დღიური-330 - 1955 წელი
3 თებერვალი. 1955].
მესხიშვილია რადიოში [ალეკო].
ამხ. დევი სტურუას გავუგზავნოთ.
თათარიშვილს კომუნისტში.
Родная Моя Страна.
Заря, Ком., М. Стал., ит.
რადიოს (სამშაბათს). კვირას გაზეთები.
1. ძლიერ გასახარელია ეს ამბავი... ალეკო მოვიდა. ჩაერია აკაკი წერეთლის საღამოს საქმეში. ითავა კომუნისტის, Заря Востока-ს, ახალი კომუნისტისთვის ინფორმაციის საკითხი.. კვირას იქნებაო პრესაში. თათარიშვილის ამბავს მოჰყვა: უხარიაო, როდესაც მას ატყობინებენო.
2. თამარი - რედაქციებში გასაგზავნ საინფორმაციო ცნობაში არ ასახელებდა საქართველოს სახალხო პოეტს. ვაიძულე - ჩაეწერა... თავს იგდებს ძალიან.
3. ჯანგულაშვილიც მოსაწვევ ბარათებში არ ასახელებდა საქართველოს სახალხო პოეტს, გავუსწორე. თავს იგდებს ძალიან.
4. მაშასადამე, „ზარია“, „კომუნისტი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“ უსათუოდ გამოაცხადებენ კვირას...
5. მოსაწვევ ბარათებს ხელთ ჩაიგდებს ჯანგულაშვილი. საინტერესოა, სად დააბეჭდვინებს...
6. ილია ზურაბიშვილი ძლიერ ავადააო, ამბობენ: არა დაემართოს რა: კაცმა 80-ს გადააცილა.
აღლაძე. აღლაძე. აღლაძე.
ფეიგინი ბევრს ლაპარაკობდა.
ფეიგინი. 20 000.
*
საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
აწ ჩადებ.
აწ ქა.
აკაკი წერეთელი. ან რომელი ტომი.
[ვ]ღაღადებ[ს]. აწ-ნადებს. აწ-ღადებ, ქადებ.
[და] მე, მიძღვნილს აკაკის [მზისადმი] დღისადმი.
საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
შესრულდა ო.
ო, [დაფნავ, გვირგვინო,] დაფნის გვირგვინიც, [თუ სადმე]
შენ უფრო...
* * *
ო, დაფნის [ფოთლები] ფოთოლო...
შენ უხმოდ [უკვდავად] ღაღადებ...
[აწ -] მიძღვნილს აკაკის დღისადმი
საღამოს გახსნილად ვაცხადებ.
* * *
არრა გინდა რა კაცს იმის მეტი,
არის ამ ქვეყნად ყოფნის ისეთი,
რომ მიატირებს მარადისობა
გენიის გზებით მოგიზგიზეთი.
არარა გინდა-რა კაცს მის მეტია,
ო, არის ცხოვრება ისეთი.
და მოგიზგიზეთი.
რომ ქვეყნად
სანამდე გავხსნიდე საღამოს -
მე მინდა [ჩემს]...
1 საათზე.
აწ რამდებრ. აწ რადვა.
სიტყვა, სიტყვა.
„ფაცხამდებ“.
*
8 საათზე - სოსიკო ფანცხავასთან.
1. საკითხი სახელწოდებისა. „გალაკტიონ ტაბიძის სახელობის სალიტერატურო წრე“.
2. როგორია წრის შემადგენლობა.
3. აქვს თუ არა წრეს საკუთარი...
4. მწერალთა კავშირთან დაახლოების საკითხი.
5. აკაკი წერეთლის საღამოზე უნდა დაესწროს მთელი შემადგენლობა: მისაწვევი ბარათები მზად იქნება.
6. N. N. N. N. N. N.
7. მომავალი საღამოების ჩატარების საკითხი. „7 მომხსენებელი“. „შვიდტომეული“.
8. წრე. წრე. წრეს გადასული წრეში „შემავალს“.
9. „გალაკტიონოლოგია“ ბ. ჟღენტი.
Пожалуйста, с Кукурекуууу.
