დღიური-348 - 1955 წელი
18 ოკტ.
1. ქობულია. 2. პარტკომი. დაინიშნა შეხვედრა შაბათისთვის, 23 ოქტომბრისთვის.
3-55-22 - გურგენიძე ვახტანგი. ნიშნიანიძე ფატი! გალაკტიონ ტაბიძე.
ქობულია. თვითმოქმედი წრე (მომღერალი). ბიბლიოთეკა. კლუბი.
პარტკომი. ადგილკომი. 17 ოქტ. 1955.
ფირფილაშვილი პავლე. ხაფავა სერგო.
*
საცოდავია ყველა სიკვდილზე
ჩიტი, საკუთარ ბუდეში მკვდარი!
აბაიშვილი
*
ექვსი ოქტომბერი. 1955.
„გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე“ (დირექტორი ადეიშვილი) დაესწრება საღამოს. დავუტოვე ბილეთები - 39 ცალი.
აკადემიაში - ლორთქიფანიძეს.
მწერალთა კავშირში - ჯანგულაშვილს.
სხვადასხვა პიროვნებებს.
ვახტანგს - 9. სალექციო ბიურო.
სონია კინწურაშვილს - 2.
სამტრედიელ გამყიდველს.
თვალჭრელიძეს - 2. რა პროფესიისაა?
დამრჩა 86 ბილეთი. დაახლოებით 100-ზე მეტი ბილეთი დარიგებულია.
აფიშები დარჩა ბევრი.
[1. ფოტო, 2. გამოფენა, 3. მომხსენებელი, 4. მწერლები, 5. ბილეთები. ასე შეიძლება?].
* * *
დიდი გალაქტიონის
[ჩვენ ვართ] ვიყოთ პატრიოტები!
ხალხი მგოსანს საყვარელს (თუ ხალხის)
იცავს თავგამოდებით (თუ ვიცავთ).
ხალხი მის შვიდტომეულს
მოსავს დაფნის ტოტებით,
სახალხო [გამარჯვებით] სიხარულით,
სახალხო მოწოდებით.
ჰყვაოდეს საქართველოს
[მთები და წალკოტები]
ველები და კორდები,
[მღეროდეს] [ჟღერდეს საქართველოს]
ჰყვაოდეს [შვიდტომეულით] პოეზიის
უკვდავი წალკოტები.
[ყველა ხალხის] ის კი ჩვენი მტერია -
ვინაც [კი] ალმურ-მოდებით
ჩვენს ძვირფას გალაკტიონს
ებრძვის გაბოროტებით...
ჩვენ მათ მოვიხსენიებთ
ზიზღით და აღშფოთებით.
იდიდოს სამშობლოსათვის
ბრძოლამ თავგამოდებით.
წინ, წინ, [სინათლისაკენ] სიმართლისაკენ
გასწით თავგამოდებით -
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები.
(გ. სვანიძე)
*
წინ, წინ სიმართლისაკენ, გასწით თავგამოდებით!
[უდიადეს] უძლეველი ოქტომბრის ჩვენ ვართ პატრიოტები.
ხალხი [სვლას ოქტომბრისას] [ყოველ ოქტომბერს] ოქტომბრის
სახელს მოსავს დაფნის ტოტებით,
სახალხო სიხარულით, სახალხო მოწოდებით.
ჰყვაოდეს სამშობლოის ველები და კორდები,
ჰყვაოდეს ერთა ძმობის უკვდავი წალკოტები!
ის კი, ვინც [სიმართლეს] [ატომის გზის] ატომებით [ებრძვის] [იკლავს]
ბორგავს გაბოროტებით
მარად მოვიხსენიოთ ზიზღით და აღშფოთებით.
წინ, წინ სიმართლისაკენ გასწით თავგამოდებით,
[უდიადეს] უძლეველი ოქტომბრის ჩვენ ვართ პატრიოტები!
რუსულადაც ამ ტონით უნდა იმღერებოდეს.
სვანიძე, სვანიძე, სვანიძე.
ერთა ძმობა?
* * *
[დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები,
ხალხი მგოსანს საყვარელს
იცავს თავგამოდებით,
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები.
ხალხი მის შვიდტომეულს
მოსავს დაფნის ტოტებით,
სახალხო სიხარულით,
სახალხო მოწოდებით -
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები.
ჰყვაოდეს საქართველოს
ველები და კორდები,
ჰყვაოდეს შვიდტომეულთ
უკვდავი წალკოტები.
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები.
ის, [კი] ვინც [გალაკტიონს] სახალხო მგოსანს
ებრძვის გაბოროტებით,
მარად მოვიხსენიოთ
ზიზღით და აღშფოთებით.
