შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-249 - 1950 წელი


გალაკტიონ ტაბიძე. 1950.

25-54 - Илуридзе. ნინა (მაყაშვილის ქალი).
08-93 - ლადო ჯიქია. ექვსი. ნინა.

*
„Правда“. 1950. Январь.
„...Далее необходимо отметить, что В. Катаев, как это ни странно, из каких-то непонятных соображений не пожалел красок на то, чтобы внешне показать тов. Черноиваненко в самом непривлекательном виде. Описание его внешности мы встречаем на многих страницах романа. Катаев пишет о нем: „Это был маленький, немолодой, сердитый человек, с наганом в потертой кобуре поверх демисезонного пальто“. У Черноиваненко „пестрый мещанский носик, который он то и дело морщит“, иногда „морщит гармоникой“, глаза злые, „пегие, как у козла“, на виске „обозначается зубчатая склеротическая гармоника“. Черноиваненко „брюзжит, сердито сплевывает, кряхтит“. Он „часто кричит, говорит грубо, высоким петушиным голосом“, или „высоким канительным голосом, с выматывающими душу педагогическими интонациями“, а если лает, то „каким-то неуверенным и неправдоподобным басом“. Ходит вязкой черноморской походочкой, часто делая „решительное мальчишеское движение, как бы подтягивая штаны“.
Зачем потребовалось показывать таким Черноиваненко?
Но этого мало.
Совсем странное впечатление производит Черноиваненко, когда он начинает говорить. Долгие годы общения с людьми в самых различных местах, работа в партии и,  вероятно, серьезная учеба - ничто, по утверждению Катаева, не могло изменить его язык. Больше того, язык Гаврика в повести „Белеет парус одинокий“ значительно лучше, чище, чем в романе. Катаев утверждает, что Черноиваненко говорит на  „настоящем черноморском языке“. Что же это за язык? Черноиваненко, часто любит восклицать: „Спрашиваешь!“, „Или!“, „Ша!“, „А раньше!“, „Слушай здесь!“, „Клифт!“. Слово „тема“ он произносит „тэма“. Слово „Шутишь“ - „Шютишь“. Любимое его слово - „Лирика“: оно пристало к нему с времен гражданской войны. В это слово, как сообщает Катаев, Черноиваненко почему-то вкладывает „множество самых разнообразных оттенков критического характера“. Вот, например, как он говорит с Раисой Львовной, женой друга, когда та не отпускает мужа работать в подполье.
„Довольно лирики! - яростно крикнул он, - Все в порядке!“
ეს სხვა და სხვა მის "ღირსებებთან" ერთად?

„Изгнать из человека зверя“.

*
„Пиринейская Гурия“.  
აკად. მარი ჰკითხულობდა ლექციას 1924. პირინეიში (ესპანეთში) არის ხალხი, რომელიც ყველაფერში ჰგავს „მზე“ საქართველოს.

*
- ძველი ხარ, ძველი, როგორც ოსური ჩოხა! (ოსურ ჩოხასავით, ოსური ჩოხასავით).

1. მნათობი №4. 2. „Заря Востока“. 3. ლიტ. და ხელოვნ.

*
იმერიზმია:
- ჩამორჩენილი მაყარი-ვით.
- ამ სისხვანს თოვდა.
ამ სისხვანი ცრემლები სდიოდა.
ამ სისხვანი თვალები ჰქონდა (ყურები).

მეტიჩარა კ...ლი პ...მაც ვერ დააკავაო (в. попютые). (ეს გაბრიელ კრიხელის ადრესზე ითქვა).

- ადამიანო, ადამიანო! ცრუ და ვერაგო!  (шебмртот. в. попютые).

*
27 იანვარი. 1950.
ელექტროენცეფალოგრაფია (ტვინის დენების ჩაწერა).
კოკაინი, გაბრუება, მისტერია, ან სხვა <...ფე>.

*
- შენ მითხარი: გზაო!? აჰა, დამითმია გზა! გზა მშვიდობისა!
ილია ჭავჭავაძე („გლახის ნაამბობი“)

*
„მიყვარს ვარდი, მიყვარს ია -
თათრის ლირამ გადამრია,
ხან აიწევს, ხან დაიწევს,
ხანა სდგას და ხანაც გდია“.
(ძველი სიმღერა)

*
ჩახოხბილი (რბილი, ოჰ - რბილი).

კალარდუზოვ ივანე (ბ. ახოსპირელის ბიძაშვილი).

- წითელი ფხალი, ნიგვზით შეკაზმული... არ მონათლავს ეხლა გულს?..

