შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-352 - 1955 წელი


სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში 2 (4) მარტს, საღამოს 8 საათზე. ალიოშა ლობჟანიძე, გივი ალადაშვილი.

*
50 სტრочек. 60 стр.
წიგნების გადაბეჭდვა. 1 ტომი.
На первенстве Мира.

*
დრო აპირებს [ქარ-გრიგალით] გრიგალებად გამორბენას,
თავი უნდა დავანებო გამოფენას.

*
როს ახალი დგება წელი,
მხოლოდ ერთ ლექსს იტყვის მეკვლე,
ის იქნება ძველთა ძველი
ჩვეულების ანარეკლი.
და იმავ დროს ის გზას კაფავს
მოსილს ჭინჭრით და ნარ-ეკლით.

პიესას ვდგამთ აქაო.
1. ასაზომი. 2. კარანდაში. 3. ქაღალდები. 4. ბლოკნოტი.

*
ნუ მაგონებ წარსულ დროსა,
დამანებე თავი.
მე წარსულ დროს მირჩევნია
შუაღამე შავი.
მეც მიყვარდა ერთ დროს,
ვიყავ ბედნიერი,
მაგრამ როდის დაბრუნდება,
გაქრა ყველაფერი.

*
გალაკტიონოლოგია.
აპრილი. მაისში.

12 მარტს. ერთი ლექსის საღამო.
[პოეზიის დღე]. [ყოველკვირეული გაზეთი].

*
Колхозная площадь.
1. Осень. 2. ერთი სართულიდან. შეღებვა მესერის. 3. ტვერი. ალექ. 4. სახურავი.
აგურის.
ორშაბათი. სამშაბათი.

*
დღეს მივდივართ უსათუოდ,
უნდა ვნახოთ წყნეთი.
გამოვზომოთ ჩვენი სახლის
მდებარება, ხედი.
ვნახოთ, შეიძლება თუ არ
ვიცნოთ ერთმანეთი,
რას გვიპირებს მომავალი,
რას გვიმზადებს ბედი.

გამაგონე, ინჟინერო,
შენი სიტყვა კარგი,
არის სახლი ამა სახით
შენებისთვის ვარგი,
თუ ის არის რაღაც უცხო
და ზედმეტი ბარგი,
შეიძლება ამ ეზოში
დავრგოთ რამე ნარგი.
შეიძლება თუ არ ეზოს
გავუკეთოთ თარგი
და ამითი მოვიხადოთ
ცხოვრების წინ ხარკი.
შეიძლება თუ არ კარებს...

*
7 метр. 8 სანტ. სიგრძე 4,1. [სიგრძე] - სიმაღლე. 2 მეტრი. 5 სანტ.

*
გადავშალე კალენდარი,
აწერია: ექვსი მარტი.
ეს ვიცოდი მე წინადაც,
და კალამი ჩემი მარდი
კალენდარის წითელ ფონზე
(კვირა დღეა) ასე ვწერდი:
წყნეთში, უსათუოდ წყნეთში,
გაეშურე, ნუ შეჩერდი.
წყნეთში - უნდა ხელოსანი
წაიყვანო გამოცდილი,
ან და კიდევ ინჟენერი -
უმაღლესით გამოზრდილი.
განა გუშინ არ იყო, რომ
ჩვენმა ინჟენერმა მიხამ -
მითხრა: მე მყავს ამხანაგი,
ის გაიცნოს წყნეთის თიხამ.
მისი გვარი გოცაძეა -
სიმონიკას ვიცან გვარი.
გავიხსენე ნარიმანა
და ამბები მინაგვარი.
მიხამ მითხრა: რისთვის [გინდა] უნდა -
სხვა ეძიო, ეთაყვანო.
ამ ინჟინერს, ჩვენს გოცაძეს
მე ხვალ დილით მოგიყვანო.
- მართალს ამბობ მაგას, მიხა? -
შევეკითხე გახარებით.
- მართალს ვამბობ, ხვალ დილითვე
აქ გავჩნდები - სახარებით.
უსათუოდ რვა საათზე
შენთანა ვარ გაჩენილი.
- აბა, რვა საათზე გიცდით.
- რვაზე აქ ვართ. მაშ, კეთილი.
და წავიდა ჩვენი მიხა.
მასზედაა ჩემი ბედი.
საქმის კეთილ მოწყობაში
უკეთესად დავიმედდი.

