შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-620-6 - 1955 წელი


რაა საჭირო დიდი გამოფენისთვის?
1. 10 დიდი პორტრეტი (1908, 1918, 1928, 1938, 1948. 1914, 1923, 1933, 1943, 1953).
2. ქაღალდის ჩარჩოები ხელნაწერებისთვის, ფოტოებისთვის. 1.000.
3. დიდძალი გადიდებული ფოტოები.

*
ჟჟჟღნტიი.
- თქვენ ხომ არ დაგიძახებიათ ჩვენთვის ტელეფონით?
- როგორ? ტელეფონით?
- გუშინ: ტელეფონით ხომ არ გამოგიძახებივართ, ბ. იერემია.
- გუშინ? ტელეფონით? აარა... სრულებით არა. არავითარ შემთხვევაში. გუშინ მე თქვენ არ გამომიძახებიხართ... არა!
- ვიღაც დაგვლაპარაკებოდა, მე არ ვიყავი. აქ მოსამსახურე ქალმა მითხრა: ვიღაც გირეკავდათ ტელეფონით, ძალზე ნერვიულობდაო. ვერა გავიგე, რა უნდოდაო... რაში იყო საქმეო... ნერვიულობდა კი აუტანლადო. ეტყობოდა რაღაც ხასიათზე არ იყოო. ან უკეთ რომ ვსთქვათ, ეს გუნებაზე ვერყოფნა შემდეგ დაეტყოო.

ახლა ამ ერთ თვეში რასაც მოვასწრებთ, თორემ მერე აღარ მეცლება.
1955 წელიწადი. 2 ივნისი. [მარტი].

[О, Сергий!!!] არა, არ დამიბარა. ბესო ჟღენტი. ჟღენტი. ღენტor. შ. რადიანი.