შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-251 - 1950 წელი


ბუბა.
რას შფოთვენ?
იფნის ნორჩ ხეებს.
ეს გზა გაუქმდა.

*
ამ გაზაფხულზე ბუბა,
ნეტა განახვა ბუბა,
ქაფის [ასხია] აშლია ქუბა,
აქვს გრიალი და წყვეტა.

ლომივით იყრის ფაფარს,
[დევის ქვებს.. კედელთ ოდენს,
მიანგრევს და ჰგავს ზღაპარს.]
დევისოდენა ქვები
მიაქვს, არა ჰგავს ზღაპარს?
[დუმილით დგანან] ხმამ დააყრუა მთები.

აქ არსადა[ა] აქვს შველა
[მუნჯს და] წრფელთა გულისთქმათ მგუბარს.
მე მეცოდება ყველა,
ვინაც არ იცნობს ბუბას.

* * *
ამ გაზაფხულზე ბუბა,
ბუბა განახვა ნეტა!
ქაფის აშლია ქუბა,
აქვს გრიალი და წყვეტა!

ლომივით იყრის ფაფარს,
დევისოდენა ქვები
მიაქვს. არა ჰგავს ზღაპარს?
ხმამ დააყრუა მთები.

აქ არსაით აქვს შველა
[წრფელთა] გრძნობებს, გულისთქმათ მგუბარს:
[შემდეგ გაიგებს ყველა -]
ყველა გაიცნობს, ყველა,
ვინაც არ იცნობს ბუბას!

გადავბეჭდე.
დატა!
იქ ნაკადული. 34. 67.

50. II. 26.
ლექსები
I

1. ლომის ხმაური (ტყეში, დღეა თუ ბნელა) - 46.VI.24. 2. ნეგორელოე - 1935. 3. ზღვაზე ბავშების ბედნიერ სირბილს - 1944. 3 ივლისი. 4. ჩვენს ყრმობის ხანში ბევრი ყოფილა. 5. შეხედე, რა ცაა! - 46.VI.26. 6. ხელით რომ მიჰყავთ პატარა ცხვარი. 7. კრემლი. 8. ძრწის ტევტონი. 9. პარიზის სეზონი. 10. აბა, კარგად დაფიქრდი. 11. ეხლა გაუბედაობა? 12. ლენინ, ლენინ! (შვეიცარიაში). 13. დაცვა ძველი ძეგლებისა. 14. ბერლინი. 1935. 15. ულევი, უანგარიშო. 16. ვარშავიდან ბერლინამდე მიმავალო შარავ. 17. მონ-მარტრში შენი თვალები. 18. ვერსალში (შენ ისვენებდი, მრავალის მომსწრეს). 19. ქარი ჩადგება. ქარი ჩადგება (ნუ გეჩქარება!). არის.  20. კაბინეტიდან მასაში.
432 სტრიქ.
ეს ლექსები ამოკრეფილია ძველი რვეულებიდან. 26 თებერვ., 1950 წ., კვირა დღეს. „არს ესე საცოდნარია“.
რა დაშავდებოდა, რომ ყველა ეს ლექსები მოთავსებულნი ყოფილიყვენ, მაგ., III ტომში? რადიანის უტვინო თავმა ბევრი მავნო.
ნინას გამოანგარიშ. - 392 სტრიქ.
შემოწმებულია 6/III-50.

II
21. მეომარ პოეტს (ახმაურდეს, გრძნობით დუღდეს). 22. მრავალ შეხვედრით, ახალგაზრდებო! 23. და გიგანტი ყოველ დროის (ერთი მეექვსედი). 24. ეროვნებანი. 25. ბუნების განახლება. 26. რუსთაველის ძეგლი. 27. კედელს, შექმნილს რაიმეთი. 28. გიორგის, ჩვენს ბატონიშვილს. 29. მოგონება მესტიის ხიდეზე (შეყვარებული სვანი). 30. ვიდრე ხვალ? 31. სიზარმაცევ, დამანებე თავი. 32. დგება ჩქარი შემოდგომა. 33. შოთა. 34. [შეხვედრა აკაკისთან]. უცხოელ პოეტს.
50. II. 26.
400 სტრიქ. პირველი ანგარიშით.
ნინას მეორე გამოანგარ. - 326.
„დროშების შრიალი ჩემამდე სად იყო?“
შემოწმებულია 6/III-50.

