შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-290 - 1952 წელი


აქედან: 88-(89)-90.
აქამდე: 478-480. ვაკლებთ - ერთი გვერდი.
უნდა გასწორდეს გვერდები. ნუმერაცია.
წინასიტყვაობა.
ჩემს მიღწევებს აწერს შემდეგ სხვებს.
11-22.

I. 1908-1917. II. 1917- 1932. III. 1933-1941. IV. 1941-1945. V. 1946-1952.

*
Корнеев Борис Бывает в „Заре Восток“ в 4 часов. 3-11-22.
ჭილაიაც ჩამოვა 3 საათზე.
10 საათზე რეკავს რიფსო - კვირას გორში გვიწვევენო, ტელეგრამააო (რიფსო).

*
გალაკტიონოლოგია.
საიუბილეო დღეები ახლოვდება.
მინდა რაიმე კონტაქტი. უსათუოდ საჭიროა რაიმე კონტაქტი, უამისოდ შეუძლებელია. უკონტაქტოდ! ააათის შემდეგ...
მაგალითად, წიგნის შესახებ და სხვ.
ჩარექიშვილი.

*
30 ოკტ., 1952.
კოლეკტივია!
პარტკომი. კომკავშირი.
ჩემი ლექციებიო, ამბობს სავლე, არ გამოაცხადეს „სავლე“. არ გამოაცხადეს,  რომ „გამავრცელებელი“ საზოგადოებაო.
მოვაო, თუ არ მოვაო.
ავტობიოგრაფია.
აბულაძე სავლე. ორი ლიტ. წრე.

*
ფალიაშვილის 47. სოლომონ ცაიშვილს.
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტიდან.
ავტობიოგრაფია.

*
ამ ლექსებში პოეტი [ხაზს უსვამს] ხაზგასმით ამბობს:
„დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით,
ვინც მედგრად დახვდება მტრის რისხვა-მუქარას“.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დიდი სახალხო პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული ბიოგრაფია და მთელი საბჭოთა [ლიტერატურის] მწერლობის ისტორია [გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული ბიოგრაფია] იწყება ცხრაას ჩვიდმეტიდან, დიდი ოქტომბრის რევოლიუციის დღიდან. ჯერ კიდევ თებერვლის რევოლიუციის პირველსავე დღეებში... და შემდეგ ისე...
ბელიაშვილი.