შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-339 - 1955 წელი


1955 წ.
89-57 - აბზიანიძე. შაბათს - ბერიტაშვილი.

*
გრ. ორბელიანი.
დიმიტ[რი] ონ[იკაშვილი]ის დარდები
ეს რა ცეცხლში ჩავარდნილვარ, სადა ვარ?
გული მეწვის... სასიკვდილოდ მზადა ვარ.
.............................................................................
აბა, შემომხედე ლამაზ თვალებით,
ნახე, როგორ გავდიდკაცდე, გავმეფდე.
მაშინ ნახავ ცამდის ქუდი (თავი ცამდის) ამეღოს.
ჩემზე მეტი არსად არვინა სჩანდეს!
შემიძლია მაშინ ვებრძო ქვეყნას,
შენი ეშხი იმდენს მომცემს ძალასა!
ქუდ-ჩაკეცით ყელზე ჩით-მერდინითა,
რა ქევ-ქევით გავსწევ ორთაჭალისკენ.
მტკვრის პირს, ჩარხთან, თავის ლაზათებითა.

*
1. იუგოსლავიაში გამოფენაზე.
2. ეხლა მიდის საერთაშორისო გამოფენაზე 20 ცალი.
3. „საერთაშორისო წიგნისთვის“ - 100 экземп.
მიუღიათ სულ 4.000.

* * *
- გარდაიცვალა, როგორც იქნა.
- იმისთვის ბედნიერებაა მართლაო.
- ლეო ქიაჩელი მუშაობს ტარიელ გოლუაზე.
ასი წლის ქალი.
„მე და ღამე“ - ხალხის საყვარელი ლექსია.
მაყვალა მრევლიშვილი.
ასი წელი.
300 მანეთი.

*
1. ვხსნი საღამოს. [2. სერგი ჭილაიას.]
1. სიტყვა ეძლევა პოეტ-აკადემიკოსს, სტალინური პრემიის ლაურეატს ი. გრიშაშვილს.
2. სიტყვა ეძლევა ამხ. სოლომონ ცაიშვილს.
[3. პოეტს კონსტანტინე ჭიჭინაძეს.]
4. გრ. ორბელიანის ლექსს წაიკითხავს ნოდარ გურეშიძე.
5. [სიტყვას] წაიკითხავს პოეტი ხუტა ბერულავა.
6. ლექსს წაიკითხავს პოეტი იოსებ ნონეშვილი.

89-57 - გიორგი აბზიანიძე.

*
1. Китайские сорочки _ 64 р. 50 к. 2. Тазы _ 22 р. 3. ბლუზები - 60 р. 4. ლები (დიდი) - 110 р. 5. პირსახოცი - 17 მან. 6. საზაფხულო ქუდები - 10 მ. 7. Кальсоны - 20 р. 8. ფეხსაცმელები კაცის - 200. ღია. 9. ფეხსაცმელები ოთახის - 21 р. 10. Клеенка - 27 მან. 11. ტრუსიკები - 16. 12. ტაშტები - 30-40.

*
ამხანაგებო!
დღეს ჩვენ შევიკრიბენით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი კლასიკური მწერლობის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელის გრიგოლ ორბელიანის დაბადების 155 წლის თავი. გრიგოლ ორბელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
სიტყვა ეძლევა ამხ. გერონტი ქიქოძეს.

[სიტყვა მოხსენებისთვის ეძლევა პოეტს, მკვლევარს - კონსტანტინე ჭიჭინაძეს].
გ. ქიქოძე, ა. გაწერელია.

*
საქართველოს სახალხო პოეტის - გალაკტიონ ტაბიძის მეთაურობით.
[1. შაბათს, 17 ივნისს - ანდრო თევზაძე].
2. ოთხშაბათს, 20 ივნისს - გრ. ორბელიანი.
3. ხუთშაბათს, 21 ივნისს - აკაკი წერეთელი.
4. შაბათს, 23 ივნისს - ორთაჭალის.
28 ივნისს - ანდრო თევზაძეს.
22 - აკაკი წერეთელი.
ოთხშაბათს, ორთაჭალაში საღამო - 21 ივნისს.

ქფილი - 50. შაქარი - 50.

*
13 ივნისი. ორშაბათი.
1. ტექსტების დადგენა...
2. მხატვარი, რომელიც გააფორმებს ტექსტებს.
3. კონვერტები მარკებით.
4. კონტაქტი გაწერელიასთან (გრ. ორბელიანის საღამო).
5. წითელი მელანი და კალამი.
6. საქმე აკადემიაში (კავკასიძესთან).
7. ვასო გვეტაძის მისამართის გაგება.
8. შოთა რუსთაველის საიუბილეო წევრთა შეკრება (მონახვა წევრების სიისა. მისამართების).
არაფერიც არ გაკეთებულა.

*
14 ივნისი.
გაწერელია.
ოთხშ., 20 - გრ. ორბელიანის.
ხუთშაბათს, 23 - ორთაჭალისა.
შაბათი 25 - ანდრო თევზაძის.
ხუთშაბათს, 30 - საანგარიშო საღამო.

1. აკაკი წერეთლის. 2. ორთაჭალის. 3. ანდრო თევზაძის. 4. საანგარიშო საღამო.