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები.
[წინ, წინ სიმართლისაკენ
გასწით თავგამოდებით,
დიდი გალაკტიონის
ჩვენ ვართ პატრიოტები].
სვანაძე
*
ოლმა, შა, ოლმა, იაზ გიალარ იონჯა ბითარ.
ქემოკლიძე ტოგო.
*
ორმოცდა ექვსი წლის წინად.
თითქმის ამ ნახევარი საუკუნის წინ.
ამხანაგებო! ვით დაგიხატოთ -
[ხატი] ჩანგი, თქვენ გულზე რომ დამაჩინეთ -
მადლობა როგორ გადაგიხადოთ,
[ბევრჯერ მე] მე რომ თქვენ სიკვდილს გადამარჩინეთ.
ო, გული, როგორ მტკივოდა გული!
თქვენ მიეცით ხალხს შვიდტომეული,
[თქვენ მიეცით ხალხს სახალხო ჩანგი]
სახალხო მგოსნის [შექმენით] დაინდეთ ჩანგი!
*
პირველად ვიწექ აქ ცხრაას ცხრაში,
შემდეგ ჩემ მიერ ბევრი რამ ითქვა...
ვერ მიპოვნია მადლობის სიტყვა.
დღე და სოფელი
მე სიკვდილამდის ვარ მადლობელი.
სასახელო
მაგრამ
რომელი ერთი დავასახელო.
[ო, გული! გული! ო,]
და მაინც -
ო, გული! როგორ მტკი[ვა]ოდა [ეს] გული,
საავადმყოფო
[როს] და საყვარელი სიტყვა ექიმი.
*
ბევრი სიმღერა ქვეყნად მიწყდება -
როგორც წაშლილი გზად ნაურმალი.
[არასოდეს არ] მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება -
სულის და გულის ჩემი მკურნალი.
მივესალმები [ამ] თქვენს არე-მარეს -
[რა] სად სწრაფად მიჰქრის ცხოვრების რაში.
[მე აქ პირველად ვუმღერე მთვარეს]
ვეთხოვებოდი აქ მზეს და მთვარეს,
პირველად ვიწექ აქ ცხრაას ცხრაში.
რა სიტყვა იტყვის - რაც მკლავდა ჟინად,
რაც განვიცადე, ან გამოთქვამს ვინ...
მე აქ ორმოცდაექვსი წლის წინად,
თითქმის ნახევარ საუკუნის წინ...
*
მე აქ ორმოცდა ექვსი წლის წინად
მკურნალმა - ბნელი გამირიჟრაჟა.
*
[თქვენთვის თვითეულ ადამიანის]
ცხოვრება გზაა სუნთქვის მზიანის,
ასე შემგრძნობი, ასე აზიზი -
რაა თვითეულ ადამიანის
[რამ] სიცოცხლეზე რამ უძვირფასესი?
[და მასზე ზრუნავს აქ არაერთი
არამედ მთელი ხმა კოლეკტივის!]
[მძლავრად] რომ მძლედ სუნთქავდეს ყოველი მკერდი
მადიდებელი [სიცოცხლის] მზიური სხივის.
[და] ამასზე ზრუნავს აქ არა ერთი,
არამედ მთელი [ხმა] გზა კოლექტივის!
[როცა] [სხვის გრძნობას] გრძნობს გულთბილობას და მზრუნველობას
[გრძნობს] ავადმყოფთ მხარის აცახცახება,
გაჯანსაღება! - ისმის ძახილი -
გაჯანსაღება, გაჯანსაღება!
ტკბილსა თუ მწარეს, ვინ ჩამოსთვალოს,
დრო რამდენნაირს ატრებს სურნელს.
ვინც გამოითვლის დარდს სამკურნალოს,
ან ვინ მიუჩენს საყვარელ მკურნალს.
*
ბევრჯერ რომ სიკვდილს გადამარჩინეთ!
აგრევ სიმართლე!
ნება მომეცით, შევაქო ლექსით
სინათლე, არა უსინათლობა.
აგრევ სიმართლე! ნება მომეცით,
თან უწრფელესი გითხრათ მადლობა.
*
ჩვენთან თვითეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და მასზე ზრუნავს არა ერთი ადამიანი, არამედ მთელი კოლექტივი, ეს თვით სტალინური კონსტიტუციით არის აღნიშნული და მე ეს დავინახე ჩემის თვალით საავადმყოფოში. გულთბილად და მზრუნველობით ეპყრობიან ავადმყოფებს. მთელი მონდომებით ცდილობენ მოარჩინონ ავადმყოფი.
გაჯანსაღება!