III
36. სტალინს. 37. მღერის მაისი (აკად. წაკითხული ლექსი). 38. მატარებელში. 39. განიახლე, განიახლე! (ახალი წელი). 40. კონსტიტუცია (ამხანაგებო!). 41. გიორგი ქუჩიშვილს. 60 წლ. შესრ. გ. 42. გიორგი ქუჩიშვილს. გარდაცვალების გ. 43. მოხუცი მთამსვლელი. 44. ხან თხრილებია (არის "ცხენთან"). 45. ცხენი (პოემებშია). 46. შეხვედრა მთაში. 47. დილიჟანსით (წინედ მივქროდი ლურჯა ცხენებით). 48. წარწერა ამერიკელი ავტორის წიგნზე. 49. აკვარიუმში. 50. ტყის აშრიალდა ფოთოლი. 51. ფაზისი. 52. მიყვარს, ვიცნობ მე ამ ქალაქს. 53. დარჩნენ ქვიშანი. 54. შორიდან ისარმა სხეპა მოადინა. 55. მშვენიერო ჩემო ზეცა. 56. მაღლა ავსწიოთ, მეგობრებო. 57. პროლეტარული ოქტ. გამარჯ. 58. ჟღერს აღმართი. 59. ისევ აღმართი. 60. დილა სვანეთში. 61. მშობლიური მოწოდებით. 62. შეხედეთ. 63. სიცხადე. 64. თუ მიაყურებ დუმილს ღამისას. 65. გაზაფხულია. ხე ფოთოლს ისხამს. 66. გზა გამარჯვების. 67. 1950. 68. თავისუფლება ქალის (?). არაა საჭირო. 69. როგორაა, რომ ქარბუქივით (ორნამენტი. აფხ. წ.).
1190 სტრიქონი.
1190 + 432 + 400 = 2.022. 1272 (ზღვა). 424 (ოქრო) - 3. 718.
50. II. 26.
ნინას დათვლით  -1336. 12/III.
შემოწმებულია საბოლოოდ 6/III-50.

ტყავის...

[IV] VI
პოემები
[1. იწყო დახევა - 1512] 2. მღერიან 40 წლისანი - [1512] 1310. 3. გაერთიანება მშენებლობისთვის - 380. 4. 1939 (დღიური) - 478 (580 - 478 = 102). 5. ორმოცი წლის წინ - 204. 6. ძლეული სენი - 352. 7. ხალხი ამირანი - 1049 (1572). [8. ცხენი - 152. 9. როგორც არ სძინავთ - 327].
5968.
10.    აფეთქება - 628.
ლექსები - 2022. პოემები - 5968 - 7990. „აფეთქება“ - 622 - 8.612.
50. II. 26.
აკლია ორი: 1. ორმოცი წლის წინად, 2. ძლეული სენი. 3/III-50.
გადაბეჭდილია.  შემოწმებულია.
აკლია „ძლეული სენი“.
4401.

IV
წიგნიდან „ზღვა ახმაურდა“
70. ვით არ მიყვარდეს - გვ. 15. 71. აგე, იმ ჩრდილ ქვეშ - 32. 72. სტუმრად - 33. 73. სხვაგან სადაა? - 33. 74. ევკალიპტი - 34. 75. ორნამენტი - 35. 76. ოცნების მდიდარ ბაღში - 36. 77. ნაკადულო - 37. 78. ვარდები - 36. 79. „შარდა ამთა“ - 40. 80. ჩვენი კოდორი - 42. 81. სადღაც კი... - 44. 82. ომს სურს - 51. 83. ტყვარჩელთან - 59. წიგნში. 84. დანგრ. სახლი მოს. - 64. 85. დღეს ჩამოვხსენი - 86. 86. აზრი გენიალური ჰარმ. - 86. 87. მარადისი დიდება გმირებს - 89. 88. მშფოთარებაა გარედ - 92. 89. პოეტი და მასსა - 95. 90. მესხის გამოხედვა - 97. წიგნში. 91. დიდებულო შოთა - 98. წიგნში. 92. გამბედავო და მაგარო ხელო - 100. 93. ილიას მოტივი - 101. 94. მეცხრე სიმფონია - 102. 95. ხმამაღლა - 103 (არის თუ არა წიგნში?). 96. გამარჯვების დღე?
1272.
ემატება: მოჰფენია ფერი ლილის, ისტორიის ახალი გვერდი, გულთა კავშირი.
ნინა: 644.
გადაბეჭდილია. 6. III.  50.
შემოწმებულია?

