შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-557-9 - 1955 წელი


1955 წ., 9 ნოემბერი, ოთხშაბათი.
სახელგამში.
1. დავით დუმბაძეს‚ 2. გიორგი მერკვილაძეს, 3a. რეზო ორჯონიკიძეს, 3b. სულაბერიძეს.
წიგნი (VIII ტომი) ჩაბარდება რედაქტორს (რეზო ორჯონიკიძეს) ან ვისმეს დღეის სწორს‚ 17 ნოემბერს.
სხდომა აქვთ ორ-სამ დღეში. წიგნს ჩავაბარებ დღეის სწორს.
როდის იქნება გადასინჯვა გეგმის? (სწორედ იმ დღეს).
4. ბუჰღალტერს - გადამირიცხოს წიგნის ჰონორარი (ერთ კვირაში?).
5. პოლიგრაფტრესტს - დამიბრუნოს კლიშე წიგნებისა (შვიდტომეულის). ნოდარი.

მწერალთა კავშირში.
6. სერგი ჭილაიას - პოეტების სექციის საერთო კრების მოწვევა 19 ნოემბრისთვის (შაბათია).
7. კალენდრების ფურცლები (17 დეკემბერი). ყველას‚ ყველას‚ ყველას!
8. როგორაა იოსები?
9. როგორაა მწერალთა სახლის საქმე? (აბაშიძე) ვინაა კიდევ? დეკემბერი?
10. ჩამოვიდნენ თუ არა მოსკოვიდან? (რას ემზადებიან?).
11. როდისაა პრეზიდიუმის სხდომა?
12. პოეტების სექციისათვის ტექნიკური მდივნის საკითხი.
13. თბება თუ არა სასახლე? რაშია საქმე.
14. რას აკეთებენ სხვა სექციები? (არაფერს).
15. ხომ არ მზადდება რაიმე ახალი ინტრიგა? (ტელეფონის წამოღება).
16. ნიადაგი - დარაბისა და სექციის ოთახში სიის გამოკვრისათვის (19 ნოემბრისათვის).

მწერალთა სახლის მშენებლობაში.
17. დათვალიერება. არჩევა. საუბარი პრორაბთან. მზად იქნება დეკემბერში? (არა). ვინაა მთავარი ხელმძღვანელი. გომიაშვილი? იღებენ თუ არა მწერლები მონაწილეობას?
18. პრორაბის პროფილი‚ მისი როლი‚ პრორაბს გარდა?

წყნეთში.
19. მუშაობა - ღამით (გადაწერა პოემის).
20. დამზადება წიგნისა - უსათუოდ.

კულტურის სამინისტრო.
მთავარია 1‚ 2‚ 3‚ 4 და 17 ციფრები. არა‚ ყველა მუხლები მთავარია.