შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-514-14 - 1955 წელი


ანდრო თევზაძის საღამო. 29 ივნისი, 1955 წ.
პატივცემულო ამხანაგებო. პატივცემულო ამხანაგებო!
პატივცემულო ამხანაგებო!
როგორც მოგეხსენებათ, პოეტების სექციის საღამოები აქ ტარდებოდა [ძველ] კულტურულ მემკვიდრეობისადმი უღრმესი პატივისცემის ნიშნის ქვეშ.
დღევანდელი საღამო მიძღვნილია ჩვენი პოეტის - ანდრო თევზაძის შემოქმედებისადმი.
ანდრო თევზაძის შემოქმედებაც სხვა მრავალ ღირსებებთან ერთად განირჩევა ძველ კულტურულ მემკვიდრეობისადმი განსაკუთრებული პატივისცემის გრძნობით, რაც [განსაკუთრებით მინდა] უნდა აღინიშნოს დღეს.
კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1925 წლის დადგენილებაში მითითებულია, რომ პარტიამ ყოველმხრივ უნდა აწარმოოს ბრძოლა ძველ კულტურულ მემკვიდრეობისადმი ქარაფშუტულ და აგდებულ დამოკიდებულებასთან.
მკვლევარების გამოანგარიშებით ლენინს წარსული ეპოქის მწერლებიდან ცხრაას ოცდა ხუთი ციტატა აქვს გამოყენებული.
სტალინი იმოწმებს რუსთაველის აფორიზმებს ხშირად და ხშირად.
ასეთია დამოკიდებულება ძველი კულტურისადმი.
[ანდრო თევზაძის] ჩვენს პოეზიაშიც ეს ხაზი განსაკუთრებით გამოირჩევა.
საღამოს, მიძღვნილს ანდრო თევზაძის შემოქმედებისადმი, გახსნილად ვაცხადებ.
სიტყვა მოხსენებისთვის ეძლევა ამხ. გ. ხუხაშვილს.

ილია აროსია... გიორგი კალანდაძე.
არაფერი არ შეუცვლია...
ერთ-ერთი უსათუოდ კარგი, გულწრფელი პოეტი.