- შენს ჭკუაზე იარა შენმა გვარმა.

- მაღალი ექიმი.. ქალი. ავადმყოფს სინჯავს... მეორე ავადმყოფი ჩუმად ამბობს: ეს ისეა... მეგრელმა აქლემი რომ დაინახა და იკივლა: უი, უი! ამას ვინ მოსტ...ავს!..

*
გუნია, იმედაშვილი, არაბიძე ნემომ სადილად დაჰპატიჟა სახლში (ქუთაისში, ივანოვის ქუჩაზე). როდესაც ნასადილევს ბრუნდებოდენ, გუნიამ რაღაც წარწერა დაინახა აბრაზე და იმედაშვილს უთხრა:
- აბა, წამიკითხე, აქ რა სწერია?
- სწერია: „ჰაჯან, ვაჯენ სტეკლოს“.
ამის შემდეგ მსახიობები, როდესაც სხვის ცუდ თამაშს დაინახავდენ, ამბობდენ: „ჰაჯან, სტეკლოს აჯენს“.

*
ტვინის მოძრაობის ჩამწერი აპარატიп კარდეოლოგიის ინსტიტუტში.
- აბა, რა საჭირო იყო ამის გამოგონება, - ამბობს ვასო, - განა თვითონ არ ვიცი, რა ტვინის პატრონიცა ვარ! რაღა სხვისი შემოწმება მჭირდებაო.

*
1. XX საუკუნის 50 წელი ქართული ლიტერატურისა.
2. მიმდინარე საუკუნის 50 წელი ქ. ლ-ში.
3. ნახევარი საუკუნე ჩვენი თანამედროვე ლ-ის.
4. ნახევარი საუკუნე.
5. „Как победители, дошли мы до середины века. С ясным взором и твердой волей встречаем мы новый год. Наша дорога прочна и надежна“ (А. Жаров).

*
იმერული  „გაძრობა“ - ნიშნავს გახდას ტანისამოსისას.

- ქვეყნის ღამეა, ყველას სძინავს. შენ კი ტრიალებ და ტრიალებ საწოლში.

*
- ყვავი... (ყავ-ყავი?) როგორც კი თაგვსა სჭამს, იმ წამშივე ინელებს: ამიტომ 400 წელს სძლებს... მეჩნიკოვი ურჩევდა კუჭის (თუ დიდი ნაწლავის) რეგულირებას. სჭამდა მაწონს (მაწონი ჰკლავს მონელებული საჭმლის ბაცილებს). მაინც გარდაიცვალა (ექ. ანდრიაძე).

- ყავ-ყავს რათი ჰკლავენ? დაიძახებენ „ყავ! ყავ!“, ისიც უპასუხებს „ყავ-ყავ“ და მაშინ მორჩა მისი საქმე.

*
არწივი და ყვავი. ყვავი ეუბნება არწივსა: მე დიდხანს იმიტომა ვცხოვრობ, რომ ლეშსა ვჭამო. მასწავლე მეცაო, - უთხრა არწივმა. წავიდნენ. ერთს მინდორზე ცხენის ლეში ეგდო. ყვავი დააცხრა. არწივიც შეეცადა, მაგრამ ვერ შესძლო. შეეზიზღა. ყვავს უთხრა: არ მინდა  ოთხასი წლის ცხოვრება და არც ლეშით საზრდოობაო. მირჩევნია ცოტა ხანს ვიცხოვრო.

ჯოყოვეთის ბულბულები. ჯოყოვეთი უღარიბესი სოფელია ჭიათურის ახლოს... გვერდით მას ჩირგვნარი აკრავს, რომელიც განთქმულია ბულბულებით.

*
- ავდგე, ავდგე, ავშავდე,
პირსაბანად წავშავდე.
(მიკირტუმას სიმღერა)

*
მაყარი. ნაყარი. ნაღარი. თავარი. დაჰკარი. დაჰქარი. შაქარი. ნიაგარი. მაგარი. ხარხარი. გუდამაყარი. და! ხარი. გარგარი.

ჩამორჩენილი მაყარი
მსგავსად შეშლილთა წყაროთა,
წვიმა [შხუოდა] ცხარობდა მაგარი -
როს მთისკენ მიიჩქაროდა
ჩამორჩენილი მაყარი.

მოვდივართ, მოგვიხარიან,
მოგვყავს წითელი ხოხობი.

ატყდა მაყრების ხარხარი.

*
იუმორისტული, იუმორისტული ლექსები! - გაიძახის ვასო, გულისხმობს რა მასში გულმხიარულს, აკაკისებურს აჟღერებას. ეს მომენტი მრავლად მეტად პოპულიარულად ხდის პოეზიას.

