შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-337 - 1955 წელი


[მან დაიძახა: „ჰაი, ასინდა“]
და მეორეჯერ კვლავ დაიძახა:
    „ჰაი, ასინდა“,
[არსაიდან ხმა:
    [ჟუგას] მას არსაიდან
[ეზოში] პირველად ვერვინ ვერ დაინახა,
    ხმაც არსაიდან].

ეზოში ვერვინ ვერ დაინახა,
    ხმაც არსაიდან.
და მეორეჯერ კვლავ დაიძახა:
    „ჰაი, ასინდა“!
[ქალმა ძაღლს უთხრა:]
ქალი შეუწყრა ძაღლს თუთის წკეპლით:
    - გაჩუმდი, მურა!
[და უეცრის [აღყეფით] ღრენით]
[და მაინც არა კმაყოფილი
    დასცხრა ბამბურა.]
[არ კმაყოფილი] [და] ის უცხო სტუმრის მოსაგეგებლად
    გამოეშურა.

[და თავსაფარის სწორებით]
მოხუცის სახე გადიქცა შუქად:
    ...მოხველ? აჰანდე!
.............................. აჰ, ჟუგა, ჟუგა,
    ჟუგა მობრძანდით.

* * *
ეზოში ვერვინ ვერ დაინახა.
ხმაც არსაიდან.
და მეორეჯერ კვლავ დაიძახა:
„ჰაი, ასინდა!“

ქალი შეუწყრა ძაღლს თუთის წკეპლით:
„- გაჩუმდი, მურა!“
და უცხო სტუმრის მოსაგეგებლად
გამოეშურა.

მოხუცის სახეც გადიქცა შუქად:
„მოხველ? აჰანდე!“
ჰაი, ჟუგა, ჟუგა! ჰაი, ჟუგა, ჟუგა!
ჟუგა, მობრძანდი!

ჩონჩხის ხელობა
ანუ
უსახელო მიცვალებულის ხელობა
1. შესავალი: „იყო ომი, რაც სისხლი აქ დაიღვარა“ (რ. ს. გვ. 36).
2. იგი ომია (ტ. II. გვ. 105).

1. აკადემიაში 18 სეკტ. ჩემი ჯამაგირი აიღო და სახლში კაპიკი არ მოუტანია (ხა, ხა, ხა!).
2. 18 სეკტ. წაეჩხუბა ტელეფონის შემმოწმებელს, დურაქი დაუძახა, მის პასუხზე „С вами и я говорить не хочу“.. შემმოწმებელი წავიდა ძალიან გაჯავრებული.
3. ტელეფონი აღარ მუშაობს 19 სეკტ. - შედეგია გუშინდელი ინციდენტის.
4. სინათლე არა გვაქვს ეს რამდენიმე დღეა. შედეგია უთავბოლობის: სამჯერ დაიბარა კაცი და არასდროს სახლში არ დახვდა (ერთხელ აკადემიაში ჩემი ჯამაგირისთვის იყო წასული).
5. დაიწყო სახლში ინტრიგები: ბეცი - განაგრძობს ძველ პოლიტიკას - გადაბირებისას, მფარველობისას და ვინ იცის, კიდევ რისას.
6. ფული დაიტოვა თვითონ: ეს იქიდანა სჩანს, რომ რვა თუმანი მისცა ვანის გამკეთებელს. ვანა კი ისევ იმ მდგომარეობაშია; ქვევით წყალი არ ჩადის.
7. საბოლოოდ გამიფუჭა ხასიათი მუშაობისათვის იმ დროს, როცა იმდენი საქმე მაქვს, თავის მოსაფხანად რომ არ მცალია... დამხმარე კი არავინა მყავს.
სულ დავიბენი. რა ეშველება ამ საქმეს?
8. ხმაურობს ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით - რაღაცას ჩაქუჩს ურტყამს ჯინზე.
9. ჰმ!

