შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-273 - 1951 წელი


1. შეტანილია ცვლილებები ლექსში „მშობლიურო ჩემო მიწავ“.
2. ამოღებულია ლექსი „სტალინი“ (არწივისა და ბაზალეთის გამო).

*
1. 1950 წელს ჩემმიერ [გამოცემულ იქნა] დამზადებულ იქნა და გამოიცა სახელმწიფო გამომცემლობის მიერ ჩემი ნაწერების მეშვიდე ტომი.
2. ამავე წელს ჩემმიერ დაწერილ იქნა პოემები: „ომი და მშვიდობა“, „შემოგვიგზავნეთ იარაღი“, „ქიტესა“, „გამოგონება“ და სამასამდე ლირიული ლექსი. [ამასთანავე დავამზადე მერვე ტომი].
3. ამავე წელს  მოსკოვში [სახელმწიფო გამომცემლობამ] გამოვიდა ჩემი ნაწერების კრებული „Избранные cтихотворения“.
4. აგრეთვე დავამზადე გამომცემლობა „ზარია ვოსტოკა“-სთვის - [სიტყვა-სიტყვითი] პროზაული თარგმანები მის მიერ განზრახული [ჩემი] წიგნისათვის.
5. 1950 წელს ჩემმიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სალიტერატურო საღამოებისა.

*
VIII ტომისთვის:
უნდა მოინახოს ლექსი ჟურნ. „განათლება“-ში „მასწავლებელო, ჩამოჰკარ ზარი!“ (1912, 1913, 1914 г.).

*
იყო: ამფეთქებელს და შემკავშირებელს.
არის: ხალხთა ბელადს და შემკავშირებელს.
იყო: გზით - გაკვალულით.
არის: გზით შუქმოსილით...

Кутаисский театр
„В марте 1861 года в Кутаиси историк Дмитрий Бакрадзе поставил первый грузинский спектакль. Состоялось представление пьесы „Раздел“, написаной основоположником груз. театра Георгием Эристави“.
Так началась история театра в одном из древнейших городов Грузии.
გამოდიოდენ შემდეგ: კოტე ყიფიანი, კოტე მესხი, ვასო აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, ვალერიან გუნია, ნინო ჩხეიძე, ალექსანდრე იმედაშვილი, იუზა ზარდალიშვილი.
Немало труда и творческой энергии вложил в дело развития Кут. театра великий поэт Акакий Церетели.
Театр был рассадником прогрессивных идей.
„Заря Востока“, 1950, №123 (Воскр., 11 июня)

ლადო მესხიშვილი
„На протяжении многих десятилетий, Кутаисский театр был рассадником прогрессивных идей, глашатаем революционно-демократической мысли; Замечательный артист Ладо Месхишвили в бурные дни 1905 года, зажигал сердца людей горячим протестом против произвола самодержавия“.
„Заря Востока“, 1950, №123, Воскр., 11 июня

*
ცხენისწყალი.
ტეხური - ტეხირი, ტეხურა, აბაშა.
ცივი (მენჯთან,  მდორეა, მაგრამ ღრმა).

*
კაცთა უბოროტესთა - აზრი ვინ არ იცოდა -
[მაშინაც კი] [იმ დროშიც] იმ ხანაშიც, როდესაც - რეიჰსტაგი იწოდა.

[მაგრამ განა ყველასთვის იმგვარადვე ცხადია,]
აზრი საქმედ თუმც აქციეს, მაგრამ განა ცხადია,
[ინგლისის] ბრიტანეთის რეაქციას, რა სურს ან რა სწადია?

და მეორე [მსოფლიო] ამა ომის ქვეყნად გამჩაღებელი,
ვინ არის [რომელი არს] იმ მისაწვდომი კარების გამღებელი!

[რა გგონია, ინგლისმა] ან ინგლისელ "უბირებს" არა ჰყავთ მზვერავები,
არ [იციან] გრძნობდენ, რას უპირებს [ხვალვე] მათ ჰიტლერის სვავები?

[და] სულ არ არის [აქ] საჭირო, [რომ იგი] აქ დიდი გულთმისანი,
რომ მზვერავი გააჩერო, [სცნო ჰიტლერის] გამოჰკითხო მიზანი.

მეორე მხრით [ჰიტლერის ძალა,] [შეჩერება] <...>: ჰიტლერს, როგორ გგონია,
ბრიტტის განწყობილება [მას] ჯერ არ აუწონია?

და არ იცის, [თუ] რა ხვდება [ბრიტანეთის] ამერიკის მთავრობას,
[რაისთვის] როდესაც ემზადება, სად აპირებს მგზავრობას?

[ვინ ირწმუნებს] ან ვით ახსნი აქ სიზმარს, - ინგლისის და სხვებისას,
თვალთმაქცობას საზიზღარს - [რაღაც მიეთ-მოეთის?] მიეთ-მოეთებისას?