*
- Сима, как дела?
- Ничего, дела идут, а контора пишет.

ჩვენი ტელეფონი - 3-90-65 (კარდიოლოგია).

*
გაბო ხშირად ამბობს „დაბლაზმანებული“, ბალზამირებულის მაგიერ. „დაბლაზმანება“. ივიკა ყიფიანის რომანზეა ლაპარაკი „1000 წლის შემდეგ“.

ფერშალი ქალი ამბობს:
- წუხელ მორიგე ვიყავი. სულ არ მძინებია.
ჩიქვინიძე უპასუხებს:
- ასეთები ხართ სულ ყველა მედიკამენტები!

- ეს სულ „ნაპოლეონდერის“ ამბებია.

უცხო სიტყვების უადგილო დროს და დამახინჯებულად ხმარება.

*
- Болезнь входит пудами, а выходит золотниками - ე. ი. წლობის განმავლობაში ავადა ხარ, ერთ კვირაში როგორ უნდა მორჩეო (ექიმის სიტყვებია).

- ავად ხომ არ არის თქვენი ოჯახობა? ნაავადმყოფარი ხომ არ არის? ტიფი ხომ არ სჭირვებია.

- შვებულებას საიქიოდან არ იძლევიან, სამწუხაროდ.

- აიღეთ სვანი კაცი და თბილისელი კაცი. სვანი რომ ჰკვდებოდეს, არ დაიკვნესებს, ტფილისელი აქაობას აიკლებს (აიხსნება რითი?).

- ცოტა ჭკუამხიარული კაცი უნდა იყოსო.

- У вас жена певица?
- Нет... А что?
- У меня жена певица, поет каждого 15 и 1 числа  месяца: только два раза в месяц.

* * *
სერგია ერისთავმა სილოვან ხუნდაძისაგან გაიგო, რომ მიტუშა, სერგიას ვაჟი, რომელიც სათავად-აზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, თავის დროზე არ აბარებდა თხზულებებს (сочинения), რომელიც ეძლეოდა მოწაფეებს სახლში მოსამზადებლად.
სერგია დაბრუნდა შინ და მიტუშას ეუბნება:
- მიტუშა! შენთვის სახლში მოსამზადებლად თხზულება მოუციათ. ვადა მიტანისა ხვალ ყოფილა, და შენ კი თითიც არ გაგინძრევიაო...
- მამა! - უპასუხა მიტუშამ, - ამას რა დიდი ამბავი უნდა, ამეღამ ჩავუჯდები და ხვალ დილისთვის თხზულება მზად მექნებაო.
- როგორაო? ამეღამაო? - გაკვირვებულმა შესძახა სერგიამ, - არა, მამა, არა! როგორც კი გამოგიცხადეს, წერა მაშინვე უნდა დაგეწყო, თორემ... რომელი  გალაკტიონ ტაბიძე შენა მყევხარ, ერთ ღამეს ჩაუჯდე, ზეშთაგონებით გაიჟღენთო, და ხვალ დილისთვის „მე და ღამეს“ მსგავსი თხზულება გამიმზადოო ექსპრომტათო.

* * *
იმ ჯოჯოხეთურს ვიგონებ ვარვარს,
ბევრჯერ რომ იმის კარებთან ვმდგარვარ,
და დაგიხსნივარ მზიური დღისთვის...
გმადლობ, სამშობლოვ, სიყვარულისთვის.

ყრმობის დღიდანვე ბედი მხვდა [მწარე] ცხარე -
გზა განუხრელი და თავმოყვარე.
სხვა წააგებდა, მე ოქროს ვადნობ...
მფარველობისთვის, სამშობლოვ, გმადლობ!

აღვიგე ძეგლი, მზისა მსგავსება,
[ის] დავიწყებით რომ არ იხავსება.
[საიმქვეყანოს] საიმსოფლიო და საამსოფლო
დაფასებისთვის, გმადლობ, სამშობლო.
გ. ტ.
5 თებერვალი, 1950
კარდიოლოგიური ინსტიტუტი

*
- გოვუყვეთ!
- წევიდოთ!

რა იყო ის ებრაელი, ჩვენთან რომ იწვა, პირდაპირ მწვალებელი იყო ყველასი!
- Можете встать? Снимать будем!
- გოგრას?

