შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-295 - 1952 წელი


ასპარეზია - უმაღლესია. უმწარესია - უბრძნესია. წესია - უდიდესია. გითესია - [უმნიშვნოვ]. უეკლესია -  უმხეცესია. ხარვეზია - ალერსია. უარესია - უხუცესია. უქარვესია. ფესვია. ლექსია. ეკლესია. ერეკლესია. ტალკვესია. „მე“-ზეა.. რა მიზეზია? კიდეზეა. მზეზეა. ანკესია. უძველესია. პოეზია. შემოგესია. ხრამგესია. საქმე სიწრფელეზეა. საქმე სიუხვეზეა. საქმე სიმაგრეზეა. საქმე სიმართლეზეა. საქმე უწმინდესია. მტრულ საქმეზეა. სიმძაფრესია. გაუსრესია. მთვარეზეა. უმდარესია. სიმდიდრესია. უმეტესია. ბრბო სახეზეა. უმჯობესია. მუდმივ ესეა. მოზარეზეა.

[ხალხი ჩემს მხარეზეა]
ვის მხარეზეა ხალხი
მოგონება

[ლექსებს ყრმობის დროინდელს,
განს ვდებ, როგორც წესია,]
[თეატრი ჰქუხს] [გამოვდივარ] გამოდიხარ სცენაზე
ისე, როგორც წესია.
მაგრამ [რაღაც] [დათმობის] [დაბნევის] მთელი დარბაზი
[გზას ვარ] გრგვინავს. რა მიზეზია?
[გამოვდივარ] გამოდიხარ სცენაზე.
ფართო ასპარეზია.
- წაგვიკითხეთ „ატმები“.
- „მერი“ უმჯობესია!
- გვინდა „ლურჯა ცხენები“,
[იყოს რაც] უმათოთ ხარვეზია.
- გვინდა „მთები გურიის“,
ის მაგარი ფესვია.
- წაგვიკითხეთ „მთაწმინდის
მთვარე“, [უტკბილესია], [უძველესია] ძველი ლექსია,
[მაგრამ გაჭირვებისას
სწორედ რომ ტალკვესია]
მაგრამ განა აქ საქმე
[მარტო] [მხოლოდ ამ მთვარეზეა?]
ვითომ სიძველეზეა?
წინად მთვარე იყო და
ეხლა კი ხრამჰესია.
[- ეპოქა - გაჭირვების]
[- „მესაფლავე“ ჭირის დროს
სწორედ რომ ტალკვესია].
[წაგვიკითხეთ ლექსები -
ხალხში რაც გითესია]
- „მე და ღამე“ - ეს არის,
[მართლაც რომ] [ნამდვილი] თუ არის პოეზია!
„მესაფლავე“ - უხუცესთ
[მართლა] ძველთა უხუცესია.
[გვიყვარს] [რა ვქნათ, თუ ძველი ლექსი
ცოტა უმწარესია.]
[- ძმებო, ვეუბნები მათ]
რა ვუყოთ, თუ [ძველი] იგი დრო
ხსოვნად უმწარესია.
წაგვიკითხეთ ლექსები,
ხალხში რაც გითესია.
იყოს, რაც გიწერია,
[დარჩეს, რაც ხარვეზია,]
ცოდნა მაშინდელობის
ჩვენთვის უმთავრესია.
წინად მთვარე იყო და
ეხლა თუ ხრამჰესია.
წაგვიკითხეთ „ეპოქა“
ანუ კვლავ ხრამჰესია -
რაც კი [რევოლიუციის] დიდი ოქტომბრის
უსაყვარლეს მზეზეა.
ლექსი სიწრფელეზეა,
ლექსი სიუხვეზეა,
ლექსი სიმაგრეზეა,
ლექსი სიმართლეზეა,
ლექსი სინათლეზეა,
ლექსი სიწმინდეზეა,
ლექსი სიმძაფრეზეა,
ლექსი სიმაღლეზეა.
ლექსი მზის ალერსია -
თორემ რასაცა სწერენ,
[ყველა ლექსი - ლექსია?]
მხოლოდ გალაკტიონის
ლექსი მართლაც ლექსია.

*
გამოდიხარ სცენაზე
ისე, როგორც წესია.
მაგრამ მთელი დარბაზი
გრგვინავს. რა მიზეზია?
გამოდიხარ სცენაზე,
ფართო ასპარეზია.
- წაგვიკითხეთ „ატმები“.
- „მერი“, უმჯობესია!
- გვინდა „ლურჯა ცხენები“,
- უმათოდ ხარვეზია.
- გვინდა „მთები გურიის“,
ის მაგარი ფესვია.
- წაგვიკითხეთ „მთაწმინდის
მთვარე“ - ძველი ლექსია.
მაგრამ განა აქ საქმე
მარტო სიძველეზეა?
- „მე და ღამე“ - ეს არის,
თუ არის პოეზია.
- „მესაფლავე“ - უხუცესთ
ძველთა უხუცესია,
რა ვუყოთ, რომ ბევრი რამ
ხსოვნად უმწარესია.
წაგვიკითხეთ ლექსები,
ხალხში რაც გითესია.
წინად მთვარე ნათობდა,
ეხლა თუ ხრამჰესია.
- წაგვიკითხეთ „ეპოქა“,
რაც ოქტომბრის მზეზეა.
რაც კი სიწრფელეზეა,
რაც კი სიუხვეზეა,
რაც კი სიმაგრეზეა,
რაც კი სიმართლეზეა,
რაც კი სიწმინდეზეა,
რაც კი სინათლეზეა,
რაც გულთ სიმძაფრეზე და
სულის სიმაღლეზეა.

* * *
ამხ. რედაკტორი [ო!] საეჭვო წყაროს
პირს მოვალეა კოკით იაროს...

თუმც ბევრჯერ ტვირთქვეშ წამოიჩოქა,
მიაქვს და მოაქვს ჭორების კოკა...

მორწმუნეს ლბილ გზის და ფიანდაზის
ვეჭვ, ცნობა ჰქონდეს ძველი ანდაზის.

ცნობილს [ჯერ ისევ] ამ წყაროს მიდამოიდან:
კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს!

გ. ტაბიძე

31 დეკემბერი, 1952 წ.