*
1. Лауреаты Сталинской премии. „Заря Востока“. №113. 8/VI.
2. Всенародный смотр достижений сов. науки. „З. В.“ №114. 10/VI.
3. დიდი მოვლენა ქართვ. ხალხის იდეურ ცხოვრებაში. „კომუნის“. №116. 11/VI.
4. Советская Идеология - передовая идеология. „Правда“. №139. 3/VI.
5. Памяти Мих. Калинина. „Правда“.
6. В. У. Мартышев (некр.). „Прав.“ №140. 4/VI.
7. Новая авантюра Таннера. „Правда“. №123. IX.
8. О теме колхозной жизни в сов. Пит. Правда. №125.
9. Экзамены в советской школе. „Пр.“ №125. 20/V.
10. Заговор Клеветников. "Прав. " №135. 30/V.
11. О оперативности и уменьи предвидеть. „Правда“. №134. 29/V.
12. Советское студенчество („Комс. Пр.“). №128.
13. Великий Революционер („Ком.“). К. П. №128.
14. Пионерское лето. „Ком. П.“ №127.
15. Руминия (Комс. Пр.). №130. Ст. „Море“.
16. Любовь к жизни (<Фучик>). „К. П.“ 125.
17. Черты героя. №123. („Комс. Пр.“).
18. Повесть о новом Рустави. „Извест.“ №126. 3/V.
19. Повесть о новом Рустави. „Изв.“ №128.
20. Великий строит. Гос. (Качини). „Изв.“ №128.
21. Рождение великана („Изв.“ №130. 15/VI).
22. Торжество передовой Советск. культ. №132. 7/VI.
23. Марджанишвили и драматурги. Б. Жгенти. „З. В.“ №106. Мая 29.
24. О Марджанишвили („З. В.“). №105. 28 мая.
25. Вахтангов. Цхалтубо („З. В.“). №110. 5 мая.
26. День Большевитской печати. „З. В.“ №90. 5 мая.
27. Храмгес. „З. В.“ №107. 31 мая.
28. К истории распростр. марксист. идей в Грузии. 112.

*
თქვენ...
დაკვირვებული, საქმეში ჩახედული მკითხველი, ადვილად შეამჩნევს, რა იხატება ამ სიტყვ.
სხვანაირად არც შეიძლებოდა. 1918 წ.
წიგნის...
დამისახელეთ სხვა რომელი წიგნი გამოვიდა 1919 წ.
9. აქვეა მოთავსებული „მთაწმინდის მთავრე“ - ჩემი პროგრამული ლექსი, რომელიც კონკრეტიულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას - კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე), განსხვავებულს მაშინ [არსე] მოთარეშე...
მე ამ ლექსს ჩემს შემოქმედებაში. რევოლიუციამ გაამართლა შემდეგში ჩემი ხაზი.
ამასვე ეხება  „უნაზესი ხელნაწერი“, „პირიმზე“, „მარმარილო“, „პარალელი“, „აკაკის ლანდი“, „არაგვი“, „მამული“, „წმ. გიორგი“.
ანდა მაშინდელ საქართველოსადმი მიმართული:
„და
საქართველო,
შენ მოვალე ხარ, რომ ნატრობდე
ჩემს მეგობრობას
უფრო მხურვალედ,
ვინემ მე შენსას!“
შერიგება - ოპტიმისტური ლექსი.