*
 „Лит. газ.“, №8, 1950, [февраль] 25 января.
„...Грузинская народная мудрость, - сказал он, - гласит: „Сердечное слово это весна для человека“. Но я воспринимаю сегодняшнее поздравление не как награду за сделанное мною ранее, а как  поощрение к дальнейшей творческой работе. Я горд тем, что голос моего народа звучит в многонациональной советской поэзии. Спасибо великому человеку, нашему вождю тов. Сталину, который дал мне право творить для народа“.
В заключении состоялся концерт мастеров искусств.

*
„სიკ ტრანზიტ გლორია მუნდი“.

ნიკოლო-დე-გვინჩი (ასე აწერდა ხელს გვინჩიძე - ლეონარდო დე ვინჩის მიბაძვით).

- ეს ასტვაცატუროვი ნახშირის ნაჭამს არა ჰგავს?

* * *
არაგვი თეთრს, არაგვი შავს,
[შორდება] უძახის ხევს, უძახის ფშავს.
არა გვიშავს, არაგვი შავს -
შევხვდებით მზე, არა ქვიშავს.

*
წინამძღვრიშვილი სრულებით არ ათვალიერებს ხოლმე თავის საავადმყოფოს. ორი კვირაა, რაც აქა ვარ, და ისიც მხოლოდ ერთხელ იყო აქ, ისიც მხოლოდ ქალთა განყოფილებაში.

დღეს, 9 თებერვალს, გამოვეწერე კარდიოლოგიური ინსტიტუტიდან (დავწევი იქ 20 იანვარს).
ამ ხნის განმავლობაში ნინა უზრუნველყოფილი იყო. აკადემიიდან აიღო ჩემი ერთი თვის ჯამაგირი დაახლოებით 3.000 მანეთი და ორი კვირის განმავლობაში სავსებით ეყო.
მან ჩაიყენა სამი ოქროს კბილი, იყიდა კაბა, პრიბალტიკაში გაამგზავრა ნუნუ.
- რაღაც მეეჭვება, თითქო მან სამი მეტრი შეშა იყიდა... სად ეყოფოდა ფული?

*
15/II-50.
საუბარი მხატვ. კავშირის თავმჯდომარე მამალაძესთან:
ძალიან კეთილშობილი, გულწრფელი მუშაკი, საამხანაგო კაცია მხატვარი მამალაძე. დღეს მან მითხრა:
- ვინც კი ჩვენს მხატვართა კლუბში მოვიწვიეთ და საღამოები მოვუწყვეთ, ყველანი დიდათ კმაყოფილები დარჩენო. მაგალითისთვის დაასახელა ბელეტრისტი აკაკი ბელიაშვილი და რუსთაველის თეატრის მსახიობები: ყველანი კმაყოფილნი წავიდნენო.
მან შეიძლება არ იცოდეს, მე კი ძალიან კარგად ვხვდები, რომ მხატვართა კლუბის ხელმძღვანელობა ცოტაოდნათ ფუტურისტულია. მათი კლუბის გამგე ამას წინად მეუბნებოდა: „გვინდა, ს. ჩიქოვანი მოვიწვიოთ და საღამო-შეხვედრაც მოვუწყოთო“. რა თქმა უნდა! ჩიქოვანი! ფუტურისტი! უნიჭო!
- მოდი, ჩემი საღამოც მოვაწყოთ-მეთქი, - დავასწარი და მე თვითონ ვუთხარი მამალაძეს. შალვამ იმ წამშივე მიპასუხა:
- დიდებული იქნება. ეხლა კლუბში ცივა. ზამთარია. მოთბება და მერეო.
- რა თქმა უნდა-მეთქი, - ვუთხარი.
მაგრამ ჩემი საღამო დიდებულად უნდა მოეწყოს. საჭიროა ორმოცდაათამდე მხატვარი, რათა პორტრეტები იქმნეს ორმოცდაათი. საუკუნის 50 წლის აღსანიშნავად ბევრი მხატვრისა და მოქანდაკის იმედი მაქვს. ისინი ჩემი ძველი მეგობრები არიან, მაგრამ ბევრს პირადათ არ ვიცნობ. აქ თავმჯდომარე უნდა დაგვეხმაროს. ან უნდა შეიქნეს კარგი ხელმძღვანელი წრე.. საღამო თუ მოეწყობა მაისში.

1900 წ., 1901, 1902, 1903, 1904 წ., 1905, 1906.
1907 - ფოტოს მიხედვით (ბარბაქაძესთან).
1908 - ცნობილი ფოტოს მიხედვით [(რომელიც წიგნშია)].
1909, 1910, 1911, 1912, 1913.
1914 - ფოტო წიგნიდან.
1915 - ფოტო აბესალომთან ერთად...
1916.
1917 - ფოტო ზინობის.
1918, 1919, 1920, 1921, 1922, 1923, 1924, 1925, 1926, 1927, 1928, 1929, 1930, 1931, 1932, 1933, 1934, 1935, 1936, 1937, 1938, 1939, 1940, 1941, 1942, 1943, 1944, 1945, 1946, 1947, 1948, 1949, 1950.

