შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-250 - 1950 წელი


1950 წ.
ზეინაბ მუშკუდიანი!
ო!
არჩილ სულაკაური - სტუდენტი პოეტი. „მნათობში“ აქვს რამდენიმე ლექსი. დიდი ენთუზიასტიაო, ამბობენ.
14 თებ. - ნინას ტემპერატურა.
[ავთანდილ].

*
1950. 14 თებერვალი.
Плехановский пр. 83, кв. 57. Чхиквадзе М. А. Тел.: 3-96-72.
არქიტექტორი, რომელიც აშენებს რუსთაველის ძეგლის პირდაპირ დიდ შენობასო. შევხვდიო ტრამვაიში.
1924 წელს მას გავაკეთებინე „მნათობის“ ყდა.

* * *
არასდროს არ დამავიწყდება ვინმე დვალიშვილი, ჩვენი რაიონიდან (ვანის რაიონიდან), რომელიც კარდიოლოგიურ ინსტიტუტში მოვიდა და დაწვა საექიმოდ. შესანიშნავად მშვიდი, ოპტიმისტური, სახე ძალიან ნათელი, ქართული. ასე, სამოცდაათი წლისა იქნებოდა. მასწავლებელი პროფესიით. და... მას არ ჰქონდა არც ერთი კბილი... წარმოგიდგენია, არც ერთი კბილი, სახე უღიმოდა ყოველთვის. არად იმჩნევდაеარაფერს. და არ ჰქონდა არც ერთი კბილი!

ზეინაბ მუშკუდიანი.

- ყვავს რა ჰქონდა და ჩხიკვს გაჰქონდაო - ისეა ჩემი საქმე.

ცოტა ადრე რომ მოსულიყავი, კბილებს გადავარჩენდითო, ეხლა ოთხი კბილია ამოსაღები, და მათ მაგიერ არაფრის ჩასმა არ შეიძლებაო.

გახსოვთო, საფიჩხიაზე კრებები რომ გვქონდაო, ჯერ ისევ რევოლიუციამდეო.

*
16 თებერვ., 1950 წ.
- გამოდისო სტუდენტების ლექსთა კრებული (სცემს უნივერსიტეტი). ბევრიაო [შენი] თქვენი შკოლის ნაწარმოებიო, - სთქვა მიქაძემ, უნივ. გამომცემლობის გამგემ (უნივერსიტეტი).

*
და აი ნისლი. ქუთაისელი.
თბილი ნისლი. თბილისი.

*
ვიტიროთ, ძმებო, ვიტიროთ, დრო დაგვიდგა [სატირალი] [უბედური]  უმადური,
ჩვენისთანას ბევრს ატირებს მანჯურია, პორტ-არტური.

*
რაღაც სიმღერა იყო: „მარქსი - ენგელსი - ლასალი!“

*
შანიძის ქალმა მითხრა:
- გახსოვთ, რევოლიუციამდე, 10 რევოლიუციონერი ახალგაზრდა ქალი, ეპარქიალური სასწავლებლის მოსწავლეები საფიჩხიაზე რომ შევიკრიბეთ!!! თქვენ პატივსაცემად არალეგალური კრება იყო!
არ მახსოვს... ეს იქნებოდა 1914 წელს.

[(Организованная травля)]
ორგანიზებული დევნა
[ადამიანი ხარ შენ თუ ცოცხი?]
[და] [დროს] ოჰ, ქუჩებს [შენით] გვიან
ისე, ვით ცოცხით,
ადრე [თუ] და გვიან
შენის სიცოცხლით
[შენ გართობს ურო,]
ხმა: ურცხვი, ყბედი!
[და გარედ] თავზე გათოვს-კი!
[ო, უბედურო] ასეთი ბედი!
[ო,] გხვდა, მაიაკოვსკი!

რომ მშვენიერნი
დაიძრენ ბუჩქნი.

