შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-620-11 - 1951 წლის შემდეგ


I. ბესარიონ ჟღენტი. „გალაკტიონ ტაბიძე“ (მოხსენება, წაკითხული გალაკტიონ ტაბიძის დაბადების 50 წლისა და ლიტერატურული მოღვაწეობის 35 წლის თავის აღსანიშნავ საღამოზე ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, 1943 წლის 29 ნოემბერს. მოხსენება შეიცავს 33 გვერდს).

II. შალვა რადიანი. „გალაკტიონ ტაბიძე“ (ყურადღება! ვიწყებთ ლიტერატურულ გადაცემას ციკლიდან: „პოეტები მიკროფონთან“. ამხანაგო რადიო-მსმენელებო! მიკროფონთან არის საქართველოს სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. პოეტის გამოსვლამდე მოისმინეთ შალვა რადიანის წერილი „გალაკტიონ ტაბიძე“). თარიღი არა აქვს.
III. აკაკი გაწერელია. „გალაკტიონი“ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით მხატვრული ლიტერატურიდან აკადემიკოსების კანდიდატად ვაყენებთ საქართველოს სახალხო პოეტს, ორდენოსანს - გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძეს). №N. B. აკადემიაში არჩევის დრო: 22. II. 1944.
IV. ბესარიონ ჟღენტი. „დიდი წიგნი“ (სიტყვა, წარმოთქმული საქ. სამხატვრო აკადემიაში გალაკტიონ ტაბიძის პატივსაცემად გამართულ საღამოზე. სიტყვა შეეხება საქ. სახელმწიფო გამომცემლობის მიერ 1945 წ. გამოშვებულ გ. ტაბიძის რჩეულ ნაწერებს).
V. პეტრე ბახტურიძე. გარჩევა წიგნისა „გალაკტიონ ტაბიძის პოეზია“ (ს. ჭილაიასი, დაიბეჭდა „მნათობში“, 1951 წ., №№12).
VI. Этери Шушания. „Творческий путь Галактиона Табидзе“. Автореферат. Диссерт. раб. на соиск. уч. степ. канд. филологич. наук.
VII. ილია ბახტაძე. „გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრება და შემოქმედება“ (ლექცია). 1947 წ.