10. სექციაში - შემოიჭრა რუსული სექციის (ელსნერი) საკითხი. დავაჯინოთ ფანჯრის პირდაპირ?? - ოოო. არავითარი უკან დახევა - აქ - არ - შეიძლება. იერიში მოაქვს ფეიგინს. ფეიგინი ახლოა ძალიან გოგლა ლეონიძესთან. შეიძლება ითქვას, რომ ფეიგინი მის მიერ გაყვანილი კანდიდატია. ფეიგინს ხშირად ვხედავ გ. ლეონიძესთან კაბინეტში. როდესაც მე შემოვედი სექციების ოთახში, ჩემს მაგიდასთან ჩემს სკამზე იჯდა ელსნერი... „თქვენ აქ ზიხართ?“ - გაოცებით მეკითხება ელსნერი... წინედ ხომ აქ ტატიშვილი იჯდა. ეს მაგიდა მისია (აჰ, „ეს მაგიდა მისია“). ეხლა. გუშინ კი ტატიშვილზე ამბობდა, „არავითარი ავტორიტეტი“ მას არ აქვსო. როგორც სჩანს, ტატიშვილის მაგიერ გაუყვანიათ ფეიგინი: თორემ რას ნიშნავდა სიტყვები: „ეხლავ ფეიგინი აქ გაჩნდებაო“. ე. ი. აქ, ჩემს მაგიდას მიუჯდება (Татишвилевский стол) ფეიგინი. მაგრამ ფეიგინი არა სჩანს. რომელიღაც კაცი რუსი, ალბათ, მისი თანამშრომელი, ელსნერს ეუბნება: ეხლა ვიყავი ლეონიძესთან. მან მითხრაო: „შემოიტანეთ წერილობით განცხადებაო“. რის შესახებ ეუბნებოდა ამ სიტყვებს, არ ვიცი. ან რა წერილობით განცხადებაზეა ლაპარაკი? არც ეს ვიცი, თუ ჩემს მაგიდაზეა საუბარი, ძალიან სცდებიან. მაგიდა მათ არ დაეთმობათ. მაგიდა მე აქ ჩამაბარა პარტკომმა - მწერალთა კავშირისამ. ამ ჟამად ჩემს ოთახში ოთხი რუსია. რას ნიშნავს ეს? „Вы что - уходите? Я буду его ждать - Фейгина, час еще подожду, а потом уйду“. - ამბობს ის კაცი, რომელიც ლეონიძის „წერილობითი განცხადებით“ შემოვიდა.
როგორც სჩანს, ფეიგინი აქ აპირებს დაფუძნებას. საფუძვლიანად ჩაჯდომას რაღა. ვერ მიართვეს... საჭიროა გადამწყვეტი ზომები. ჩემი აქ დაფუძნება...
ახლა ის კაცი, რომელიც "წერილობითი განცხადებით" შემოვიდა, დაჯდა მარიჯანის მაგიდასთან და სწერს რაღაცას დიდი ხნის განმავლობაში... და შემდეგ მე მეკითხება:
- ხომ არ იცით თქვენ ლეონიძის მამის სახელი...
- გიორგი ჰქვია, - ვუპასუხე მე, - მამის სახელი კი, სამწუხაროდ, არ ვიცი..
შემდეგ ეს კაცი წავიდა და შემობრუნდა ჩვენს ოთახში ხელში ქაღალდით.
მიჩვენა ქაღალდი - ლეონიძის რეზოლიუციით „ლიტფონდს“ - „დაეხმარეთ მწერალ სმირნოვს, რაც შეგიძლიათ!“
აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე. ეხლა სმირნოვი უცდის ფეიგინს, რომ მისგან მიიღოს ცნობა „მწერალი სმირნოვი - ნამდვილად მწერალია“.
ფეიგინი წააწერს ამ სიტყვებს ქაღალდზე, სმირნოვი წავა ამ ქაღალდით ლიტფონდში - ეს არის და ეს. სხვა არაფერი. საინტერესო ისაა, რომ ლეონიძე, ფეიგინი, ლიტფონდი (ე. ი. გომიაშვილი) ერთად მოქმედებენ.