*
15 თებერ., 1950.
სტუდენტობა
ეს კარგია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი სცემს კრებულს - ახალგაზრდა პოეტებისას, [რომლები] სტუდენტებისას. მრავალი მხრითაა საინტერესო ეს გამოსვლა. უმთავრესი - ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ხაზის შემოწმება იქნება, რამდენად შეიგნო ჩვენმა ახალგაზრდობამ მთელი სიმძლავრე ჩვენი XX საუკუნისა, რამდენად გაიჟღინთა იგი „თანამედროვეობით“, რამდენად შესძლო მხატვრულად გადმოცემა ყოველი  იმის, რაც თანამედროვეობას ახასიათებს... რომელი ავტორების გავლენას უფრო განიცდის თანამედროვეთაგან. ვის, რომელ თანამედროვე მოწინავე პოეტს აყენებს იგი პირველ რიგში თავის  მასწავლებლად, გზის გამკვლევად. სავსებით დამოუკიდებელია ჩვენი სტუდენტობა „ზევიდან“ ნაკარნახევი იდეებისაგან, თუ ყოველი მისი სიტყვა გამომდინარეობს უშუალო მისი განცდებისაგან. ლაპარაკობს იგი ისე, როგორც თვითონა სურს, თუ ალაპარაკებენ მას ისე, როგორც სხვებსა სურს, რაიმე სხვა პოლიტიკურით, ლიტერატურულით მოსაზრებით? მოახერხებს თუ არა ის, გამოამჟღავნოს თავისი საკუთარი გულის ნადები, ურომლისოდაც პოეტი ვერასდროს ვერ იქნება პოეტი. მოკლედ: იქნება თუ არა ეს კრებული თანამედროვე ახალგაზრდების წრფელი, პირდაპირი, ნათელი და უმწიკვლო სიტყვა, თუ იგი იქნება მხოლოდ განმეორება ტრაფარეტის, სხვის მიერ გაკეთებულის, ძალად თავზე მოხვეულის რაიმე მიზნით?
ეს ასეა, ჩემი გავლენა თანამედროვე ახალგაზრდობაზე ძალიან დიდია. მაგრამ განგებ, სრულიად გასაგები მოსაზრებით, ჩემი გავლენა მიაწერონ მხოლოდ სუსტ ახალგაზრდა მწერლებს, ეს იქნება პროვოკაციული გამოსვლა. ჩემი გავლენა არა მარტო ახალგაზრდობაზე, არამედ მთელ თანამედროვე მწერლობაზეა გავრცელებული (ამას მრავალი დოკუმენტი ამტკიცებს, მრავალი კრიტიკოსი ხაზს უსვამს). ბევრს არ სურს ამ საგანზე ილაპარაკოს, ვინაიდან რთულ ხულიგნობასთანა გვაქვს საქმე. სურთ, ხაზი გადაუსვან ყველაფერს („მნათობი“-ს პოზიცია, „სალიტ. გაზეთი“-ს პოზიცია) და შეიძლება ჩამომაშორონ ეს ახალგაზრდობა სრულიად. ეს მით უფრო მოსალოდნელია, რომ ლიტერატურულ მოძრაობას უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ჩემი ისეთი ლიტერატურული მტერი - ფუტურისტი, როგორც ბ. ჟღენტია. თუ ეს კრებული მის მიერაა რედაქტირებული, არაფერს კარგს არ უნდა მოველოდეთ! ის აბაშელის, გრიშაშვილის, ჩიქოვანის აპოლოგეტია. ის მავნებლობს „ზარია ვოსტოკაში“ და მოსკოვში, ტფილისის მწერალთა კავშირში და პარტიის ც. კ.-ში ჩემს წინააღმდეგ.
