეტი ბავშის. კარგებია.
23. ი. ბალავაძე - ორად-ორი პორტრეტი. კარგებია.
24. ვ. ელისაშვილი - 2 პეიზაჟი საღებავებით.
25. ვ. ლიტვინოვი - 8 პეიზაჟი, 2 ნატურმორტი.
სულ 25 მხატვარია: 14 ქართველი. 7 რუსი. 3 სომეხი.

ყიფიანის ქ. №12. II სართული.  დავით კონსტანტინეს ძე ლორთქიფანიძე.

*
1957. 15 თებერვალი.
დილით ჩემთან იყო „ხორარდაინ ვრასტ.“-ის ფოტოგრაფი. გადაიღო სურათი.
დამაგვიანდა აკადემიაში ინსტიტუტის სხდომაზე. მე მეგონა, 4 საათზე იწყებოდა. თურმე 2 საათზე დაიწყო და მალე გათავდა კიდეც.
ვისაუბრეთ გამეზარდაშვილთან მომავალი წლის იუბილეიზე.
იყვნენ აკადემიაში ინგოროყვა და სახელგამის ყოფილი დირექტორი (ჩემი მოსისხლე მტერი VIII ტომის საქმეში).
კუკუსა მესაუბრებოდა ბიბლიოგრაფიული წიგნის შესახებ.
გაუძარცვავთ აკაკი ხორავა. გაუხდიათ პალტო. გვიან ბრუნდებოდა თურმე სახლში გუშინ.
ანუშაც ვნახე.
საღამოთი მწერალთა კავშირში: მედიდურად შემოდის გრ. აბაშიძე. არასდროს არ ყოფილა მწერალთა კავშირში სახელგამელი ყოფილი დირექტორი, დღეს მოვიდა.

*
ვხვდებით ერთმანეთს მწერალთა სასახლეში 23 თებერვალს, დილის 12 საათზე.
გ. ტაბიძე, შოთა ლომსაძე
1957 წ., 18 თებერვალი

ვხვდებით ერთმანეთს მწერალთა სასახლეში 9 აპრილის - დღის 12 საათზე.
გ. ტაბიძე, შოთა ლომსაძე
1957, 23 თებერვალი
*
17 თებერვალი. 1957 წ.  
შოთა ლომსაძე. ლექსები. „მნათობი“. №4.
***ჩემი სიცოცხლის ძალა და ეშხი. მესხური სადღეგრძელო. მგზავრობა თოვლში. ადრიანე. მოგონება.  ***შენი ლექსები ნა...

1
„ჯავახეთიდან გადმომყვა ლექსი,
ლექსი მეძახის ჯავახეთიდან“.
2
ხმა დაუწვდეს ახალციხეს.
3
მე ამ გზაზე გავთეთრდები,
და შენამდე მაინც მოვალ.
4
და ქარივით გადუარე,
ვერ გაუძელ დღეთა,
მიწამ დაშთა ადრიანე,
მიწას შერჩა მცხეთა.

*
- ქალო, რა გინდა ფრონტზე.
- სახლში წადიო, ქალო.

შეხვედრა
თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეხვედრის ინიციატორი შალვა კვასხვაძე. შეხვედრა მოეწყობა აპრილში, აკადემიაში, რაზედაც ხელს ვაწერ
შ. კვასხვაძე
1957, 22 თებერვალი
მისამართი - სამხატვრო აკადემია.

*
Огонек. 1947.
№33. Баку - Нефть. Вышки. Площадь Низами - Академия Наук. 1917 - 1947. Шишкин - рожь. Колоныый зал.
№37. Улица Горького. Кормление голуюбя. Фейерверк. Золотая осень. Безработн. 800 лет - Москва.
№38. Ленин напутст. Ленин памят. Томик чев. Возвращение. Живые бор. Левитан.
№47. В степи. Родина мать (ი. თოიძე). У динамо!!!
№48. Са...вили.
№72. Март. Серов - „Девушка“. Серов - ატმები.
№13. Весна.
№14. Памятник Пушк. პალმები. Кутаис. Волга.
№38. ყდა. ვოლგა. Листья меди. მეტალურგ. კომბ. მატერიის სული.
№37. მეტროპოლიტენი. Серп и мололот. ბოლო ყდა.

1948.
№52. იაკუბ კოლასი. Сов. Шам.

1949.
№12. Яр-Кровченко. Из Таллина - зарисовка.

1948.
№51-52. С новым годом. Исакиевск. площ. Баку. Озеро Байкал. აფხაზეთი.

1946.
№48-49. Некрасовские места. Колас. Нефть. ყდა.
№46-47. ყდა წიგნისა. Они родились 1917. Дети Маковского.

1948.
ყდა ჟურნალის. Стоит как утес. 1917-1946.
59.

*
ეული.
„მნათობი“ №4. ელიზბარ მაისურაძე. პოეტი. 3-67-40 - სახლი.
Санадзе Корнели - მხატვარი. 3-63-57 - აკადემია.

მოვიშოროთ  ბარგი, ყველაფერი გავირეცხო.

სავლე აბულაძესთან შეთანხმებით „ჩემი შემოქმედების ლაბორატორია“.