შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-10 - 15 თებერვალი, 1955 წელი


                                                          ძვირფასო ამხანაგებო!

     ნება მომეცით, თბილისის მასწავლებლის სახლთან არსებულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ-შემოქმედებით წრეს მივულოცო არსებობის 20 წელი. სახსოვრად და ნიშნად გულწრფელი პატივისცემისა [მივუძღვნა] ამ დღეებში გადავცე მას ხელნაწერები ჩემი პოემებისა. სულით და გულით მიძღვნილი  მცირედიც შე­ი­წირების. [ნება მომეცით] ცხადია, თბილისის მასწავლებლის სახლთან არ­სე­ბულ ლიტერატურულ-შემოქმედებით წრის [თავისი არსებობის 20 წლის თავ­ზე. ვუსურვო კვლავ [ნაყოფიერი] შემოქმედებითი მუშაობა. [მას] [მის] ხელ­მძღ­ვანელობას [პოეტ სავლე აბულაძეს, რომელსაც] მოუხდა მეტად მძიმე პი­რობებში მუშაობა, ბევრი დაბრკოლებების გადალახვა; სამაგიეროდ, დღეს ის, აჯამებს რა თავის ოცი წლის მუშაობას, მტკიცედ დგას [თავის] და იგი კი­დევ, კიდევ უფრო გააფართოვებს თავის მუშაობას შემდეგშიც. ნება მო­მე­ცით, [გულწრფელად, დიდის, დიდის პატივისცემის ნიშნად] წრის ხელმძღ­ვა­ნელს, პოეტს - სავლე აბულაძეს გულწრფელად ჩამოვართვა ხელი ნიშნად დი­დის პატივისცემისა.

                                                                                                                                                                  15 თებერვალი, 1955 წელი