საინტერესოა აგრეთვე, რომ ლეონიძე მოქმედებს როგორც მდივანი (აბაშიძე - ჭილაია - ლეონიძე). ჩემი მაგიდა კი ჯერჯერობით არავის არ დაეთმობა. ჩემი მაგიდა... ამხ. ფეიგინ, ჩემი მაგიდა აქ არაფერ შუაშია!!! თვალებს სულ ტყუილად უშტერებთ ჩემს მაგიდას! ყოფილი სამხედრო კაცი ხართ...
ახალგაზრდები მთხოვენ კედლის გაზეთისთვის ცნობას, თუ რას გააკეთებს სექცია. ჰმ! რას გააკეთებს სექცია (ალბად, კონტაქტისთვის).
ჯანგულაშვილი ხვალ აწყობს შეხვედრას სტუდენტებთან აქ... მწერალთა სახლში, საღამოს 8 საათზე. ვინ არიან? რა უნდათ აქ, მწერლებთან? საინტერესოა, ეს არაოფიციალური შეხვედრაა?
კიდევ მოვიდნენ „ფეიგინელები“. ხომ არ აგზავნიან მათ ჩემთან განგებ?
„ლევიტი კარგი კაცია...“
ბ. ჟღენტი უკმაყოფილოა აკაკი წერეთლის საღამოის განცხადებით. „ეს საღამო უნდა მოწყობილიყო სადმე დიდ თეატრშიო“.
ბევრნი იქნებიან უკმაყოფილონი. თამარი ამბობს: „ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი სიების გამოცხადებისაო“.
- რატომ გააციეთო ეს ოთახი...
- ისეთი სუნი იყოოო.
ფანჯრები დააღო მარიჯანმა. ფანჯრების დაღება არ უნდა თამარს.
რამდენი ინტრიგებია ამ პატარა ოთახში.
- არ გამომაცხადეთ და არ გამოვალო! - სთქვა მარიჯანმა. გუშინ კი სულ უარი უთხრა თამარს.. - ამ საღამოზე მე არ გამოვალო.
ბესოს უკმაყოფილება ჩემთვის გასაგებია.
თოფჩიშვილი დამადლებით - იძლევა ტელეფონს. უკმაყოფი. (55-25).
ლადო ასათიანის საღამოს თურმე ჩვენ ვაწყობთ. არ ვიცოდი. უტელეფონობა ძნელიაო.
„გიორგი ლეონიძის კაბინეტიაო“ იმ ოთახში. ნუ შემოდიხარო. რატომ შემოდიანო.
- იანვარი გავიდა. თვის ანგარიში არ გამიკეთებია ჩემის თავისთვის. ეს არ არის კარგი (რაღაცას იმასვიზამ).
ბესოს უნდა თვითონ წაეკითხა, ან უნდა შევკითხებოდით კრიტიკოსთა სექციას. მაგრამ სად? ჭილაიამ, თამარმა და ხუტამ იერიშით გამომტაცეს ხელიდან ინიციატივა და პირველ საღამოზე გამოჰყავთ შალვა... რომელიც დაამჟავებს საღამოს. ეს აქტი ბესოს წინააღმდეგ მიმართული აქტია. ცხადია... მაშ, ასე: მე გამოვდივარ ამ ინტრიგაში ძალაუნებურად ჩარეული!
ხვალ შ.
8 თებერვალი. 1955 წ.
კვერენჩხილაძე.
[კომეტა. ბაბუკია მეცადინეობსო].
ცხრაას ჩვიდმეტი წლის დიადი ოქტომბრის სულ რაღაც ორი წლით ადრე, 1915 წელს, ე. ი. ორმოცი წლის წინად, ჩვენ, ქართველმა ახალგაზრდა პოეტებმა, მუხლი მოვიყარეთ დიდი აკაკის ნეშთის წინაშე და ფიცი დავსდეთ ხალხისადმი თავდადებით სამსახურის.
ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ [ჩვენ, შევიკრიბენით დღეს] და დღეს გაერთიანებულნი, დიაღ, გაერთიანებულნი ჩვენი საყვარელი სამშობლოის, და მისი წინსვლის, მისი აყვავების მარად მგზნებარე გრძნობებში, [შევიკრიბენით] ვიკრიბებით დღეს, რათა [სულით და გულით მივუძღვნათ] ჩვენი მრავალმხრივ საგულისხმიერო შეხვედრა სულითა და გულით მივუძღვნათ [უდიდესი ქართველი პოეტის, არა დიდის, არამედ] უუდიდესი ქართველი პოეტის, ქართველი ხალხის, მეცხრამეტე საუკუნის, ეროვნულ-რევოლიუციური მოძრაობის [ერთ-ერთი] მებაირახტრის, აკაკი წერეთლის ხსოვნას; [(მხურვ. ტაში). ჩვენ შევიკრიბენით დღეს მჭიდროდ გაერთიანებულნი].