1. სიტყვა შოვში (საინტერესოა, როგორც დოკუმენტი).
2. არა-სწორი შეხედულება მეორე წიგნზე.
1. წიგნის დაწერის დატა - 1919.
2. „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“, დაწერილია მოსკოვის მოსახლეობის აღწერით გამოწვეულ შთაბეჭდილების ქვეშ. მე პირადად ვიღებდი ამ აღწერაში მონაწილეობას, ჩემზე შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა - მოსკოვის ბსკერმა, მისმა საშინელმა სიღატაკემ (Lyj).
მასში აღწერილი, გამოხატულია [თებერვლიდან] ოკტომბრამდე და თავდება ფინალით:
„სანამდე დროშებს ეძებდა თვალი, დროშები ქარში
გაშალეს უცებ.
დღითა და ღამით, დღითა და ღამით
გრგვინვით ებრძოდენ ზარებს ზარები.
... დაეცა კრემლი და ნაფოტებად
იქცა წარსულთა ტანჯვათ მიზეზი“.
(კრემლში, როგორც ვიცით, გამაგრებული იყვნენ თეთრ-გვარდიელები, ხოლო ლეფორტოვიდან უშენდენ ზარბაზანს კრემლს ბოლშევიკები და სხვ.).
3. ამავე წიგნში მოთავსებულია „დალანდი“ - რომელშიაც პირველად ქართულ სიტყვა-კაზმულ მწერლობაში ნახსენებია დიდი ლენინი.
4. [ამავე წიგნში მოთავსებულია ლექსი 1918 (დიდი მსახიობის ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის გარდაცვალების დღეს დაწერილი, სადაც პირდაპირ ნათქვამია:
ასე სიკვდილი ელის გენიოსს,
სასახლეები კი - ნაძირალებს].
5. ამავე წიგნში მოთავსებულია სატირა „ამპარატავანი თათარი ეზოში დადის მამალი“. „მივარდნილი აივანი“.
6. „მფარველი იალქნები“.
7. „დაბრუნება“ - იგივე „გემი დალანდი“.
8. ძველი წისქვილი (შეცდომით - წმ. გიორგი).
9. მთაწმინდის მთვარე.
წიგნის სახელწოდებაც კი [პირობითია] ირონიულია „Crane aux fleurs artistuque“ - „თავის ქალა არტისტიული ყვავილებით“. იგულისხმება: თავის ქალა (სიკვდილი) [შებურული] დაფარული არსტისტიული ყვავილებით (ხელოვნება  - სიკვდილი და ხელოვნება). რომელმა უნდა გაიმარჯვოს - რა თქმა უნდა, ხელოვნებამ. რა არის ხელოვნება? - ხალხისადმი, სამშობლოსადმი სამსახური.
მაგრამ ლექსი „შერიგება“ - შერიგებაა ცხოვრებასთან.
„ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი,
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი“.
[სიკვდილი საერთოდ] ასეთი საკითხები, საერთოდ ფილოსოფიის საგანს შეადგენს, „სიბრძნისაა ერთი დარგი“. იგი გარდაუვალია, მაგრამ არსებობს ხელოვნება (არტისტიული ყვავილები).
აქ საჭიროა აზროვნების გამახვილება.
მკითხველი, რომელსაც აქვს გამახვილებული აზროვნება, არასდროს არ აურევს [ორს]  მცნებებს, სიკვდილსა, ხელოვნებას და რევოლჲუციას (იხილე ლიტერატ. გაზეთი).
თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით...
ამ საკითხზე სწერდნენ ჩვენი კლასიკოსები - მაგრამ მათ არ ჰქონდათ ასე მკვეთრად დაპირისპირებული სიკვდილი - სიცოცხლესთან, სიკვდილი - ხელოვნებასთან, სიკვდილი - რევოლიუციასთან.
პრიმიტიული ხერხით.
„ყველაფერი მთლად პრიმიტიულად“...
საზოგადოთ უნდა ვთქვა, რომ არც პირველი წიგნი (1914) და არც მეორე არ წარმოადგენენ სრულ კრებულებს და მხოლოდ მათზე დაყრდნობა მკვლევარისა[თვის] [ყოვლად შეუძლებელია] ყოველთვის შეცდომაში შეიყვანს.
პირველ წიგნში, მაგალითად, სრულებით შეტანილი არაა ის უამრავი მასალა, რომელიც გაფანტულია ქართულ ჟურნალ-გაზეთებში 1908 წლიდან დაწყებული 1914. ასევე მეორე წიგნშიაც (1914-19). ამ...
„თავისუფლება ხალხს ისე მოსწყურდა“ ასოთამწყობმა ააწყო „სულს“ (იხ. 1917 წლის „თ. და ცხ.“) - და შემდეგ მეც აღარ გამისწორებია. ყველა შემდეგ გამოცემებში არის „სულს“. [რა გაეწყობა, უნდა დარჩეს] ეხლა კი უსათუოდ უნდა ასე გასწორდეს. „თავისუფლება ხალხს“.
ნიკოლოზ მე-II-ც ტახტის დამხობის დღესაა დაწერილი - „აღრჩობდა ხალხთა მწუხარება“.
„დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით“.
აქ მკაფიოდაა გამოთქმული.
(საერთოდ, უნდა დავურეკოთ უნივერსიტეტში - არის ვინმე ასეთი იქ, თუ არა).

*
ეს იქნება.
მგზავრობის შემდეგ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც გემი [მიუახლოვდა] [შევიდა] შემოვიდა ფოთის ნავთ-სადგურში და პორტთან გაჩერდა, ხელისუფლება გემიდან ჩამოსვლის ნებას დიდხანს არ აძლევდა პოეტს. [ამ გარემოებამ] ასეთმა მდგომარეობამ რამდენიმე საათს გასტანა. ბოლოს ნება დამრთეს ჩამოსვლისა, [ნება] გადავსულიყავი ბაქანზე - და ბოდიშიც მოიხადეს. [მაგრამ] მერე როდესაც ჩამოვედი [თუ არა] თფილისში, [მაგრამ] არ გასულა რამდენიმე დღე, [ერთხელ] დილა-ადრიანად სასტუმროში, სადაც დავბინავდი [ეს იყო „პრი...“] მოვიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები - მათ ეხლაც [ბოდიში მოიხადეს] სრულიად უბოდიშოდ, მაგრამ დაიწყეს ჩემი ბინის ჩხრეკა, განსაკუთრებით წიგნებისა და ხელნაწერების. [მე მაშინ მათ ჰეინეს სიტყვებით ვუპასუხე] ჩხრეკდენ დიდხანს და როცა ვერაფერი იპოვეს, მე მათ [ჰეინეს სიტყვებით ვუპასუხე] ლექსად ვუთხარი:
[წიგნის ჩხრეკით რას იპოვით.
მითხარით]
„ჩხრეკა“ რაა, [ისე] პირში გეტყვით -
[რომ ცა] რომ დღე მოდის [წვიმა-] მეტის სეტყვით“.
გაიცინეს [და დამანებეს თავი], კიდევ ბოდიში მოიხადეს და დამანებეს თავი.
ამ დროს გარედ წვიმა მოვიდა და [სეტყვის] ფანჯრებზე სეტყვის მარცვლები დაეცა.

*
„არის ჯონ-რიდიდან უკეთესი ადგილები“.
(დაიძებნოს სხვა ლექსებშიც).
შალიაპინი?

