შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-482-11 - 1952 წელი


ამხ. გ. ტაბიძეს.
გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“ გთხოვთ, 25 აპრილამდე აცნობოთ უახლოეს 5 წლის განმავლობაში რა წიგნს მოაწვდით გამომცემლობას.
აღნიშნეთ პირობითი სახელწოდება, თემა, ფორმათა რაოდენობა, ჩაბარების დრო.
დირექტორი: გვეტაძე

აღინიშნა №2. 66 მწერალი.
მივიღე 1952 წ. 16 აპრილს.
25 აპრილამდე - მთელი ხუთი წლის მუშაობის ამბავი? რას ნიშნავს. ამდენი ხნის უგეგმობა, ქაოტურობა, შეგნებულად გვერდის ავლა.

*
1. ტ. ტ. და გ. ტ.
2. „თანამგზავრი“.
3. გარსშემოიკრიბა ნათესავები.
4. შურისმძიებლობა.
5. ფარული ბრძოლა.
6. თავდაცვა, პარტიაში შესვლით.
7. უპასუხისმგებლობა.
8. 30 წლის განმავლობაში ჩემზე მხოლოდ ერთი ბროშიურა გამოვიდა.
9. ბრძოლა: არ აწერენ, რომ მე სახალხო პოეტი ვარ (ს. ჩიქოვანის თეორია).
10. არ უთმობენ ანტოლოგიებში შესაფერ ადგილს.
11. გაუპიროვნებისაკენ მისწრაფება.
12. ყოველ წელს თავისი  წიგნი.
13. მართალი იყო თუ არა ამბავი: თითქო „ს. მ.“ სცემს მხოლოდ იმ ავტორებს, რომელსაც არა სცემს სახელგამი! (შანშიაშვილი?).
14. დაჯგუფება „საბჭოთა მწერლობა“.
15. მოწყვეტა მწერალთა მასსებისაგან (ახალი მესსიანიზმი).
16. რა მაიანა, რა მაიანა!
17. ინტრიგები ანტოლოგიებით.
18. რ. გვეტაძემ რომ ფეხი იტკინოს?
19. გ. ლეონიძე, გ. ტაბიძე (სია, მწერალთა ახალი ორიენტაცია), (ბრძოლა იმისათვის,  რომ ვინმე უნდა დამადგეს თავზე).
20. რატომ ასე თავგამოდებით ებრძვიან სახალხო პოეტს? (ხომ არ არის აქ „ც. ყ.“-ბის შურისძიება?).
ეხლა რაჟდენა შეფუცხუნებულა ახალი მდივნის დანიშვნით. მთელი მისი ამდენი ხნის მუშაობა იყო ყალბი, კანდიდური ტონისა, ეს მის ბუნებაში იყო. „არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა“. შეიძლება ითქვას, რომ „ს. მ.“ არის ყოფილი ყანწელების და ფუტურისტების თავშესაფარი.