ჩვენ ერთხელ კიდევ აღვნიშნავთ დღეს, თუ რა განუყოფელ მთლიანობას [უნდა წარმოადგენდეს] წარმოადგენს პოეტი და ხალხი, [ვინაიდან] როდესაც ხალხისადმია შეწირული ყველაფერი, რაც კი პოეტში გამბედავი და ადამიანურია... [პოეტი და ხალხი თუ] აკაკი და ხალხი განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა, და ჩვენც, მეოცე საუკუნის ქართველი პოეტები, ვცხოვრობთ ხალხთან ერთიანი ცხოვრებით, [და] ჩვენს სიმღერებში არის ცხოვრება ხალხის გულის, ხალხის ძლიერი, [და] ნათელი [ხმა] და მგზნებარე ხმა.
„თავისი დროის მოწინავე იდეებსო, - სწერდა ამ ათი წლის წინად საქართველოს კომუნისტური პარტიის [ორგანო] გაზეთი „კომუნისტი“, - მოწინავე იდეებს უჩვეულო ძლიერების სული შთაბერა აკაკის პოეტურმა გენიამ, რომლის ძალა მის ხალხურობაშიაო. ამ მხრითო, - განაგრძობდა გაზეთი, - ის მისაბაძი მაგალითის მიმცემიაო მოწინავე საბჭოთა პოეზიისათვის, რომელიც ხორცი-ხორცთაგანი და სისხლი-სისხლთაგანია გამარჯვებული საბჭოთა ხალხისო. [ყოველმა საბჭოთა პოეტმა მაგალითი უნდა აიღოს მისგან, ისწავლოს თავისი ხალხი, ღრმად შეიჭრას ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, გახდეს თანამონაწილე იმ დიდებული მშენებლობის, რომელიც დღეს სწარმოებს საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად, - კომუნიზმის ასაშენებლადო...]“.
[ისე, როგორც ჩვენი სამშობლო.]
ასე [წერდა] მოგვიწოდებდა გაზეთი „კომუნისტი“ ამ ათი წლის წინად, აკაკის დაბადებიდან 100 წლის თავზე... და ჩვენ, ჩვენის მხრით ვუმატებთ...
[და რა-კი] ჩვენი სამშობლო საიმედო სამშობლოა მსოფლიოს დევნილთა, გვინდა, რომ ჩვენი სიმღერები იქცნენ მისი სულისა და სინათლის მზედ. ვთქვათ სიტყვა, რომელსაც ჩვენ ხალხი გვთხოვს. გამოვხატოთ ეს გრძნობები წიგნებით - უკეთესით, რაც კი როსმე დაწერილა ადამიანის კალმის მიერ. კარგი წიგნი, სიხარულია უზარმაზარი ცხოვრების! „[შენ შედიხარ წიგნში,] წიგნი [კი] ეს არის ადამიანი - დაწერილი მისივე [საკუთარი] ადამიანისვე ხელით, მაშასადამე, საკუთარი ხელით, რომელიც მოქმედობს თავისუფალ ქვეყანაში, და რომელსაც იცავს დიადი ხალხის ზრუნვა, მშობლიური ხალხის ზრუნვა.
[ჩვენ, მეოცე საუკუნის პოეტებმა, განვიცადეთ გაცილებით მეტი, და განვიცდით გაცილებით მეტ დიდ დევნას, უსამართლობას,] ჩვენ ვიყავით ხალხთან 1917 წლის ოქტომბერში. ჩვენ ვიყავით ხალხთან როდესაც იგი შეუდგა ახალ მშვიდობიან მშენებლობას, რათა კარგადა და ბედნიერად ეცხოვრა ჩვენს მშვენიერ [ქვეყანაში] მზიურ საქართველოში.