პარტბილეთის ამბავი
საჭირო არაა ამაზე [ლაპარაკი] წერა, მაგრამ მე პარტიის [წევრი ვიყავი] ახლო ვიდექი ძველი დროიდან, 1905 წლიდან: ვიღებდი კრებებში მონაწილეობას, გამოვდიოდი სიტყვებით, ლექსებით - მხოლოდ პარტბილეთი მივიღე მოსკოვში [1914] 1918 წელს, რეკომენდაცია მომცეს „Правда“-ს რედაქციის თანამშრომლებმა. მახსოვს ერთ-ერთი მათგანი ჩემს შესახებ ასე აწერდა ხელს: მის (გალაკტიონ ტაბიძის) სარეკომენდაციოთ ვაწერ ორთავე ხელს („подписываюсь обеими руками“). და ჩემი მიღების ადგილი იყო, მახსოვს ლიუბიანკაზე, ერთ-ერთ სახლში.
პარტბილეთი მოსკოვიდან წამოსვლისას დამეკარგა (გადავმალე ისეთ ადგილას, რომ შემდეგ ვეღარ ვიპოვე). რა კი მიხდებოდა მატარებლით გამოვლა უკრაინაზე, სადაც დიდი სამოქალაქო ომი იყო, [ერთხელ] და ნეჟინში პირდაპირ პარტიზანელებსა და გაიდამაკებს შორის მომხდარ შეტაკებაშიაც [კი მოვხვდით] კინაღამ მოვხვდით.
ამ გარემოებამ (პარტბილეთის დაკარგვამ) [საშუალება აღარ მომცა] გზა გადამიჭრა, აღმედგინა კავშირი ტფილისში [მომქმედ] არა-ლეგალურად მომქმედ პარტიასთან.
მოსკოვში, შეიძლება, სადმე შენახული იყოს პარტიის 1918 წლის წევრების სია? - არ ვიცი.
მხოლოდ მას მერე უპარტიოდ ვითვლები.
[ხოლო როდესაც...]
1933 წელს, ერთ პასუხისმგებელ ამხანაგს, შეკითხვაზე - „ხომ არ ვისურვებდი პარტიაში ხელ-ახლა წევრად მიღებაზე“, მე ვუპასუხე: დიდის სიამოვნებით, მხოლოდ თუ აღმიდგენთ სტაჟს-მეთქი.
ამას მხოლოდ იმიტომ ვსწერ, რომ თქვენ იცოდეთ: არც მაშინ, არც შემდეგ - არც შემოქმედებას, არც პირად ცხოვრებას...

უნდა დაზუსტდეს დატები მოსკოვსა და პეტროგრადში ყოფნისა...

*
სიმონ ჩიქოვანი - „აღრმავებს რევოლიუციას“.
მოსალოდნელი თავდასხმები: 1. რადიანისაგან, 2. ლეონიძისაგან, 3. ჩიქოვანისაგან.

Жизнь
საძირკველი ქართული ხუროთმოძღვრებისა: აქვს მშვენიერი ლექსი ვახტანგ ორბელიანს.. ამ საძირკველზე [აიგება] ბევრი დაანგრიეს, მაგრამ ძირფესვიანად ვერ ამოფხვრეს. საძირკველი ხელუხლებელია.

*
ციტატების შერჩევა უბრალო საქმე როდია. ჩვენი კრიტიკოსები სწორედ აქ მოიკოჭლებენ.
წამოაყენებენ დებულებას და მოჰყავთ ისეთი ციტატა, რომელიც ამ დებულებას ან არ ამართლებს, ან ნაწილობრივად აბათილებს და...

ყოველმა პატიოსანმა ქართველმა მწერალმა საბოლოოდ უნდა გაარკვიოს თავისი დამოკიდებულება გალაკტიონ ტაბიძისადმი, ვინაიდან ამით იგი გაარკვევს თავის დამოკიდებულებას მეოცე საუკუნის  ქართული მწერლობისადმი.

მეორე წიგნი არ წარმოადგენს მთლიანად 1914-1918 წლამდე დაწერილ ნაწარმოებებს. მასში მხოლოდ ნაწილი ასახავს რევოლიუციურ მომენტს. თუ ეს დებულება...
ციტატების მოხერხებულად მოყვანა უკვე ხელოვნებაა. და გემოვნებაც კრიტიკოსისა ხშირად სწორედ აქ მჟღავნდება.
უხეიროდ მოყვანილი ციტატებით სრულიად ადვილად შეიძლება დაამახინჯო პოეტის სახე.