იქნებ ინგლისისაგან - გერმანიის წურბლები
აღმოსავლეთისაკენ მოქმედების უფლებით,

[აღჭურვილნი არიან] აღჭურვილან  სრულად და იქნება, ვინ იცის,
პაკტიც დადებულია გერმანია-ინგლისის -

რომ ჰიტლერმა სხვა გზისკენ - [საქმეს] მისცეს მდევრობა,
[მისცეს ბოლშევიზმისგან] რათა კომუნიზმისგან (დაიფაროს ევროპა!).

იქნებ დაბნეულობა - უშლის ჰიტლერს [უვადოს,] უცადოს -
[მთელ] და მსოფლიოს უნდობლად - ომი გამოუცხადოს?

ან იქნება, არა ხვალ, არამედ დღეს, სწორედ დღეს -
სწყვეტენ  საკითხს, კვალდაკვალ, სად ვინ შეიარაღდეს -

და, [იქნება,] არა ხვალ, სწორედ დღეს, [მსოფლიო ომს] [დღის] [იქნებ] შეიძლება განკითხვის,
[უკვე გადაწყვეტილი არის] მსოფლიოსი გადაწყდეს დიდი ომის საკითხი.

მიუნხენის პირობა! აქ, ვინ იცის, გენია -
[არა პირდაპირობა] მხოლოდ უცხვირპირობა, [არა...] მხოლოდ ჩემბერლენია?

თუ, ერთის მხრით [საბჭოთა] ასევე კავშირის წინააღმდეგ -
ჰიტლერს წააქეზებენ, [და მოედონ] [მეორე] [მეოთხე] საბჭოეთის კარამდე.

[მეორე მხრით] ჰიტლერს არ ენდობიან: „ის შურს ვით არ იძიებს".
და შიგნითვე უქმნიან, [ათას] რყევას, ოპოზიციებს.

ეს კი [ყოვლად წარყვნილი და ორგვარი] წარყვნილ ნამუსის ხრიკი არის ორგვარი,
[იანუსის თვისება] იმ ძველი იანუსის ხრიკის თანამოგვარე.

[ვინ არ იცის] სადაც კაპიტალია, [სადაც მხოლოდ] გულის ნაცვლად ფულია, -
ხრიკი უმაღლეს ძალად - აღიარებულია!

[სინდისს,] იქ ხომ [პატიოსნებას არა აქვს გასავალი] პატიოსნების ასავალ-დასავალის
საქმეს მხოლოდ ოცნების მხარეს აქვს გასავალი.

ჰიტლერელთ შინაგანი, [დიდი] ქიშპი, უთანხმოება -
არის [დიდი] შვების საგანი, [და დიდი] ღორული სიტკბოება.

ისევ იმ დასავლეთის - [რეაქციონერობას] [რეაქციონერების] რეაქციონერთათვის,
[აგერ პრაღა, ვარშავა - რისხვათ რისხვა ერთათვის.]
ეჰ, ვინ იცის, რა ბედით - [დარბ] მოდის მცირე ერთათვის?

[აგრესსია, [რომ გასცეს] გადმოსცდეს - პრაღასა და ვარშავის]
რას იქნება ან რაღას - [რას იტო] გაიგონებს მესსია -
ვარშავასა და პრაღას - რომ გასცდეს აგრესია.

რომ მიზანი იყოს აქ დარღვევის და დაფლეთის
ჩვენი დიდი კავშირისა, ჩვენი აღმოსავლეთის?

ჩვენი [მოულოდნელი პაკტი არის] [ბიჯი] გზაა ამხანად - მხნე, უცები, ავდარი,
რამაც მტერს და მუხანათს აურია დავთარი.

[დროებითმა კავშირმა -]

და ამჟამად საქმენი - [გარემოცულ] შიშით მოცულ პარიზის -
[ცბიერმა და] ყველაფერში გაქნილმა დელადიემ არ იცის?

[ჩვენი გერმანიასთან დროებითი კავშირი].

*
1. ბებიას ამბები - 1600. 2. ლხინი ჭადრის ქვეშ - 400 (აფხაზეთის გაზეთში). 3. წიგნების პოემა - 600. 4. მაისი და მშვიდობიანობა - 200 (დაბეჭდილია). 5. უჩა და ბიკი - 756. 6. ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება - 3708. წაკითხული აკად. 7. ქიტესა - 290. 7. 546.

ეძებს სიზიფე.

[ბებიას ამბები] ჰეი, ჰეი [ჭრელთვალავ] შავთვალა! - 1600.
ლხინი ჭადრის ქვეშ - 400 (ეს იყო გუშინ).
მაისი და მშვიდ. - 200.
წიგნების პოემა - 500 (გამოგონება).
უჩა და ბიკი - 756.
მშვიდობა და კაცთა შორის სათნ. - 3708. „ომი და მშვიდობა“.
ქიტესა - 290. ევა.
პირველი ენკენისთ. - 234.
ძლეული სენი - 558.
7788.
7788 + 28 = 7816 + 40 = 7856.
160 стихотв.

