შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-606-8 - 1952 წელი


„მშვიდობა“
(კანტანტა)
1. ოლღა ბარამიშვილი. მას მიართვეს ყვავილები, [როდესაც კანტატა დამთავრდა] გაუმართეს დიდი ოვაციები.
2. პ. ხუჭუამ წარმოსთქვა სიტყვა. ეს სიტყვა შესანიშნავი იყო, იგი ეხებოდა როგორც მუსიკალურ მხარეს კონტატისა, ისე ტექსტს ლექსისას, აღიარებდა რა მას ძლიერად და შესანიშნავად.
3. მღეროდა კონსერვატორიის სტუდენტი და საერთო ანსამბლში მონაწილეობას იღებდა არა ნაკლებ 50 კაცისა (თუ მეტი არა).
4. ძლიერ მოეწონა ვანო წულუკიძეს - „ეს მხოლოდ გალაკტიონს შეეძლოო“ (მეც გამიმართეს ოვაციები).
5. საჭიროა ვინმეს გადავაწერინო ეს მუსიკალური ტექსტი მთლიანად (იქვე კონსერვატორიაში არიან გადამწერლები). იგი მეც მექნება დოკუმენტად და გამოფენისთვისაც კარგი იქნება. გადამწერელს უნდა ეთხოვოს, გადაწერილ იქნას კანტატა ცალ გვერდებზე.
7. საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა მსგავსივე რამ დაიწეროს (ე. ი. გადაითარგმნოს რუსულად????).
8. 9. ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა (ერთი დღე კონსერვატორიაში). ვ. წულუკიძე კარგი იქნება გამოვიდოდეს. ვინ არის კომენდანტად?
20 ноябрь, 1952 წ.