*
შალვა რადიანი „ეშმაკიაო“, სთქვა ორახელაშვილმა. ეშმაკებმა წაიღოს მისი თავი და ტანი.
ნატროშვილი?
შალვა რადიანმა წიგნი არ მიჩვენაო. თვითონ, ალბად, სხვასა სწერს და მე სხვას მაწერინებსო.
რადიანის ზურგს იქით სდგას ინსტიტუტი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობს.
აი, სადაა ძაღლის თავი დამარხული, სად აპირებს იგი გამაგრებას (გამაგრდა კიდეც. 1955, მაისი).
ისიც, ჟღენტიც და სხვ. გაურბიან შარიას აზრის მთლიანად მოყვანას.
„ციტატების დამამახინჯებლები“. შეიძლება წერილის დაწერა და შარიას...

ალექსანდრე აჯიევი. აქვს ჩემი სურათი. როგორ გამოვართვა?

*
თბილისის მასწავლებლის სახლი. ოთხშაბათს, 30 ოკტომბერს მოხდება შეხვედრა საქართველოს სახალხო პოეტთან, აკადემიკოს გალაკტიონ ტაბიძესთან.

*
[დასცხრა] იყო ომი,
რაც სისხლი იქ
დაღვრილა,
მეფის, ჯვარის,
კაპიტალის წყალობით,
და ის ძვლები,
მიწაში რომ
ჩაჰყრილა,
ახმაურდა,
ამეტყველდა
ძალობით.

იმათ ძნელ გზას,
დასიცხულს და
ნაგვალევს,
დღეს იგონებს
ისტორიის
მისსია.
კარპატებშიც
პოულობენ
ნაკვალევს,
მათი ხსოვნა
ხალხში
მარადისია!
ყველას ახსოვს
ის სახელი
და გვარი,
არ ივიწყებს
დროის უდარდელობა,
უბოლოოდ
ძლიერია
ამგვარი -
სასახელო
მიცვალების ხელობა!

ამ ხელობას
ხელობა [ვერ] არ ედრება,
ამ უცნობი
კაცის ჩონჩხი
ბრძენია.
უწვდომია
გონების ამკვეთრება,
უსაზღვროა
მისი ცოდნის გენია.
ათასის აქვს
მხედველობა, იერი,
ათასის მზე,
სმენა
ასი-ათასის,
ბნელ ღამეში
[ის ამხნევებს ცბიერი]
იგი ამჩნევს, ცბიერი,
რას სხვა ვერ სჭვრეტს
დღისით -
უდიადესით. და სხვ.

* * *
1.    [ხუთ] შვიდტომეულის გადიდება.
2.    VII ტომის გადიდება.
3.    ერთი დიდი პორტრეტის გაკეთება (ფოტოდან).
4.    ცხრაას ჩვიდმეტში ქუთაისში (შეიძლება ქუთაისის ძველი თეატრის სურათი ექნეს თეატრალურ მუზეუმს: თებერვლის რევოლიუცია).
5.    სმოლნში ერთი დიდი სურათი.
6.    
7.    შვიდი:

*
Licentia poetica (Лат.) - „поэтическая вольность, т. е. отступление поэта, ради требований размера или рифмы от обычного строя речи“.

*
მოინახოს - დიმიტროვის სახ. ქარხანაში ჩატარებულ საღამოზე სურათი.
საჭიროა ფოტოსურათები:
1. 1908 - არის. 2. 1914. ბალმონტთან - არის. 3. 1918. სტუდენტებთან - არის. 4. 1923 - არის. 5. 1928 - არის. 6. 1933 - არის №6. 7. 1938 - არის (ცინკ.) 8. 1943 - არის №6. 9. 1948 - არის (ჯგუფი). 10. 1953 - არის (ია ეკ.)
შვიდტომეულზე ია ეკალაძის წარწერა.

*
1765 - 1711 = 54 წლისა. ლომონოსოვი (1711-1765).

*
62-17 - ილია ფალიანი. ტალახაძის ტელეფონით დამირეკა. 9. 000 სტრიქონიანი პოემა დაუწერია! ვაშა! დავეხმარები უსათუოდ.

*
ვაზის ჯიშები. შემოდგომის მოტივები.
შვიდასი სონეტი.

1. სონეტი აკროსტიხი.
2. Сонет с кодой.

Рая
Распуская
Водомет.

Звонко
Ребенка
Зовет.

3. За коронкой
Южной
Тишиной
Иной.

Нужно
Смешно
На дно.

4. Скачет
Спешат
Аромат
Плачет.

Маячит
Звучат.
Оград.
Прячет.

Скала
Орла
Названья.

Заря
Горя
Желанья?

ე. ი. ორ თვეში.
140+140=280. ოცი სონეტი. 900 სონეტი.

თეთრი კამური
აგე, ღობიდან გიცქერს კამური,
გზები თეთრია, ღამეც თეთრია.
გურიის მთებში მე შემხვედრია
[ვაზი] იგი ლამაზი და საამური.

[ველს] გზად გადირბენდა სიასამური:
ჰქრებოდა [გზებზე] მყისვე, რაც სიმკვეთრეა,
წლები რაღაცას არეს ყვედრიან,
[სალამური. სიასამური].
ცხრაას რვა, მწარე და უჟამური.

