შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-607-13 - 1955 წელი


1. საბეჭდი მანქანა წესრიგშია მოსაყვანი.
აბანოში. ფეხსაცმელები. საცვლები. წყნეთის პრობლემა.

პოეზიის სექციის სხდომა, იმ წერილთან დაკავშირებით.
1. წერილების გამრავლება. გადასაბეჭდათ.
2. კარგი ტექსტის შედგენა.

*
დღეს: Ася.
1. ასია პარუნაშვილი. 2. ქმარი პატარძეულიდანაა. 3. ლეონიძის მეზობლიდანაა. 4. ბათუმიდან გამოვიქეცითო. 5. როცა შიშიანობა იყოო. 6. მერე ისევ იქ დავბრუნდითო. 7. მერე რუსეთში წავედითო. 8. ცხრაას ოცდახუთიდან კი აქა ვართო. 9. ქმარი სლესარადაა რკინიგზაშიო. 10. ვაჟი - ჯარშია წაყვანილიო. 11. ქალიშვილი ჩვიდმეტი წლისააო. 12. ორთაჭალაში ვცხოვრობთო. 13. ერთი ოთახი გვიჭირავსო. 14. ქუხნა და აივანი გვაქვსო. 15. ასია პარუნაშვილი ვარო. 16. ქმარი ქართველი კაციაო. 17. მე სომეხი ქალი გახლავართო. 18. ქმრის გვარზე ვიწერებიო. 19. სახლს (მიწას არა უშავ-რაო)...
ლეონიძის ოთახში შესულიყო და უსაქმოდ - მაგრამ დაფიქრებული იდგა მაგიდასთან. ეტყობა, აქ ყველაზე უფრო ახლობლად ლეონიძესა გრძნობს, ალბად, იმის გამო, რომ ქმარი პატარძეულიდანაა და ლეონიძის მეზობლიდანაა. იმ დროს ლეონიძის ოთახში არავინ არ იყო და რამ შეიყვანა, ან რა უნდოდა მას იქ? აი, საკითხი, რომელიც მე მაინტერესებს.
შემდეგ იგი უსაქმოდ იჯდა ჩვენს საერთო მისაღებ დარბაზში.
მოვიდა აკაკი ბელიაშვილი.
მოვიდა ილია ხოშტარია.