დიდი მადლობელი ვარ ექიმთა პერსონალის. მადლობა! დაავადება!
Хачахи сджобиа хочахс.
* * *
ამხანაგებო! ვით დაგიხატოთ
ჩანგი, ამ გულზე რომ დამაჩინეთ,
მადლობა როგორ გადაგიხადოთ,
მე რომ თქვენ [სიკვდილს] ბევრჯერ გადამარჩინეთ?
მივესალმები თქვენს არე-მარეს,
სად სწრაფად მიჰქრის ცხოვრების რაში.
ვეთხოვებოდი აქ მზეს და მთვარეს,
[პირველად] ვიგონებ, ვიწექ აქ ცხრაას ცხრაში.
ო, გული! როგორ მტკივოდა გული!
მაგრამ აქ ჩნდება გზა სასახელო.
მკურნალი მხნე და თავდადებული
რომელი ერთი დავასახელო!
ბევრი სიმღერა ქვეყნად მიწყდება,
[როგორც] ბევრი წაშლილა გზად ნაურმალი,
მაგრამ არავის დაავიწყდება -
სულის და გულის ჩვენის მკურნალი.
ტკბილსა თუ მწარეს, ვინ ჩამოსთვალოს,
დრო რამდენნაირს [ატარებს] აფრქვევდა სურნელს -
ვინც გამოითვლის დარდს სამკურნალოს,
იგივ მიუჩენს საყვარელ მკურნალს.
ცხოვრება გზაა სუნთქვის მზიანის
ასე შემგრძნობი, ასე აზიზი.
რაა თვითეულ ადამიანის
სიცოცხლეზე რამ უძვირფასესი?
რომ მძლედ სუნთქავდეს ყოველი მკერდი
მადიდებელი [ყოველი] მადლიერ სხივის,
ამაზე ზრუნავს აქ არა ერთი,
არამედ მთელი ხმა კოლექტივის!
გრძნობს გულთბილობას და მზრუნველობას
ავადმყოფთ სახის აცახცახება:
გაჯანსაღება, - ისმის ძახილი, -
გაჯანსაღება, გაჯანსაღება!
[მე] თუ აქ ორმოცდა [ექვსი] ათი წლის წინად
მკურნალმა ბნელი გამირიჟრაჟა...
[ექიმებს] აწ ექიმს, ყველას ამ გზაზე მშრომელს (დარგში)
[დიდი] ქება, მადლობა, დიდება, ვაშა!
1955, 19 ოქტომბერი
*
თქვენი ლექსების ჰანგი საგმირო
დიდებულია, ვით მოწოდება!
დიდებულია მტკვრის სანაპირო,
თქვენი სახელი რომ [დაერქმევა] ეწოდება.
ფლანი და ფსტანი
ფლანი და ფსტანია,
მახლობლად მწოლი -
შალვა ჟორდანია,
და მისი ცოლი.
*
საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის შეხვედრა საავადმყოფოს მუშაკებთან.
პროგრამა:
1. შესავალი სიტყვა.
2. სიტყვები: 1. 2. 3. 4. 5..
3. გალაკტიონ ტაბიძე: სიტყვა და ლექსები.
4. გამოცხადება.
5. კონცერტი.
დასწყისი 6 საათზე. შესვლა თავისუფალია.
შეხვედრის [დღეს] გამო - თბილისის მეორე სანაპიროს ახლოს მდებარე...
*
1. 1955 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს [საამაყო] სახალხო პოეტ-აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის [შეხვედრის] თბილისის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის დღეს [1955 წ. 23 ოქტომბერს] დამსწრე საზოგადოება, იღებს რა მხედველობაში, რომ გალაკტიონ ტაბიძეს დიდი დამსახურება [მიუძღვის საქართველოს] მეოცე საუკუნის მწერლობაში, შუამდგომლობს სსსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე, რათა - მეორე სანაპირო ქუჩას [ეწოდოს] - მიეკუთვნოს სახალხო პოეტის გალაკტიონის სახელი და ეწოდოს გალაკტიონის სანაპირო.
2. რომ თითქმის ოცდახუთი წლის განმავლობაში ამ რაიონში [და თითქმის] სანაპირო ქუჩის პირად ცხოვრობს - საქართველოს სახალხო პოეტი.
3. ამავე სანაპირო ქუჩაზე დაიბეჭდა [და მთელმა საქართველომ იცის ის] შვიდი ტომი გალაკტიონ ტაბიძის ნაწარმოებისა (შვიდტომეული).
4. რომ სახალხო პოეტს ბევრი ნაწარმოები აქვს მიძღვნილი მისთვის საყვარელი სანაპირო ქუჩისადმი.