გურიის გზებზე მივდივართ ორნი;
ვიგრძენით ცაში აფრენა ყორნის.
რამე სიმშვიდის ვიგრძნო, მწყურია.
რომ არ ვისმენდეთ მიმავალ ჭოტებს,
და სიმშვიდისას გვაფენდეს ტოტებს,
საქართველოში რაც კამურია!
1955, 26 დეკემბერი

*
26 октября 1932 [года] состоялась историческая встреча писателей со Сталиным у Горького. Художественный метод [социалистического реализма] Советской литературы И. В. Сталин определил, как метод социалистического реализма, а писателей назвал „инженерами человеческих душ“, указав тем самым, на высокую роль писателя в социалистическом обществе.
(Большая советская энциклопедия. 1948 г.).

*
40 поэтов x 5.200 по 10 сонетов.
მოწვეულ იქნას პოეტების სექციის ბიუროს სხდომა.

გივის -
მუდამ წინსვლისა და გამარჯვების გულწრფელ სურვილებით უძღვნის ამ წიგნს
გ. ტაბიძე
1956, 30 იანვარი

*
უბრალო ჩანაწერები:
1. იმ ექვს სახალხო მგოსანს - 16.  2. ნამები ვაზზე [რტოო პალმისა] - 16. 3. ისე არ გავა ღამე - 16. 4. ეჰ, რად არა ვარ ხუთმეტი წლისა - 16. 5. თუ საქართველო არის მამული - 12. 6. რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო - 14. 7. ჩინეთი - 96. 8. ლექსი ფორმალიზმის შესახებ - 24. 9. საცოდავო, მოდი, რითმა მოგცე მარადის - 44. 10. ხელნაწერი - 1917 წ. 11. კირილე - 12. 12. ოთხი აფთარი. 13. ბარათაშვილის ჟღერს აღმართი - 12. 14. რა საწყაულით ჩემს ბედს არ ვწყვიდე - 4. 15. უბის წიგნაკებიდან - 106. 16. წითელი წიგნებიდან - 152. 17. შვეიცარია - 245. 18. კონდრაბანდისტი - 100. 885.

*
პაოლო მონადირეთა კავშირის წევრი იყო. წავიდოდა სანადიროდ, მაგრამ ვერაფერსა ჰკლავდა. ჩამოვიდოდა სადახლოში. აქ სხვა მონადირეებისაგან იყიდდა დახოცილ ფრინველებს, გარს შემოივლებდა წელზე და ასე ჩამოვიდოდა თბილისში. აქ მას დიდის პატივისცემით ხვდებოდნენ როგორც გამოჩენილ მონადირეს.

მაია წყნეთელი
ისტორიულად, მედგარ ჭენებით
[მხოლოდ სიცოცხლის მთელი შვენებით]
ყოველ ჟამს, ყოველ საომარ დროში
მტრის [წინააღმდეგ] ურდოებში შეჭრილ[ნი]ან დროშით
ქართველნი ქალნი ლურჯა ცხენებით!

მთელი სიმძაფრით, მთელი შვენებით
ჰქროდენ ისინი, როს მომხდურ ბრბოში
იმუქრებოდენ საქართველოში
[განადგურებით] შთანქმით, გაქრობა-გადაშენებით!

სხვა ქალი კერას უდგა [დღით და] ღამითა,
[შემდეგ] ან რომ მიუძღვა მშრომელ მამითადს
[ვით] მშვიდობიანი დღის სამაია -

სხვა ქვებში რომ [სჩანს იმ] ჩნდა ლალ-მარგალიტად:
რა ძვირფასია [თუნდა] [სთქვი] აქ, მაგალითად,
შენი უკვდავი [ხსოვნა] ხმალი, მაია.

*
3 საათია ღამის. 10 იანვარი. 1956.
აკტივობაა საუნჯე.

* * *
Услышали мухи
Медовые духи,
Прилетевши сели,
В радости запели.
Егда стали ясти,
Попали в напасти,
Увязали по ноги.
Ах, плачут убоги:
Меду полизали,
А сами пропали.

М. В. Ломоносов
(1711-1765)

* * *
Царей и царств земных отрада,
Возлюбленная тишина,
Блаженство сел, градов ограда,
Коль ты полезна и красна.

М. В. Ломоносов
1747 г.

* * *
„Науки юношей питают,
Отраду старым подают“.