*
- [ბრმამ ესროლა] ჭინკამ სტყორცნა ებგენს ქვა.
- [მერე იმ ბრმამ] იმ ებგენმა რაღა სთქვა?
- არ-რა! იდგა, როგორც ხე.
- როგორც ხეო? ხე-ხე-ხე!
- კიდევ მიაყოლეს [ბრ]მას.
- კიდე არ იღებდა ხმას?
- ხმასო? იდგა, როგორც თხა.
- ხა, ხა, ხა-ხა, ხა-ხა, ხა!
- ხე-ხე-ხე, ხი-ხი-ხი!
- ასე ეკუთვნოდა კი!
- არც არა სთქვა და არც ჰო?
- ხე, ხე, ხე, ხე-ხო, ხო, ხო!
- არც [ტვინი] აზრი აქვს, არა ფხა.
- ხა, ხა, ხახა! ხახა-ხა!
- [დაათენეს მწარე] იმას კი დაადგა დღე -
- ჰა, ხა, ხახა, ხე, ხე, ხე!
- ქვე-ჭი, ქვე, მითხარი, ქვე,
ის კაცია, თუ ბრმა ტყვე?
- მაგრე, ძმაო, რატომ სჯი...
- ქვეჭი-ქვე, ქვე [წამხდარა] წამომცდა, ჭი!

კი-კი-კი-კი. კი-კი-კი.
ქვე-ქვე-ქვე-ქვე-ქვე-ქვექვე.

*
[ეხლა კი დიდედამ
რა გული დაიცხრო...]

[და კითხვა დაიწყო]

წინ ძველი წიგნები
დიდდედამ დაიწყო -
გაშალა [ერთი] პირველი,
და კითხვა დაიწყო:

*
„С хвостом годов
Я становлюсь
Подобием -
Чудовищ    
Ископаемо-хвостатых“.
В. Маяковский

„პაციფიზმი“-დან
1. ათასრვაას სამოცდაათ (ზოლიდან) (გვ. 9). 2. ლონდონი სდუმს, არ აქვს გრძნობა (გვ. 12). 3. ამერიკის იმგვარ სცემს გული (12). 4. აუჩქარებლად, დინჯად, დროდადრო (14). 5. აჰ, შორს გაისმის ფოთლების ვალსი. 6. როცა ანტანტა შეუდგა სამხარს (14).  7. პაციფიზმს აქვს თავის პრესა - მარა რა? (15). 8. ევროპა, გახსოვს, რომ გარიგებდენ (15). 9. ევროპა, როგორ არ იცი? (15). 10. გულს ნუ მოიყვან ჩანკაიში (15). 11. მათ ბევრი ყავთ ხელოვანი (15). 12. ენაზე აკრავთ ხალხი, ნაცია (15). 13. ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე (16). 14. იმ ერთა ლიგას მოხსნეს კარები (16). 15. ქსენძიც ამბობდა (16). 16. თეთრი იძახის: ჰოი, რუსეთი! (17). 17. ევროპაში რომ მუშა და ვაჭარი (17). 18. გაზაფხულის დამდეგია (დიდი <...>) (17). 19. ხედავთ, რაგვარად შეამოკლა (20). 20. გრიგალი მოჰქრის, სავსე ზმანებით (20). 21. კიდევ რამდენს, კიდევ რამდენს... (21). 22. ასწი ტეხნიკა (21). 20. 1927. VI. ვენა. 22.

*
მე ამას ვაბრალებ.
შევიძინე კალენდარი, შევიძინე კალენდარი, შევიძინე კალენდარი.
რეჟიმია საჭირო.

*
[მოგილოცავ]. Павлуша.
Дорогой Павло Григорьевич.
გავუხეთქეთ გული.
არქივი. არქივი. არქივის.

*
მიიძიეთ, მოიძიეთ -
თუა მსგავსი თინიკოსი,
[მეცნიერი] [ვინმე]
სადმე მარჯვე გეოლოგი,
[მარჯვე] ანდა გეოქიმიკოსი.

*
В поэме „Мир и в человеческое благоволение“ 26 глав. Каждая глава начинается с новой страницы.
1. პოემაში: მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება 26 თავი.
2. თვითეული თავი უნდა დაწყებულ იქნას ახალი გვერდიდან - შესაფერი ადგილიდან.

1. ჰეი, ჰეი, ჭრელთვალა! 2. გამოგონება. 3. ძლეული სენი. 4. ქიტესა. 5. პირველი ენკენისთვე. 6. ეს მოხდა გუშინ. 7. ამბავი ერთი ღამისა. 8. ომი და მშვიდობა. 9. მაისი და მშვიდობა.