შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-475-5 - 1955 წელი


ბესო ჟღენტი.
შოთა ძიძიგური. რედაქტორია. 22/I-55.
კრიტიკოსების სექციაზე.
ამ საქმეს დაგვიანება არ უნდა.
მთელი ოჯახი.

„მოგონებები იმ დღეების როცა იელვა“.
ჟურნალი აიკრძალა. მაკრატლებით დადიოდენ და სჭრიდენ.
პოემა არაა შეტანილი არც ერთ წიგნში.
რა დააშავა ნეტავი მოსემ?

ბენაშვილის სიტყვა - 22 იანვარს.

*
სექცია კავშირს დაამყარებს ყველა რესპუბლიკების პოეტების სექციებთან (სამდივნოს საშუალებით).
სექცია კავშირს იქონიებს მოსკოვის პოეტების სექციასთან განსაკუთრებით (რა საშუალებით).
სექციას ექნება საკუთარი მატერიალური თანხათა ბაზა (რა და რა საშუალებებია), რა თანხებია?
სექციას დაეხმარება ლიტფონდი, რა სახით?
სექციას ექნება კანცელიარია. მდივანი თავისი მაგიდით.
სექცია გამოიყენებს მწერალთა კავშირის აპარატს.
სექციას უნდა ექნეს საკუთარი ოთახი. ეს აუცილებელია.
სექციის დამოკიდებულება პრეზიდიუმთან რანაირი უნდა იქნეს? შეიძლება თუ არა სექციის თავმჯდომარე გაყვანილ იქნას პრეზიდიუმის წევრად?
სექციას ექნება საკუთარი წიგნთსაცავი პოეტებისა.
სექციას ექნება მისი წევრების პირადი საქმეების პაპკები (მოვიგონოთ რამე ქართული სიტყვა).
სექცია მოაწყობს ლიტერატურულ თეატრს.
სექციას ეყოლება საკუთარი ავტომობილი.

*
1. პოეტების სექცია დაამზადებს ანტოლოგიებს ქართულ და რუსულ ენაზე.
2. სექცია დაამზადებს წიგნს 1905 წლის შესახებ (1905 წლის პოეზიის ანტოლოგია).
3. სექცია ჩაატარებს საღამოებს: 1. პოემებისას, 2. ლექსებისას, 3. კრიტიკისას.
4. სექცია დაამზადებს წიგნს – ქრესტომატიას XX საუკუნის პოეტიკის შესახებ (მიღწევები).
5. სექცია მოაწყობს სპეციალურ საღამოებს 1905 წლის აღსანიშნავად.
6. სექცია მოაწყობს გამოფენებს1905 წლის აღსანიშნავად.
7. სექცია მოამზადებს ანტოლოგიას ყველა 16 მოძმე რესპუბლიკის პოეზიისა.
8. სექცია მოამზადებს ანტოლოგიას თანამედროვე მსოფლიო რევოლიუციური...
9. სექცია მოაწყობს საღამოს ატომური ენერგიის წინააღმდეგ, ატომური ენერგიის გამოყენების შეუძლებლობის.
10. „ჩანგი“-ს ტიპის კრებულების გამოცემის აუცილებლობა.
11. სექცია უხელმძღვანელებს საბავშო პოეზიის განყოფილებას.
12. სექცია მოაწყობს პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის და ვალერიან გაფრინდაშვილის საღამოებს.