შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-4 - 1955 წელი


ზეცის ნგრევა.
მიწის გადაფერდება.

ძვირფასო ამხანაგებო!
მე მინდა, შესავალი სიტყვა ვთქვა – ჩვენი მეორე საღამოს წინ... (მორჩა და გათავდა). ჩენი პოეზია არის განგრძობა და განვითარება იმ უკეთესი ტრადიციებისა, რასაც იძლეოდა ჩვენი კლასიკური პოეზია.
დიდ[მა]ი ოკტომბრის [სოციალისტურმა] რევოლიუციით [საძირკველი] დაიწყო ახალი ერა [ჩაუყარა] კაცობრიობის ისტორიაში.
[დიდი] შოთა რუსთაველი, [დიდი] დავით გურამიშვილი, [დიდი] ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა – აი, სახელები, [რომელთაც შექმნეს] რომელთაგანაც ჩვენ გადმოგვეცა მრავალსაუკუნოვანი [ბრწყინვალე] დროშა ჩვენი მშობლიური პოეზიისა. და [იმ] ჩვენი თანამედროვე პოეზია არის განგრძობა და განვითარება იმ უკეთესი ტრადიციებისა, რასაც იძლევა ჩვენი კლასიკური პოეზია.

*
დიადი ოქტომბრის რევოლიუციით დაიწყო ახალი ერა კაცობრიობის ისტორიაში, აქედანვე დაიწყო ახალი ერა ჩვენი დროის მხატვრული აზროვნების განვითარებაში. და ნიშნად იმისა, რომ ჩვენი პოეზია არის განგრძობა და განვითარება იმ უკეთესი ტრადიციებისა, რასაც იძლევა ჩვენი კლასიკური პოეზია შოთა რუსთაველის, დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას სახით, ჩვენ გადმოგვეცა მრავალსაუკუნოვანი დროშა ჩვენი მშობლიური პოეზიისა... არა ერთი მშვენიერი ლექსი არსებობს სწორედ ამ დიადი თემის, კლასიკური მემკვიდრეობის შესახებ ჩვენს პოეზიაში. ერთი მათგანის სათაურია „ოცნება და სინამდვილე“. მეორესი „საქართველოს თავბულბული მოდის“, მესამესი... არ არის ჩვენს კავშირში პოეტი, რომელსაც სწორედ ამ დიადი თემის, ე. ი. კლასიკური მემკვიდრეობის შესახებ არ ჰქონდეს...
და ჩვენი პირველი საღამო, მიძღვნილი აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 40 წლის თავისადმი...

23 - წერილი დამთავრებული და გადაბეჭდილი უნდა იყოს.
23 - განცხადება გაზეთში.