უძილო ღამეები
ღამეებს ვათევ; კვლავ სიხარულით..
ჩემკენ ოცნება მოჰქრის მხარულით.
ბედნიერება - მარტოობაა -
რა ვპოვე ბრბოში მე სიარულით?
გ. ტაბიძე
20 იანვარი, 1956

ღვინოს არ ვსვამდი, ისევ დავიწყე,
დამჩემდა დარდი, სიგულმავიწყე -
წყალს მივეც ყველა ია და ვარდი,
სათაყვანებლად წინ რომ დავიწყვე.
გ. ტაბიძე
1956, 20 იანვარი
კარგა ხანია არ ვწევდი თუთუნს,
ნაცვლად ვუსმენდი მტკვრის ამო დუდუნს,
ეხლა თუთუნის ბოლი სდგას სახლში -
რა გაათენებს ამ ღამეს უკუნს?
გ. ტაბიძე
20 იანვარი, 1956

თუთუნს, ღვინოსაც დავტოვებ მალე,
ტომები ჩემი ვთვალე და ვთვალე...
თუ დავამთავრე უკანასკნელი,
თუ შემოვძახე ძველებურ "ლალე".
გ. ტაბიძე
1956, 20 იანვარი
მაღალ გორაზე დაუთოვია,
გულს მოსვენება ვერ უპოვია.
იმ აივანზე კაცი რომ მოსჩანს,
იცოდე, ჩემი მეკუბოვეა!
გ. ტაბიძე
20 იანვარი, 1956 წ.

*
Жизнь. 1956 г., 21 янв., 4 ч. 50 м. ночи.

1. ჩემს ოთახში დამწვრის სუნი მეცა. [მოვი] რაღაცა იწვის, გავიფიქრე. მოვიხედე - ღუმელზე [გადაფარებული ნუნუს] გასამშრალებლად გადაფარებულ ნუნუს ახალთახალ კაბას ალი ასდის. მივვარდი. გამოვარდა ნინა, ირმაც. ჩავაქრეთ. კაბა მთლად არ დამწვარა.
- მე გადავაფარე, - შეწუხდა ირმა.
- არაფერია! - ეუბნება ნინა.

2. ცოტა ხნის მერე, ირმა რგვალ მაგიდაზე აუთავებს ზეწარს. უცებ რაღაცამ წკრიალი მოიღო: თურმე მაგიდის ბოლოს ბანკა იდგა, ზეწრის მიწევ-მოწევაში გადმოვარდა მაგიდიდან ბანკა. ირმა შეიშმუშნა: არავის თითქო არ გაუგონია.
- რა ემართება დღეს ირმას?

3. ამის შემდეგ დაუთავებულ ზეწარს (საბნის სარჩულს), ნუნუს საბანს ნემსითა და ძაფით აკერებს. რაღაც თავს უხერხულად გრძნობს. როდესაც გაჰკერა, გამოუანგარიშებლად, საბნის ერთ თავს ზეწრის ბოლო აღარ ეყო. გამოვიდა მეტად სასაცილო ამბავი. ააძროს სარჩული და ხელახლა დაიწყოს? ნინა წინააღმდეგია. დარჩესო, როგორც არისო. ესეც მესამე ამბავი.
- რა ემართება დღეს ირმას?

4. გვიან მე მაგიდაზე მედო ალექსეი ტოლსტოის წიგნი. ნინა საწოლშია. მე დავიწყე წიგნის ხმამაღლა კითხვა. უეცრად სახელოში წყალი შემესხა - ვიგრძენი: თურმე ირმამ ხელი გაჰკრა წყალით სავსე ჭიქას. წყალი მაგიდაზე დაიღვარა. ჩემი ხალათის სახელოშიაც შემოიჭრა...
- რა ემართება დღეს ირმას? ნერვიულობს ძალიან...
21 იანვარი, 1956 წ.

*
რუბენსის, ტაბიძე.
პოეზია იწყება იქ, სადაც არი სპეციფიკური მშვენიერი ფორმა, რომლის გარეშე თავისთავად მაღალი აზრი, ან ობიექტი, როგორი მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს ის, პოეზიას ვერასოდეს ვერ შეჰქმნის.
კარლ მარქსი
მშვიდობის წიგნის თავგადასავალი.
დეიდა, დედა და დიდედა.

*
უნახავს [მწირი] მჭევრი
წუხილი მტევრის
და უფრო ბევრი
კი დაუამდა.

წიგნი. წიგნები. ხელნაწერები. ხელნაწერი. წიგნის ფურცლები. მწიგნობარი. წიგნთსაცავი. უწიგნობა. მწიგნობრობა. ძველი ხუცური. ასო მხედრული. წიგნების ბწკარი. ასომთავრული. ბატისფრთა. მელანი. კალამი.



*

1-a. შუამთა.
1-b. შეხვედრა თამარისა და ტარიელის.
1-c. სოფელი დიდ უბედურებაშია (წყალდიდობა).
2. გამოირკვევა, რომ ამ დროს დაკარგულია მშვიდობის წიგნი (ლექსი "აბა, რას გიგავს ეზო-მიდამო").
3. სოფელი შეიკრიბება სათათბიროდ. ტარიელი კისრულობს წიგნის მოძებნას.
4. მას შემდეგ გადის ხანი, ტარიელი არა სჩანს.
5. ერთხელ ზღვის პირად ქალაქში, გამოიყვანებენ გადარჩენილ ბერს.
6. ავადმყოფი ბერი რჩება. მას...
7. იგი ცნობილობს თავის ცხენს.
8. ამ ცხენით იგი მიემგზავრება თავისი სოფლისაკენ.
9. გზად კიდევ დიდდება ფაზისი. ბერი გასაჭირშია.
10. შუამთამდე. იქ სოფელი დიდ ფაცაფუცშია.
11. ავთანდილი გადაარჩენს ტარიელს.
12. ბრუნდება თავის ადგილას წიგნი.
13. ჰხვდებიან ერთმანეთს ტარიელი და თამარი.

