შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-470-8 - 1955 წელი


1955 წ. 22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოს გალაკტიონ ტაბიძის - თბილისის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ექიმებთან, მუშა-მოსამსახურეებთან და ავადმყოფებთან შეხვედრის დღეს - დამსწრე საზოგადოება იღებს რა მხედველობაში, რომ:
1. გალაკტიონ ტაბიძეს უდიდესი დამსახურება მიუძღვის მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის წინაშე.
2. რომ თითქმის ოცდახუთი წელია, რაც სახალხო პოეტი ცხოვრობს მეორე სანაპირო ქუჩის ახლოს.
3. რომ ამ რაიონში დაიბეჭდა და გამოიცა შვიდი ტომი საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის ნაწერებისა.
შუამდგომლობს სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე, რათა მეორე (მარცხენა) სანაპირო ქუჩას მიეკუთვნოს საქართველოს სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის სახელი და ეწოდოს „გალაკტიონის სანაპირო“.
1955 წ., 23 ოქტომბერი