შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-487-14 - 1955 წელი


ინდივიდუალურად:
[რა ლექსები სჯობია, რომ წაიკითხოს გალაკტიონმა?].
1. რა ლექსები სჯობია, რომ წავიკითხო საღამოზე?

15
სამშაბათს, 19 ივლისს
ქართველი პოეტების შეხვედრა
მაუდის ქარხნის მუშათა კოლექტივთან
შესავალი სიტყვა
მოხსენება თემაზე:
თანამედროვე ქართული პოეზია მშვიდობისათვის ბრძოლაში
მომხსენებელი - სერგი ჭილაია
პოეტების გამოსვლა
დასაწყისი საღამოს

*
გამოფენის საკითხი.
საღამო მხატვართა კავშირში.
რკინისგზელთა სახლში.
მერვე ტომი.
სოხუმის სახლი.

*
[პოეტების სექციის ბიუროს თავმჯდომარე] საქართველოს სახალხო პოეტი - გალაკტიონ ტაბიძე ყოველგვარ სალიტერატურო საქმეებზე იღებს მნახველებს ყოველ სამშაბათს დილის 12-5 საათამდე.
პოეტების სექციის წევრები შეიკრიბებიან ყოველ სამ თვეში ერთხელ.
პოეტების სექციის ბიუროს წევრები შეიკრიბებიან სამშაბათობით დღის 5 საათზე.
შუაში.
დღეს გადარიცხვის პრობლემა.

*
მწერლები, მხატვრები, არტისტები, პროფესორები, მუსიკოსები, აკადემიკოსები, ჟურნალისტები, ექიმები, მასწავლებლები, მოქანდაკეები, ინჟინრები, პოლიტიკური მოღვაწეები, ვექილები, მოხელეები, იურისტები.
იბერებიან: იუსტინე ტაბიძე, ანდრო ბენაშვილი, რაჟდენ საჯაოხელი, ნესტორ ყუბანეიშვილი, ტრიფონ ჯაფარიძე, მელიტონ ჩოგოვაძე, ანთიმოზ გორგაძე, ჩახუნაშვილი, ინ-რე-ჟანი, ვლ. ბურჟანაძე.

*
[ერთს სიცხისაგან გავარვარებულ დღეს მკათათვის].
ერთხელ ქუთაისის ბულვარის პირად მწიფობისთვეში სიცხისაგან გავარვარებულ [გზაზე] ტროტუარზე, დინჯად მიდიოდა აკაკი.. თეატრიდან ბანკის მიმართულებით. მას ეცვა საზაფხულო [კიტელი] პიჯაკი, რომელიც სიცხის გამო მოეღიავებინა. ქუდი ჩვეულებრივად არ ეხურა, ჩემი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ გზად მიმავალი პოეტი ხელებს იქნევდა, ხან მარჯვენას, ხან მარცხენას, თითქო თავის თავს რაღაცას ელაპარაკებოდა. აიქნევდა ჯერ მარჯვენა ხელს, მერე მარცხენას. მე ძლიერ დავინტერესდი და კიდევაც გავყევი, ავედევნე.