1. მთავარია: რა სიახლე მოაქვს ახალგაზრდობას?
2. ერთი დამახასიათებელია თვისება: XX საუკუნის პირველ ათეულ წლებში იფეთქა  [რაღაც] არაჩვეულებრივმა სიახლემ ქართულ პოეზიაში.. [სათაურებით:] „პირველი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“, [„მოწაფე“, „შუქი“ და სხვ.] გამოვიდენ  [ალმანახები]  ახალგაზრდა ძალები. ეს იყო ნახევარი საუკუნის წინად.
დამთავრდა მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი. 1950 წ. შემოიჭრა.
ორივე ალმანახი ჩემის ლექსებით იხსნებოდა: „პირველი  ტალღა“, „კოლხიდა“.
ეს იყო ალმანახები, რომლებითაც აღინიშნა ამ საუკუნის დასაწყისი.
მედროშე, მეკვლე მე ვიყავ. ორივე ალმანახი ჩემის ლექსებით იხსნებოდა:
[შავბნელი დროიа]
[შენის] ლოდინით შენით
გულს ნუ გვითალხავ...
დაჰკარ, დაჰქუხე -
ახალო ტალღავ!
[გაიძახოდენ] გაისმა ტფილისის ქუჩებში ჟურნალ-გაზეთების გამყიდველების ხმამაღალი ძახილი: მომეცით „პირველი ტალღა“, მომეცით „პირველი ნაბიჯი“. [ერთმანეთს] ხელიდან სტაცებდენ ახალგაზრდა მკითხველები - ალმანახებს გამყიდველს და [მართლაც რომ] დაიძრა ახალი ტალღა. ჩვენი ძველისძველი და <...> სემინარია - მაშინ ხომ უნივერსიტეტი არა გვქონდა, საქართველოში ყველაზე მაღალ სასწავლებლად ითვლებოდა. რომ დრო მქონდეს და ავსწერო ის წლები, დასაწყისი XX საუკუნის.
„ხრისტუს რეზურექსის დე მორტუის, მორტე, მორტე კოლკავიტ! ეტენტიბუს სილსე პულხაროს... ვიტა დონავიტ!“ - გალობდენ ლათინურად. ჰფიქრობდენ და სწერდენ ქართულად:
„ლოდინით შენით გულს ნუ გვითალხავ,
დაჰკარ, დაჰქუხე, ახალო ტალღავ!“
სწორედ ამ თაობას მოუხდა ჯერ სიმვოლისტებისა და დეკადენტების, შემდეგ უნიჭო ფუტურისტების თავდასხმის მოგერიება. მათ რომ გაემარჯვნათ - ეს სამარცხვინო დაღი იქნებოდა XX საუკუნის ლიტერატურისათვის, მაგრამ ყველაფრის კარგად მცოდნემ ქართველმა საზოგადოებამ არ მიიღო მათი მსოფლმხედველობა.