V
წიგნიდან „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“
97. მზის ამოსვლა ზღვაზე - გვ. 18. 98. შრომა, მეცნიერებასთან - 32. 99. მოგზაურობა ვერცხლის - 37 (მეორე ტომშია). 100. დაუძლეველი - 40. 101. ოცნება აჭარის წყალთან - 41. 102. სიმფონია მცენარეების - 51. 103. შედუღება ოცნებისა და სინამდვ. - 53. 104. ბუნება - მოქანდაკე - 54. 105. მხარევ, გეთაყვა - 56. 106. დგება შემოდგომა - 66 (სადღაცა). 107. ქალი ლიმონებში - 73. 108. გასწიე ფარდები - 75. 109. ჩვენი ძველი დროშები - 77 (ძველ კრებულშიც არის). 110. არ დაგავიწყდეს - 101.
424 სტრ.
ნ. - 282.
გადაბეჭდილია. შემოწმებულია. 6. III. 50.

ლექსები - 3718. პოემები - 5968. სულ - 8686. აფეთქება - 628 - 9.314.
1950. 26 февр.

*


27 თებერვ.
უნდა გადაწერილ იქნას:
1. პირველი მაისი (ლექსი წაკითხული აკადემიაში). 2. გიორგი ქუჩიშვილს (ორივე ლექსი). 3. მოხუცი მთამსვლელი. 4. ავტომობილზე (ხან თხრილებია). 5. შეხვედრა მთაში. 6. დილიჟანსით. 7. წარწერა ამერიკელი ავტორის წიგნზე. 8. ტყის აშრიალდა ფოთოლი. გასწორ. 9. ფაზისი. 10. დარჩნენ ქვიშანი. 11. შოვიდან ისარმა. 12. მშვენიერო ჩემო ზეცავ. 13. მაღლა ავსწიოთ. 14. პროლეტარული ოკტ. გამარ. (გასწორ.). 15. ხელით რომ მიჰყავთ პატარა ცხვარი. 16. შეხედე, რა ცაა. 17. ჩვენს ყრმობის ხანში. 18. ზღვაზე ბავშების ბედნიერ სირბილს. 19. ტყეში დღეა თუ ბნელა. 20. მეგობარ პოეტს. 21. და გიგანტი ყოველ დროის. 22. ეროვნებანი. 23. ბუნების განახლება. 24. რუსთაველის ძეგლის გახსნა. 25. ვიდრე ხვალ. 26. სიზარმაცევ, დამანებე თავი. 27. დგება შემოდგომა. 28. შოთა. 29. მუხლი პოეტის. და 30. პოემები.
იყო ბენო. საბავშო კრებულს გააკეთებს.

1950 წ. 28 თებერვალი.
1. დამთავრდა ამობეჭდვა მასალებისა წიგნებიდან: „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“ და „ზღვა ახმაურდა“.
2. შედარებულია პოემა „ამირანი“.
აღმოჩენილია ლექსები: 1. ტყის აშრიალდა ფოთოლი. 2. კლდეში ხმალი გადუნახავთ. 3. ის ერთი, ის ერთი შეხება ნიავის. 4. ცხრა თებერვალი (გაკეთებული). 5. მთელი საათია ზევიდან, ქვევიდან (დიდედა).
100 სტრიქონი. სულ 9.414 სტრ.
შუქიდან:  6. „შუქს“ - 8. 7. „მთას მოეფარა“ - 16. 8. გადანახული დროშები - 24. 9. ერთი შეხება ნიავის - 48.
(ბაჟბეუკი).

6 მარტი. 1950.
1. მთელი  საათია. 2. დასვენების შუქს განაბნევს. 3. რა ტკბილია დასვენება. 4. კლდეში ხმალი გადუნახავთ (1909). 5. გადანახული დროშები. 6. მთას მიეფარა. 7. ის ერთი შეხება ნიავის.
344.
გიორგის ჩვენს ბატონიშვილს - 12.
შეყვარებული სვანი.

VI-a
1. გადანახული დროშები. 2. „შუქი“. 3. [არსებობს] სავსე ვართ ქვეყნად ბევრი დღეებით (12 მარტი). 4. ხალხური მოტივებიდან (ტყეში ხმალი გადუნახავთ). 5. მთას მიეფარა. 6. ის ერთი შეხება ნიავის. 7. მთელი საათია, ზევიდან, ქვევიდან. 8. ერთხელ ლელიან-ჭაობიან. 9. რა ტკბილია დასვენება. 10. ცაცხვი ზღვის პირად. 11. მახსოვს ზაფხული ტობანიერის. 12. რაოდენი იყო მსხვერპლი. 112 ლექსი.
ხალხი ამირანი.
ავიღებ ხელში ისევე დიკენსს?
8643 - უკანასკნელი გამოანგარიშებით.