ჩვენ ვიყავით ხალხთან, როცა ის თავს იცავდა თავდამსხმელ მტრისაგან, როცა მან მოინდომა ჩვენი თავისუფალი და სამართლიანი უფლებების ფეხქვეშ გათელვა.
ჩვენ ხალხთანა ვართ დღესაც, ღრმად შეჭრილნი [ვართ] მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვართ თანამონაწილე იმ დიდებული მშენებლობის, რომელიც დღეს სწარმოებს [საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად, კომუნიზმის ასაშენებლად]. ჩვენი კავშირის სხვა ძმურ ერებთან ერთად ჩაბმულნი ბრძოლაში უკეთესი მომავლისათვის, საყოველთაო ბედნიერების დასამკვიდრებლად, კომუნიზმის ასაშენებლად“.
*
ზ. ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის
თეატრის დირექტორს.
[საქართველოს საბჭოთა] მწერალთა კავშირი გთხოვთ დაეთმოს სახელმწიფო ოპერის თეატრი ა. წ. 7 მარტისათვის. საქართველოს სახალხო პოეტის, აკადემიკოსის გალაკტიონ ტაბიძის საღამოს მოსაწყობად, [მის ახალ] მისი [წიგნის გამოსვლასთან და] შვიდტომეულის გამოცემის დასრულების 5 წლის თავის აღსანიშნავად.
მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის მდივანი
1955 წ., 11 თებერვალი
ამნაირივე განცხადება რუსთაველის სახ. ინსტიტუტს (შ. რადიანს) გადავეცი. მან თავის მხრივ გადასცა ქოჩორაძეს.. Странно! ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, ქოჩორაძემ, მიუხედავად ნერვიულობისა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე...
17 თებერ.
დღეს ვიყავი ვახტანგ ქოჩორაძესთან ც.კ.-ში. ძალიან კარგად მიმიღო. ის ტელეფონით უკვე დაკავშირებია აკადემიას (კერძოდო, გაჩეჩილაძეს). მოითხოვს ამხ. მჭედლიშვილისთვის - ზუსტ პროგრამას.
ამის შემდეგ ვიყავი აკადემიაში. მოვიდა რადიანი შალვაც, შევთანხმდით, რომ გეგმას პროგრამისას წარვუდგენ ხვალ. იქ იყო მამია დუდუჩავაც.
*
ბახტრიონი.
ტრაკტატიიო.
გადავდე. გადავდევი.
მთვარე ანათებს - მთვარე არისო და სხვათა შორის საჭიროა. რა საჭიროა. რა საჭიროა. საჭიროა.
- რა ყოფილა ეს მარიჯანი.. სამი კაცი დაეხვია (ლავროსი, სერგო, თამარი) და ვერაფერი დააკლეს.
ჩვენ ქართველ ქალებს
თვალებთან ერთად
ჭკვიანი შუბლიც
მოეთხოვება.
Глупа как пробка.
Как ты глупа луна,
На чистом небосводе.
მე როგორ ვიქნები. რა ყოფილა? რა ყოფილა. ნეტავი ხვალვე დაიხევს, თუ არა? არ დაიხევს. მისი სახით ლაპარაკობს ბევრი.
კვაჭახია.
თამარი - ჭილაია - ლეონიძე.
*
28 მარტი.
პოეტების სექცია: 1. ზურაბ ჭუმბურიძე, 2. ერემო ქარელიშვილი, 3. ლავროს კალანდაძე, 4. გივი გაჩეჩილაძე.
სიტყვები ახალგაზ.: შ. ამისულაშვილი, ი. ნონეშვილი, ს. გრიშაშვილი, შ. დადიანი... ს. ჭილაია... [გიორგი კალანდაძე].
ბათომში.
მოსაწვევი ბარათები. ფოტო.
*
[ბიჭიკო გოცაძე.]
ცდა. საბურთალო. ბაზა.
ნავთლუღი. საჭესთან.
მშრალი მასალა. საშრობები. გატანა. მასალა ადგილზე.
ნავთლუღში - 2 საათისთვის.
სამშაბათი. მასალის შეძენა... მისი დამზადება ადგილზე... (მაგრამ).
ოთხშაბათი - ხელოსნები.