2-a. შეხვედრა თამარისა და ტარიელის.
2-ბ. ტარიელის გამგზავრება. ცხენით მიდის იგი ზღვის პირად (ისევ წყალდიდობაა).
2-გ. ერთს ოჯახში იგი სტოვებს ცხენს და ჰქრება (ისევ წყალდიდობაა).
ბრუნდება ტარიელი. ისევ წყალდიდობაა. ზღვის პირად პოულობს თავის ცხენს და მიემგზავრება შუამთას.

წინამთა (ზღვისაში...).
შუამთა (წიგნით და...).
ზედამთა?
თამარი.

კირილეს ლირიული ლექსები
I
ჩოხის კალთა

[ვიღაც] შენ ჰეი, კოხტა ხარ თუ პროსტა,
თუ დამცალდა,
გაგრძნობინებ, რაც ღირს ჩემი
        ჩოხის კალთა!

ეფემია! გამინელე
        დება ალთა...
გამილამბე რამეფერად
        ჩოხის კალთა.
[შენ კი, კოხტა ხარ თუ პროსტა, ჰჰ, ფუ]
ნახავს კოსტა, თუ როგორმე
        [გაფრიალდა]
        დატრიალდა -
კირილეს ხმა და კირილეს
        ჩოხის კალთა.

 *

1. შენ არ გატეხა
კარგი გჭირს
ზენაარისა
ფიცისა!
2. მზე ტირს სისხლისა
ცრემლითა,
ზღვისაცა
მეტისმეტითა.
3. რა ღრუბელი
მიეფარვის
მზე ხმელეთსა
დააჩრდილებს.
4. მაშინდელი
ზარი აწმცა
ვით ითქმების...
5. უტარიელო
ხსენება
არვისგან
იკადრებოდა.
6. არ დავთმოთ,
რა ვქმნათ?
სევდასა,
მითხარ, რა
მოვუგვაროთა?
7. მაგრა დამალე,
არ გაჩნდეს...
შენი ცეცხლისა
კვლა დება.
8. ცხენსა შეჯდა,
წამოვიდა...
...არვინ მივის
შენგან კიდე.
...რაზომსაცა
გზასა ვვლიდე:
„ღამით მავნე
განმარიდე!
...შენდა მსხვერპლსა
შევწირვიდე“.
შოთა რუსთაველი
9. რა ტარიელ დაინახა,
განაღამცა დაეღრიჯნა.
10. ტარიელ ეტყვის:
„რად უნდა
სიტყვისა
თქმა მრავალისა.
.................................
არ დავიწყება,
მოყვრობა,
მოყვრისა
წარმავალისა“.
11. ტარიელს ეტყვის
ავთანდილ: „რუ გახმა
ცრემლთა დენისა“.
12. ტარიელ სიტყვით
ასწავლის
გზასა...
13. რა ტარიელ
       მოისმინა.
14. ან სით ვიცნობ
ტარიელს,
ანუ რად ვეტყვი
ძმობასა.

*
1. მეომები? - აბა, ვნახოთ,
ვინ დარჩება სავაგლახოთ.
2. ვენახს მართმევ? აბა, ვნახოთ,
ვინ დარჩება უვენახოთ.

*
[ხონში ნუ წახვალ, ირაკლი,]
ირაკლი ხონს თუ წავიდა,
ცოცხალი ვერ დაბრუნდება:
ღორები მიესევიან -
რადგან ჩეჩმა ეგონებათ.

* * *
[ეს კალაძე იმერეთში] ირაკლი, [ხონში წასული]
            თუ ხონს წავიდა,
ცოცხალი [ნუ გეგონებათ;] ვერ დაბრუნდება.
ღორები [ღდინს გააცლიან] მიესევიან,
[კარლო] რადგან ჩეჩმა ეგონებათ.
                    N. N.
*
[ჩვენი კარლო] ეს კალაძე იმერეთში
ცოცხალი ნუ გეგონებათ,
ღორები ღდინს გააცლიან:
[რადგან] კარლო ჩეჩმა ეგონებათ.

*
რა საწყაულით ჩემს ბედს არ ვწყვიდე,
უხერხემლო ვარ, თუ ვარ მე რკინის:
ბევრი საკითხი მე გადავწყვიტე -
ვერ გადავწყვიტე საკითხი ბინის.