VII-a
წინედ მივქროდით ლურჯა ცხენებით (მე-III გ. არის). მშვენიერო ჩემო ზეცა (ესეც მე-III არის). ამ გაზაფხულზე ბუბა. კოლხიდა...
76.

VII-b
ემატება ლექსები:
1. ერთის ხისგან კეთდება. 2. ევროპაში. 3. უკანასკნელი ზამთარი. 4. ნერგი ევკალიპტის. 5. უნდა იცოდე, თუ რად იყო. 6. მოგონებათ ცა. 7. ცხრაას თხუთმეტი. 8. ულტრა-იისფერი სხივები. 14 სტ. 9. წიგნით - 8 სტ.
გადასაბეჭდია მანქანაზე.
სულ - 272.
8643. „მშობლიურო ჩემო მიწავ“ - 204 - 8.847.
ულტრა-იისფერი სხივები. წიგნი. სავსე ვართ ქვეყნის მზიურ დღეებით.

*
პოემა - 1939 - არის 580 (და არა 478) სტრიქონი. განსხვავებაა ას ორ (102) სტრიქონში.
სულ წინანდელიანათ - 8.847+102 = 8.949.
აკლია 9.000-ს - 51 სტრიქონი. ხვალ გადავაბეჭდვინებ „1939“-ს. გადავათვალიერებ დანარჩენ პოემებსაც.

ნათქვამია: ახალგაზრდა კაცის საყელოც კი სჭამსო. ორგანიზმი მოითხოვს მისი. ზრდაშია.

[დღითი-დღე ყოფნა შეიქნა ძნელი (ცხრაას თხუთმეტი). მოგონებათ ცა. საღებავი ფერად-ფერადი].
VII. გასწორებულია.

*
პოემები:
ამირანი - 1572. ძლეული სენი - 352. 40 წლის წინ - 148. მღერიან 40 წლ. - 1310. მშობლიურო - 204. 1939 - 422. გაერთიანება მშ... - 372. აფეთქება - 664. 1950 - 184. 5228.

ლექსები:
სიცხადე - 354.  უცხოელ პოეტს - 284. უნდა იცოდე - 1419. გადანახ. დრ. - 692. სტალინს - 643.  3392.

პოემები - 5228 + ლექსები - 3392 = 8.620.

ლექსები:
სტალინს. სიცხადე. უნდა იცოდე. გადანახული დროშები. უცხოელ პოეტს.
I. სამი დღეა. მღერიან ორმოცი წლისანი. გაერთიანება მშენებლობისთვის.  ორმოცი წლის წინად. ძლეული სენი. ამირანი. მშობლიურო მიწავ. აფეთქება. 1950.

„მაღლა ავსწიოთ“ - აკლია.

*
12 თებერვალი.
N. B. არ უნდა მისცე კაცმა ნაწარმოები გადასაბეჭდავად გამოუცდელ მემანქანე ქალს. აი, მაგალითად, ლექსში „ჩვენს ძვირფას სტალინს“ აკლია ბოლოში ორი სტრიქონი. ლექსში „ახალი წელი“ კიდევ ორი სტრიქონი ბოლოში. ალბად, ასევე უამრავი შეცდომები იქნება სხვა ლექსებშიაც; ახლა ძალიან გულდასმით უნდა გადათვალიერდეს ყველა მათ მიერ გადაბეჭდილი მასალები.
ეხლა უკეთესი არ იქნებოდა, გამოცდილი მემანქანისათვის მიმეცა ეს [სტრიქონები] ლექსები გადასაბეჭდავად? რა ვუყოთ, რომ ცოტა მეტს აიღებდენ ხელფასს (გვერდის გადაბეჭდვაში 3 მანეთს წაიღებდენ). სამაგიეროთ უშეცდომოდ და კარგად დაბეჭდავდენ.
მე კი... შევცდი. იაფად აკეთებენ (2 მანეთი გვ.), მაგრამ ცუდათ.
ეს უნდა დავიმახსოვნოთ!
ყოველთვის გამოცდილი მემანქანე სჯობს.
იაფი არაფერი არ ვარგა.

*
სიცოცხლე სჩქეფდა,
სიცოცხლე სდუღდა,
სიცოცხლე სწვავდა.

