შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-583-4 - 1956 წელი


20 ივნისს.
გრ. ორბელიანის საღამო
მწერალთა კლუბში გაიმართება გამოჩენილი ქართველი პოეტის - გრიგოლ ორბელიანის დაბადების 155 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოს შესავალი სიტყვით გახსნის საქართველოს სახალხო პოეტი გ. ტაბიძე. გრიგოლ ორბელიანის დაბადების‚ ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ მოხსენებით გამოვა ა. გაწერელია. სიტყვებით და ლექსებით გამოვლენ: შ. ამისულაშვილი‚ ხ. ბერულავა‚ ი. გრიშაშვილი‚ ალ. გომიაშვილი‚ მ. მაჭავარიანი‚ ი. ნონეშვილი‚ კ. ჭიჭინაძე‚ თ. ჯანგულაშვილი.
დასაწყისი საღამოს 8 1/2 საათზე.