*
ჯინჯილებიანი - ჩინოვნიკი.
ტურგენევის რესპუბლიკანელი.
ერთ დროს - ძალიან მოღუშული ფოტოები.
შემდეგი პერიოდი - ყველა ფოტოებში იღიმებოდა. ერთი უკიდურესობიდან მეორეში.
ტრიუმფი ფოტოსი - ტურგენევის რესპუბლიკანელი (კლასიკოსი).
ფოტო ლენინისა.

*
ჟურული შემხვდა დღეს: სტუდენტებს ელაპარაკებოდა. ძალზე „ზალხოში იყო ღვინითა“. დამინახა, მომვარდა - ეს სულ ყველა თქვენი მოწაფეებია.

კბილის ექიმთან სიარული დავიწყე 15 თებერვლიდან.

*
ეს პოეტის „მე“ არის [რომ ასე ღუპავს] დაელექტროვება საერთო საქმის. ვის რად უნდა ცარიელი ჩახუნი? ვის სჭირდება ხმაურობის ატეხა იმის გამო, რომ  „პოეზია იწყება მისით და თავდება მისით“? როდესაც მასსა არ იღებს ასეთს პოეტს, იგი ერთ ყოფას დაათევს: აქაოდა შეხედეთ, როგორ მჩაგრავენო. სწორედ ამაზეა ნათქვამი: იხმაურეს, საქმე კი ვერ გააკეთესო. ვიღაცას, ალბად, სჭირდება ასეთი ამბავი: ნამდვილ პოეტს კი არასოდეს! საჭიროა ამ მხრით ნიადაგის კარგად მოსინჯვა, სად რა ხარვეზებია, რომ შეივსოს და კიდევ ბევრი, ბევრი რამაა საჭირო - სწორი გზის მიგნებისათვის.
ის პირველი  ათეული წლები იყო დაწყებითი პერიოდი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა შემდეგი პერიოდი. საწყისი იგი უკავშირდებოდა ხალხს, რევოლიუციას. ეს იყო მთლიანად ქართული პოეზიის ახალი თავი. მაგრამ ამავე დროს იყო თავდაპირველი ჩვენი საუკუნის პოეზიის. ზოგადათ რომ ვსთქვათ: ახალი ასომთავრული ისტორიის წიგნში, ახალი გვერდი ლიტერატურის ისტორიის. თავდაპირველი განზრახვა. პოეზიის პირვანდელი, ძირითადი, ზოგადი საფუძვლები. საწყისი  სიტყვები, რომელთაც განავითარეს საწყისი სიჩქარე. ამგვარადაა შეფასებული ჩვენი საუკუნის დასაწყისშივე საქართველოს მწერლობის ისტორიის უკეთესი მკვლევარების მიერ...
თანამედროვე პოეზია მალე ფეხზე დადგება, წელში გაიმართება. მალე დაიწყება მშენებლობა ახალი პოეზიის, ჩვენი საქმე ნათელია: ვერავინ დღეს ვერ იტყვის: „მინდა სიმღერის წამოწყება, მაგრამ არ ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ მოვაბა თავიო“. სიმღერა დიდი ხანია წამოწყებულია, საჭიროა მხოლოდ მივყვეთ, ხმა ავაყოლოთ, საერთო ხორო შევქმნათ. ყველა უნდა ცდილობდეს საერთო ხოროში გამოსვლას, მაგრამ აქ სრულებით საჭირო არაა ხრინწიანი ხმა, რომელიც ისე არევს სიმღერას [რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდეს] (მე ერთი მამიდაშვილი მყავდა, როდესაც ჩვენს სიმღერაში  ჩაერეოდა, სიმღერა ისე აირეოდა, რომ ძაღლი პატრონს ვერა სცნობდა. საწყალს სმენა არა ჰქონდა, დარწმუნებული კი იყო, რომ მასზე უკეთესი ბარიტონი მსოფლიოში არ მოიპოებოდა. შემდეგში გამოირკვა, რომ ის განგებ იყო მოგზავნილი ჩვენს გასაღიზიანებლად, და სიმღერის ჩასაშლელად. სადიზმია ერთგვარი).

*
სახელგამში - მიხ. ბრეგვაძე (მიშა).
ისაა - რაცაა!
სუსანა - სახელგამი. III სართ.

1950.
მოსკოვის წიგნები. ქართული წიგნი.
აფხაზეთის სახლი (დაიკლო თუ არა ფასმა საამშენებლო მასალებზე?).

*
Москва. Гр. Антология.
Гур. Горы - 30. Я и ночь - 20. Синие кони - 32. Поймешь любовь - 12. Когда по вечерам - 12. Ленин - 56. Песня об обнов. Гр. - 44. Абхазия - 36. Первое мая - 44. Анри Барбюс - 20. В горах - 100. Присяга - 20. Вот Абхазия - 84. XXX окт. - 56. 586.
Спи! Тебя с чинарой стройной.
20 + 586 = 606
*
აკაკი გაწერელია მიამბობს: აკადემიაში ვიყავი,  შალვა რადიანი დიდ ამბავშია: გ. ლეონიძეს იუბილეს უწყობენო, გეგმა შედგენილი აქვთ და ის რადიანს ხელში უჭირავსო, მდივნობა ლევან ასათიანს მიანდვეს. იქნებიან მწერლები, ლექსების კითხვა. შემდეგ საღამოები მთელ საქართველოშიл. აკადემიის итмпдиеюп იქნებაო და სხვ. და სხვ.
შალვა რადიანმა კი სთქვა: არაფერი არ არის, უბრალო შემოქმედებით საღამოს ვუწყობთო (ალბად, ისე, როგორც გრიშაშვილს, აბაშელს). სტყუის!

Чахрухадзе (бывш. Багратионская) №31. Алек. Бажбеук-Меликов.
(მუხრანის (ეხლა ბარათაშვილის) ხიდთან).