*
 [ფოთლები] რტოები გაზაფხულისა.
ფოთლები.
მაისის წვიმა, - გრიგალი.
იფნის ტყე.

*
რას შფოთვენ, რა გზით მიმოვლენ,
რა თავხედობა იქმნება?

რა უკუღმა მიმოვლენ.

სიბერეში გონს მოვლენ,
მაგრამ გვიან იქნება.

წარწერა წიგნზე
[იფნის ტყის ნორჩი რტოები]
იფნის ნორჩ ხეებს მედგარი
შლის (ამ) გაზაფხულის [ხეები] დღეები,
მათ დასცინიან მხნედ მდგარი
მოხუცი იფნის  ხეები:

რას შფოთვენ, [რას ირევიან] რა გზით მიმოვლენ,
[რა ხვალე ჩამოიქნება?]
რა თავხედობა იქმნება?
მოხუცდებიან, გონს მოვლენ,
მაგრამ გვიანღა იქნება!
1950, 21 [თებერვალი] მარტი

*
რაღაც ჩურჩულის
             ხმა კვლავ მოესმა
                        მახვილი, მჭევრი.
თითქო არსებამ
            უახლოესმა
                       გასწია ტევრი.

*
აზერბეიჯანელები პაპიროსს „პაპრას“ (თუ „ფაფრა“-ს) უწოდებენ. როდესაც პაპიროსს მიაწოდებთ, ისინი გეტყვიან: „სპასბა“ (სპასიბო).
ერთობ რბილი ენა აქვთ.

დააყენეთ.
ამიდი.
განძელე. „შპალები“. „შპალები“.

ფხაკაძე
სცხოვრობდა ხორხში. მისი ბინა ზედგადამდგარი იყო ქალაქზე, არც ისე მაღლა იდგა. კარები ხორხიდანა ჰქონდა  ამ სახლს. და ეს კარები მუდამ დახურული იყო. შიგ სცხოვრობდა წერის მასწავლებელი ფხაკაძე („ფხაკოურა“).
ისეთი წვრილი, შემპარავი ხმა ჰქონდა: სახეც წყნარზე უწყნარესი, გეგონებოდა წმინდანიაო. წვერები, სათვალეები, ყველაფერი თავის რიგზე იყო. გაკრახმალებული საყელოც სწორად იჭერდა ყელს. ისეთი წვრილი ხმა ჰქონდა: და ისეთი, თითქო [დაუჯ.] დამაჯერებლად ალერსიანი, მოშიშარი, თითქო, ააა, დადნებაო... „ხელი ისე უნდა გაიწაფოთ, ისე უნდა სწეროთ, სუფთად, და მაშინ კარგი ყმაწვილები იქნებით“. რა ღვთისნიერი კაცია - იფიქრებდით.
მაგრამ უეცრად...
იგი აენთებოდა (ბავში რაიმეს იცელქებდა), თვალებს სიგანიერე მიეცემოდა. ეს წვრილი,  შემპარავი ხმა გამკივანე ხმად გადიქცეოდა, სახეზე მრისხანება გამოეხატებოდა, დემონიაო, გეგონებოდათ. წვერები, სათვალეები, ყველაფერი მრისხანებას გამოხატავდა. გაკრახმალებული საყელო მაღლა აიწეოდა. წვრილი ხმა გამაყრუებელ ხმად იქცეოდა. თვალები გლეჯდენ მოწინააღმდეგეს. დაუნდობელი. გამობრძანდი აქ, აქ გამობრძანდი, ვაჟბატონო, გიცნობთ, რა ყმაწვილიც ბრძანდები. „რა უღვთო ვინმეაო“, ჰფიქრობდა ამ დროს სულგანაბული კლასი. „აქ გამობრძანდით. აი, აქ დადექით“. და ერთი ტკაცანი სილისა,  ისე შეაკრთობდა, ისე დაადუმებდა ყველას, რომ ბუზის გაფრენასაც კი გაიგონებდით.
ასეთი იყო, შემპარავი, ალერსიანი, [თითქო] ყოვლად ღვთისნიერი წერის მასწავლებელი. შემდეგ თითქო არაფერი მომხდარაო... განაგრძობდა ისევ.

*
შოთა ბრძენ იყო,
            [იყო] სიბრძნის
                         მოყვარე ფრიად.
ფილოსოფოსი,
           მეტყველი
                        სპარსთა ენის.
თუ რამ სწადოდა.

*
სიბრძნის
მოყვარე ფრიად,
მეტყველი
სპარსთა ენის.
ღვთის მე-
ტყველიცა მაღალ
პიი-
ტიკის მესტიხე
დაშვრა,
საწუხარ არს ესე!