ხუთშაბათს გადატანა მასალების (ხე-ტყის) 150 რეისი.
აშენება. ნავთლუღში. საბურთალო. Сухумстрой.
ორშაბათს - 2 საათზე ნავთლუღში.
მაგრამ აი: ორშაბათს - ეხლა უკვე სამი საათია და ბიჭიკო არა სჩანს.. არა სჩანს.. არა სჩანს.. რა ყოფილა, რა ყოფილა, რა ყოფილა! წასულა, წასულა, წასულა!
*
არა! რასა ჰგავდა დღეს ლავროს კალანდაძე: „Партийная жизнь“-ში ჩვენს შესახებ წერილი ყოფილაო, სულ ტყავს გვაძრობენო. ეხლა ეს წერილი „Партийная Жизнь“-ისა მოსკოვის „სალიტერატურო გაზეთს“ გადაუბეჭდავსო: ლაპარაკი სულ ჩვენს შესახებააო. გვლანძღავენო, გვთათხავენო. არაფრად არ ვარგან არც ქართველი მწერლები და არც მათი ორგანიზაციაო, ე. ი. მწერალთა კავშირიო“.
ასე ლაპარაკობდა ლავროსი. დავინტერესდი, გადავხედე „პარტ. ჟიზნ“-ის 3 ნომერს და ვერაფერი შიგნით ვერა ვნახე. ასევე ლიტ. გაზეთშიც ვერაფერს შევხვდი.
როცა სამკითხველოში ასეთ ამბავში ვიყავი, ჩამოვიდა ზევიდან - მათი ქალი და მითხრა, „Парт. Жизнь“ - ჭილაია თხოულობსო.
უთხრეს, რომ არაფერი ჯერჯერობით არაა. ალბად, მეოთხე ნომერშია, მაგრამ მეოთხე ნომერი ჯერ არ მოსულაო.
ერთის სიტყვით, ამბავია რაღა.
ხვალ პრეზიდიუმის სხდომაა.
ჩაცივებია ლავროსი ჩემი ლექსების რუსულ თარგმანებს: არ ვარგა და არ ვარგაო. სიმონა ჩიქოვანის ლექსებს შესანიშნავად თარგმნიანო. რეგვენი.
ერთი რამ ნათელია ჩემთვის: როდესაც ძალიან ბევრს გაიძახიან, რომ გალაკტიონ ტაბიძის მთარგმნელები არ ვარგან, და ამ ტრაფარეტულ [აზრს] წამოძახილს სისტემატიური ხასიათი ეძლევა, ვიღაც ძლიერ დაინტერესებულია არა იმით, რომ გაუმჯობესდეს თარგმანის საქმე, არამედ იმით, რომ დააშინონ მთარგმნელები, [თითქო] აქაო და გალაკტიონ ტაბიძის თარგმნა ყოვლად შეუძლებელია, [ის] თითქო გალაკტიონი გენიაა და მთარგმნელიც გენია უნდა იყოსო, თორემ ჩვეულებრივი მთარგმნელი მას ვერ მისწვდება და აუცილებლად დამარცხდებაო. რომ არ დამარცხდეს, ჩვენ მაინც მას მხარს არ დავუჭერთო. და აი, მთარგმნელი იძულებული ხდება სულ ახლო არ გაეკაროს სათარგმნად [ამ] ჩემს მასალას. მაშინ როდესაც „ვეფხის ტყაოსანს“ თარგმნიან, არავის აზრად არ მოდის შეუძახოს მთარგმნელს, როგორ ბედავ, „ვეფხის ტყაოსანზე“ მუშაობასო. ეს რომ მომხდარიყო, ჩვენ არ გვექნებოდა ათამდე სულ სხვადასხვაგვარი თარგმანი „ვეფხის ტყაოსნისა“.. თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ შოთა რუსთაველი სხვაა და მისი მთარგმნელები: კ. ბალმონტი, შ. ნუცუბიძე, პეტრენკო, ცაგარელი და სხვები, არც ერთი გენიოსი არ არის, მაგრამ თვითეული რაღაცას ახერხებს და გადმოგვცემს. რა შუაშია აქ გენია და ან შეუძლებლობა თარგმნისა?