*
1950 წ., 28 თებერვალი. ზამთრის უკანასკნელი დღე.
დავსწერე ლექსი.
შემხვდა ბაჟბეუკ-მელიქოვი. წინადადება მომცა, წავყოლოდი სახლში. დამეთვალიერებია მისი სურათები.
სახლში გამაცნო მისი და, ხნიერი ქალი.
რა კარგი ადამიანებია და როგორ ღარიბები!
ერთ პატარა ოთახში ოთხი ადამიანი ცხოვრობს.
როგორ უნდა ჰხატოს?
მისი ქალიშვილი მოსკოვის სამხატვრო აკადემიაში სწავლობს.
მისახსოვრეს სურათი ზეთით დახატული „[მარმარილოს] ოქროს ქალიშვილი“.
უნდა დავეხმაროთ!
ქალმა მიამბო, რომ დედამისი იცნობდა ალექსანდრე ყაზბეგს.

1950 წ. 1 მარტი. გაზაფხულის პირველი დღე.
დგება გაზაფხული. გაიარა საშინელმა ზამთარმა. მშვენიერი მზიანი დილაა. ნინა მილოცავს გაზაფხულის დაწყებას. მეუბნება სიზმარს: „დამესიზმრაო, თითქო, ისეთი მაღალი იყავი, ამ ოთახში ძლივს შემოეტიეო. მომიტანეო, თითქო, ქალის ლამაზი ჩექმებიო ჩემთვის. შენთვისაც კარგი ახალი ჩექმები შეგეძინაო. ეს იმას ნიშნავსო, რომ ეს გაზაფხული დიდებულად გაიარსო“. ამ დროს გაგვახსენდა, რომ დღეიდან ფასები დაკლებულია საწარმოო საქონელზე.. საერთოდ ფასები რომ დაკლებულია, კარგ ამბავს ნიშნავსო. ამ დროს დარეკეს ზარი გაბმითა. ალბად, წყნეთელმა მერძევემ რძე მოიტანაო. ასეც იყო.
- დაუკელი ფასი რძეს თუ არა?
- ჯერ ვნახოთ, ხომ არ გვატყუებენ. პურის ფასმა თუ დაიკლო, ჩვენც დავუკლებთ ფასს რძესო.
მოვიდა შემდეგ მუხრანელი მემაწვნე:
- დაუკელი თუ არა ფასი მაწონს?
- ეეჰ, ჯერ ვნახოთ - პურის ფასმა დაიკლო თუ არაო, - ამბობს მუხრანელი მემაწვნე გოგონა.
საუზმე. ახალი მასალების აღმოჩენა VII ტომისათვის.
გამოვდივარ ქუჩაში. მზიანი დღეა. ყველას სახე უღიმის. გაზაფხულის პირველი დღეა და თან რადიოთი გადმოუციათ წუხელი, რომ ყველაფერზე ფასებმა დაიკლოო. „უნივერმაღის“ დარაბებზე გაკრულია განცხადება ფასების დაკლების შესახებ. დიდი, უზარმაზარი პლაკატებიც გაიძახიან: ფასები დაკლებულია.
ვჯდები ტროლეიბუსში. არაჩვეულებრივი გამოცოცხლებაა.
- დაიკლო ფასებმა ტროლის ბილეთებზე? - ვეკითხებით კონდუქტორ ქალს.
ის მხიარულად კისკისებს.
- დაიკლებს! ჯერჯერობით კი არაა.
- ალბად, საამშენებლო მასალებზედაც დაიკლო ფასებმა, - ამბობს რომელიღაც მშენებელი.
მივდივარ კბილის ექიმთან. ის ამბობს:
- მე პირადათ ათასი მანეთი მომემატა ამ შეღავათებით, - ამბობს კბილის ექიმი - უეჭველად! ათასი მანეთი მომემატა. ათი სული ვართ ერთ ოჯახშიო.

*
გიორგი სიმონის ძე. გაიხსენა გოლეთიანი, კარპე ჭირაქაძე - იურისკონსული, გორგაძეები, ერთი სიტყვით, ძველი სემინარიელები. გამოვიწერე მისგან პირველ იანვარსავე ყველა გაზეთები.

*
„საბჭოთა აფხაზეთში“, 1949, დეკემბერი, მოთავსებულია ჩემი ლექსი სტალინზე, თავში, საყურადღებო ადგილზე.

*
სტალინი - რაიფინგანი. სტალინი - რაინსაბჭო. [პაპავა].
წამოვიღე ცნობა, რომ ლენინის ორდენით ვარ დაჯილდოებული და ვსარგებლობ შეღავათებით. მივუტანე სახელგამს.