დღიური-629-20 - 1952 წელი
17 მაისი. 1952.
ჩვენი აივანი თანდათან, თანდათან აკტიური ხდება, ლამაზდება, სიამაყის იერს იღებს. მშვენიერდება.
გუშინ, მაგალითად, მთელი წინამდებარე უზარმაზარი სასახლე სახელმწიფო გამომცემლობის, პოლიგრაფიული ტრესტისა და წიგნის პალატა მას (ჩემს აივანს) თვალს არ აშორებდა.
რა ხდებოდა აქ? სრულიად უბრალო რამ: აივანი იფინებოდა ცემენტით - მუშაობდა ამ საქმეზე სამი ხელოსანი და ეს იქცევდა ყურადღებას.
მალე ცემენტი გაშრა.
დღეს დილით კი ჩვენი აივანი დაფარული იყო აკაციის ახალთ ახალი ყვავილებით. სწორედ ჩვენი ხიდან, ჩვენი ძვირფასი ეკლის ხიდან ცვივოდა ახალთახალი ყვავილები.
ერთბაშად ორი სიხარული: ახალი აივანი და ახლად გაშლილი ეკლის ხე!!!
17 მაისი, 1952 წელი, შევა ჩვენი აივნის ისტორიაში, ახალი ცხოვრების დაწყების დღედ!!!
ვინახავ სახსოვრად იმ აკაციის 42 ყვავილს აკრეფილს ჩემს აივანზე 17 მაისს, 1952.