შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-469-2 - 1952 წელი


24 ოქტომბერი. 1952 წ.
[„საიდუმლოს ვერ მომტაცებს]
„დიდი ხნიდან საიდუმლოს
მეც ღრმად გულში დავატარებ“.
[არ ვუმჟღავნებ ქვეყნად არვის,
ნიავსაც კი არ ვაკარებ"].

*
მით უძლოს.
[საიდუმლო] [სამშობლოსთვის.]
[საიდუმლო] სახალხო მგოსნის [სამშობლოს] საიდუმლო.

სამშობლომ თვისი საიდუმლო [გამანდო] [მოგანდო] გაგანდო მგოსანს -
[ის საიდუმლო] ფიცის ქვეშ, რომ [შენ] შეინახავ [მას] იმ საიდუმლოს.

*
 „Великая Грузия“.
მრავალწამებულმა ჩემმა [საქართველომ] სამშობლომა
[თვისი] დიდი საიდუმლი მანდო თავის მგოსანს,
როცა [ჩვენი] მწუხარების ცრემლმა გადათრთვილა.
[ფიცის ქვეშ] ფიცით.

*
მრავალწამებულმა ჩემმა სამშობლომა
დიდი საიდუმლო მანდო თავის მგოსანს,
იგი ჩემში არის, მზეა თუ ობლობა -
ვიცავ მშვიდობას თუ ვარღვევ გარემოცვას -
[თუმცა ვიცი, ჩემი გული მძიმედ დაჭრილია].

*
ვიცავ მშვიდობას თუ ვარღვევ გარემოცვას,
მისი მუდამ მახსოვს...
დიდი საიდუმლო მანდო თავის მგოსანს,
მრავალწამებულმა ჩემმა სამშობლომა.

*
ეს იყო რეპეტიცია? განმეორება მისი, რაც არა ერთხელ ჩაუდენიათ.

გალაკტიონოლოგია.

ავერინი, ხელაძე, ასათიანი, ჩხიკვაძე, ქუჩიშვილი, ტაბიძე.
7. აფთიაქი. 7.