არსად ასეთი გატაცებით არ გაიძახიან, რომ გალაკტიონ ტაბიძის თარგმნა შეუძლებელია, როგორც ჩვენში. განსაკუთრებით ამას გაიძახიან ლავროს კალანდაძე, ს. ჩიქოვანი და საზოგადოდ ფუტურისტები და სხვ. ცხადია აქ ეშმაკურ ამბებთან გვაქვს საქმე.
აფხაიძეს უთაქეს 16 მარტს.
* * *
საინტერესო იყო 16 მარტის პრეზიდიუმის სხდომა. აქ ბ. ჟღენტმა პირველად გაიგო, რომ ის მიმაგრებული ყოფილა რუსულ სექციასთან. პოეზიის სექციასთან მიმაგრებულად გამოაცხადეს გრ. აბაშიძე, მაშინ, როდესაც ის ბიუროს წევრია! ამასთანავე... პრეზიდიუმის წევრებს ამაგრებენ სექციებთან საერთოდ... და სხვ.
კვარტალი არ დასრულებულა და უკვე შეფასებას შესდგომიან. რა აჩქარებთ? კარგად დაიწყეს სექციებმა და შემდეგ შეანელეს მუშაობაო. ჰმ. ეს აშკარა ხელის შეშლაა. ჩარევა უადგილო.
გრ. აბაშიძე აკტივობს ვითომ... არრა იცის მონტესკიესი, მოხსენებებს კი აკეთებს მასზე. ჩემკენ რაღაცას იბღვირება, თითქო მეკამათება.
ლ. კალანდაძე თავს იგდებს. მან პარადულ საღამოდ გამოაცხადა აკ. წერეთლის საღამო.
კ. ლორთქიფანიძე ეომება მრევლიშვილს.
იჭრებიან, ან უნდათ ძალზე, შემოიჭრან პოეტების სექციაში.
ჭილაია, ბ. ჟღენტი, აბაშიძე და სხვები მიჰქარავენ ძალზე.
ჩვენ განვაგრძოთ.
* * *
[ეკლიანი გზით, გზით დადაგულით.]
[ვინც სიყალბეს არ ემორჩილება]
ვინაც სიყალბის სუნთქვას ვერ იტანს,
ვინც [ყველას] დევნილთ ძმაა [და მეგობარი] სულით და გულით,
ვინც სინათლისთვის [ბედს ეცილება] მიჰყვება მიზანს
ეკლიანი გზით, მზით დადაგულით.
ვინც პოეტია და მეგობარი,
ვისთვის უცხოა ხმა: დაჰკა-დაჰკა,
ვინაც მზადაა იტვირთოს ჯვარი, [ჯვარზე გაიკრას]
რომ სამშობლოს არ მოეცხოს [ჩირქი] ლაქა.
ვინაც იტანჯა, უყვარდა თანაც,
ვისც გაბედულათ სწევს აღმაფრენა,
ვის გულშიც ცოცხლობს კაცთა გატანა
და უკეთესი მომავლი რწმენა!
* * *
ვინც [დევნილთ ძმაა,] დევნილთა მზით,
სულით და გულით,
ეკლიანი გზით,
გზით დადაგულით.
ვინაც მზადაა,
იტვირთოს ჯვარი,
ვინც პოეტია,
და მეგობარი,
ვინაც იტანჯა,
უყვარდა თანა,
ვის გულშიც ცოცხლობს
კაცის გატანა.
ვინაც სიყალბის
სუნთქვას ვერ იტანს,
ვინც სინათლისთვის
მიჰყვება მიზანს!
ვისთვის უცხოა
ხმა დაჰკა-დაჰკა,
რომ სამშობლოს არ
მოეცხოს ლაქა.
ვის გაბედულად
სწევს აღმაფრენა
და უკეთესი
მომავლის რწმენა!
[მისას] მიდის, მისას
ამ [ჭიქით] ყანწით მარადჟამ
სადღეგრძელოს ვსვამ
სულით და გულით.
ვადღეგრძელებ მას,
ვით საყვარელ ძმას,
უძვირფასეს ხმას,
და დროშას მისას.
*
ვაზის ჯიშები. 80 სურათია. 12 წიგნია (ერთიც ზედმეტი).
1. ყდა. 2. ყდა. 3. პირვ. ფურც. 4. რთველი.