ანტონ კათალიკოსის პოეტიკა.

I
შოთა ბრძენ იყო,
            სიბრძნის მოყვარე ფრიად.
ფილოსოფოსი...
           [მეტყველი სპარსთა ენის].
[თუ-რამ სწადოდა]
           ხვთის მეტყველიცა მაღალ.
უცხო, საკვირველ
           პიიტიკოს მესტიხე (მესტიხე პიიტიკოს).
მაგრამ ამაოდ
           დაშვრა, საწუხარ არს ესე.
ანტონ კათალიკოსი

II
შოთა ბრძენ იყო,            თუ საძირკველი
ფილოსოფოსი,               დანგრეულია,
თუ რამ სწადოდა           მაშინ კედლების
უცხო საკვირველ,          აშენებისთვის
მაგრამ ამაოდ.                 ყოველი შრომა
                                           დაკარგულია.

III
სიბრძნის მოყვარე ფრიად             აყვავებულა მდელო,
მეტყველი სპარსთა ენის,               აყვავებულა მთები,
ღვთისმეტყველიცა მაღალ,           მამულო საყვარელო,
მესტიხე - პიიტიკოს,                       შენ როსღა აყვავდები?
დაშვრა, საწუხ არს ესე!

IV
შოთა ბრძენ იყო, სიბრძნის მოყვარე - ფრიად,
ფილოსოფოსი, მეტყველი სპარსთა - ენის,
თუ-რამ სწადოდა ღვთის მეტყველიცა, - მაღალ,
მაგრამ ამაოდ დაშვრა: საწუხ არს - ესე.

V
რტოებში ავობს ბებერი ქარი [ფრიად],
ყვავილთა ჯარი ფიფქში ბანაობს,
ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,
ნანაობს ქარი და მიქანაობს.

*
 [შარის] [ოდესმე ამ გზით]
ეს გზა დაუქმდა. გზა გაიშალა
[სხვა გზის უფროა ნათელი და]
სხვა ჰორიზონტის ფრთა-განიერის,
მდინარის ქარი ჰქრის ჩალა-ჩალა,
[გაჰქრა ზაფხული ტობანიერის]
მახსოვს [საღამო] ზაფხული ტობანიერის.

არქიტეკტურა ქართული სტილის
ჩვენი არქიტექტორები ღრმად უნდა ჩაუკვირდენ ქართულ სტილს. თუ მათ სურთ, ააგონ სახლი ქართველი [მწერლისთვის, მსახიობისთვის] უცოლო და უოჯახო კაცისთვის, კარგად უნდა შეითვისონ დ. მესხის (ეფემია, სერგი და კოტე მესხების ძმის) რჩევა: [იგი] ააგეთ ისეთი სახლი, რომელსაც სახურავი ქვევით ექნება და იატაკი ზევით... შევირთავ ცოლს, ვიცი, ის ყველაფერს გადმოაბრუნებს - სახლსაცო, რის შედეგად ჭერი, სახურავი და იატაკი თავთავის ადგილას [იქნებაო] დადგებაო (ყველაფერს ხომ მოგონება უნდა?). მერე... ეს იქნება „ქართული სტილი“? არ მჯერა რაღაც.

ვინ იყო ის მომღერალი ქალი?
1911 წელს ქუთაისის გაზეთებში ასეთი ქრონიკა იყო: „ამერიკაში ამჟამად დიდის წარმატებით სარგებლობს ტაბიძის ქალიო“ (სახელი არ მახსოვს?). ვინ იყო? საიდან? საიდან მოხვდა ამერიკაში?

*
მუსიკის აკკორდი (სრულ ხმოვანება - როდის აღწევს?) იწყება ეს მუსიკა... ნელა... იხ. ლექსი ამის შესახებ... რჩეულში... განსახიერება ამისა „მთაწმინდის მთვარე“-ში... იწყება უბრალოდ... იხ. დაწყების შესახებ ვ. ბარნოვის წერილი. „იწყებს მიამიტად“.

(წმინდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი)
იყო თუ არა საქართველოში ისეთი ნიადაგი მომზადებული,  როდესაც მას შეეძლო, ასე თუ ისე, ამგვარად თუ იმგვარად მიეღო ქრისტიანობა სავსებით შეგნებულად, რომ იტყვიან, სულითა და გულით, მთელის თავისი  არსებით? დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ნიადაგი იყო მომზადებული.