შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-499-8 - 1952 წელი


1. როდისთვის არის - იმედი.
2. გაქვთ ჩემი შემნახველი სალაროს წიგნაკის ნომერი?
ანანიაშვილი.

ფლორა. პირვ. ნახევარი.
3-23-42. 3-40-83. 85-23 - იარალოვი.

*
მნათობთ ჯიბეს
სწვდა ვით ჯღიბა –
На безрыбье
И рак  - рыба.

*
ნაწილი წიგნებისა გაგზავნილია უკვე საქ. წიგნში, ნაწილი კეთდება პოლიგრაფტრესტში (იარალოვი).
ანდრო თევზაძე მოხსნილიაო სამსახურიდან. ეხლა მე ვზივარო აქ, ამაყად ამბობს კალე ბობოხიძე. ძალიან დაფაცურდენ გარშემო რაღაც.

56-66. საქ. წიგნის დირეკტ. კაბინ.

*
თუ გულისკენ ცეცხლი ჩქარობს,
სწვავს საუკუნოდ.
ყველაფერი გულით ხარობს,
ცეცხლი - უგულოთ.
1952, III

*
ხესაც კი აქვს გული,
ზოგს ადამიანს კი არა.
18 მარტი