მეორე დღე რომ გათენდა,
სწრაფად მე დავხედე საათს.
რვას უკლია ათი წუთი.
დრო არ იწყებს ჩემთან ტაატს.
ტანთ ჩავიცვი საჩქაროზე,
გამოვეწყე.. საცა არი
აქ გაჩნდება ჩვენი მიხა,
ჩემი ძველი მეგობარი.
თან მოიყვანს იმ ინჟინერს,
გოცაძეა, მგონი, გვარად,
რადაც არ უნდა დამიჯდეს,
საქმეს გავხდი დარისდარად.
სიმონიკასაც ვიცნობდი,
მახსოვს ჩვენი [დარ] ნარიმანა.
მახსოვს, მე და ქუჩიშვილი
დაგვაპატიჟა ერთხელ მანა.
მასპინძლობაც კარგი ჰქონდა,
რომ არ თქმულა, იმისთანა.
ქუჩიშვილი აღტაცებით
სადღეგრძელოს სვამდა თანა.
ლეკურიც რომ დაუარა,
აი, იყო ამისთანა..
ზრდილზე-ზრდილი იმერელი,
ვთქვათ, გოცაძე ნარიმანა.
ეხლა მისი შვილიშვილი,
საცა არი, მოვა, ალბად.
განა მიხა რამე სიტყვას
იტყვის მცდარად ანუ ყალბად?
მაგრამ, ა, რვა საათია,
არც ერთი სჩანს, არც მეორე.
ეს მიხა და ეს გოცაძე -
გზით ვერ დავაშორიშორე.
თუმც გზა არის სწორზე სწორე,
არც ერთი სჩანს, არც მეორე.
ეჰ, ვიფიქრე, ალბად, რამე
თუ შეემთხვათ რამ ამბავი,
თორემ როგორ იქნება, რომ
მიმანებოს ძმამაც თავი.
არ მოვიდეს და არ მითხრას,
თუ რა მოხდა იქ, ნეტავი.
ნუ თუ ჟამი ასეთია,
გაუტანელ-გაუსხლავი?

*
დედულ-მამული. [მამული. მამული. დედულ-მამული].
სამშობლოს. ვენახსაც. მშობლებს.
[დიდების. დიდ-დიდების].
[ვადიდოთ (გაქოთ). გავადიდოთ (გავზარდოთ)].
რ, ო, გორი. როგორი?
[მიწით. მიიწით].
მე და შენა. დააშენა. დაშენა.
შესაფერი. შესაფერი.
საკადრისს. საკადრის.
დაიყვეს. და იყვეს.
სალამი. სალამი (ლამი).
სალამურს. სალამურს.
[დახვედრად. და ხვედრად].
სია ამის. სიამის.
არსად. არსად.
ნახვას. ნახვა (შენახვა).
ალალი (ქორი). ალალი (კაცი). ალალი.
ჩაუდგა (ძალა). ჩაუდგა (მუხლი).
ნათელი. ნათელი.
გორის. მთაგორის.
მიწა-მიწა. მწამწამი.
იშლება. იშლება.
ადიდებს. ადიდებს.
იყავი.
მხედარი. მხედარი.
ფერმა. ფერმა.
დაელოდება. დაელოდება.
ალაგებს ოთახს. ალაგებს.
გადაჰკრა. გადაჰკრა.
შერიგება. შერიგება (რიგი).
არის მის. არ ისმის.
მოიშლება. მოიშლება.
თიბვენ. ე დიდი. რა. როგორ. თავით. ეს სიამის. ქედი. ელვა. ლევს.
პალინდრომი.

*
1. იონიური დიმეტრი.
2. თავისუფალი ლექსი (ვერჰარნი).
3. შემოკლებული რითმები.
4. ომონიმური რითმები.
5. ღრმა რითმები.
6. შვიდმარცვლოვანი რითმები.
7. ხუთმარცვლოვანი რითმები.
8. ოთხმარცვლოვანი რითმები.
9. დასაწყისი რითმებით.
10. სერპანტინი.
11. რითმა, ბოლოს წინამდებარე.
12. მთლიანი რითმებით.
(Мир во власти зимних нег,
Миги застит дымниы снег).
13. შინაგანი მუდმივი რითმები.
14. ასსონანსები.
15. Звукопись.
16. ტრიოლეტი-ანაფორი.
17. პალინდრომ. Строфика.
18. ალექსანდრიული ლექსი.
19. ტერცინები.
20. სონეტი.
21. Сонет с кодою.. სონეტი - აკროსტიხი.
22. რონდო.
23. რიტორნელი.
24. ტრიოლეტი.
25. ვილლანელი.
26. ბალლადა.
27. კანცონა.
28. სექსტინა.
29. გაზელა.
30. სპარსული ოთხსტრიქონები.
31. სამკუთხედი.
32. Повторные рифмы.
33. უბოლოო რითმები.