*
1. სილოვან კაკაბაძე. 2. იაკობ ნიკოლაძე. 3. დავით კაკაბაძე (სვანეთის სოფელი). 4. ლ. გუდიაშვილი. 5. დ. კაკაბაძის მეუღლე. 6. კორნელი სანაძე. 7. მოსე თოიძე (გადიდება). 8. გაბუნიას ქალი. 9. დ. წერეთელი. 10. უჩა ჯაფარიძე. 11. დ. ქუთათელაძე. 12. კეცხოველი (ყდის გამკეთებელი). 13. შარლემანი. 14. ალ. ციმაკურიძე. 15. ვანო პატარიძე. 16. ქეთო მაღალაშვილი. 17. ელენე ახვლედიანი (ის მხატვარი?). 18. ვეფხვაძე. 19. ჩუდეცკი. 20. შალვა მამალაძე. 21. ვაწაძე (სახკინმრეწვი). 22. გრ. მესხი. 23. ვადბოლსკი. 24. გოგი თოიძე. 25. გურრო. 26. დათიკო ნაცვლიშვილი (დონი). 27. ვახტანგ თუხარელი. 28. გორდელაძე (სახელგამელი). 29. ნუნუს მხატვარი. 30. რეზო რევაზიშვილი.

პოლიკარპე კაკაბაძე
ჩვენი პოლიკარპე დინჯი, გონიერი ადამიანია. ერთის შეხედვით ბევრს ეგონება, რომ ის არაფერსაც არ აკეთებს, და იმის გამო, რომ სულ დავიწყებულია, სადაც არ უნდა შეხვდე, ერიდება ზედმეტ ლაპარაკს, ყბედობას, ვინაიდან ის არა სიტყვის, არამედ მოქმედების ადამიანია. ქმედება - საქმის გაკეთება ნამდვილად, საფუძვლიანად - აი, მისი სტიქია. და ეს მოქმედება, ხშირად იქცევა საბრძოლო მოქმედებად, რომელიც საფუძვლად ედება დიდს საქმეს. მე ვთქვი, საბრძოლო მოქმედება - საიერიშო მოქმედება. მისი ასეთი მდგომარეობა ხშირად აღძრავს, აამუშავებს დიდს და რთულ მექანიზმს. იტყვი, რომ მანქანა მუშაობს, ამუშავებულია მთელის ძალით; ამგვარი მუშაობა ხშირად გაფიქრებინებს - В тихих болотах черти водятся - ჩვენ [განგებ] სწორედ ხაზს ვუსვამთ სიტყვას, მოქმედება, მოქმედება, მოქმედება, მოქმედება, მოქმედება.  ამგვარად შეიქმნა ხუთმოქმედებიანი კომედია „ყვარყვარე თუთაბერი“. მოქმედების ადგილი თეატრია, სცენაა. მშვენიერი პიესაა ეს „ყვარყვარე თუთაბერი“. ტიპია რაღა.
პოლიკარპე კაკაბაძე ამ პიესით ერთი ფუძემდებელთაგანი თანამედროვე ქართული დრამატურგიის.

ხევის ბერი.

*
80.000 - სახელგამი. 80.000 - მოსკოვის წიგნი. 80.000 - ზარია ვოსტოკა. 5.000 - ზარია ვოსტოკა. 2.000 - ფედერაცია. 6.000 - აკადემია. 30.000 - საბლიტგამი. 223.000 - სექტემბრამდე. 1.000  „მნათობი“. 333.000.

*
17 თებერვ., 1950 წ.
68.900.
ივნისი, 1949 წ., თხზ. VI - მერგებოდა 151 тыс. მიღებული - 121.234. დაკავებულია 15.365.
„სუსანა“. ასაღებია 30.000.
106.788 ხელზე მიღებული მაქო.
ვახტანგის ანგარიშები. 30000 + 15000 = 45000.
ავტოსავლო უნდა და მიეცით.

* * *
როგორმე ვიშოვოთ შალვა დადიანისა და იონა ვაკელის სიტყვები, წარმოთქმული ს. ორჯონიკიძის სახელობის კლუბში 1948 წ. ჩემს შემოქმედებით საღამოზე.

*
19 თებერვალი. 1950.
დღეს ასაფლავებდენ იოსებ მჭედლიშვილს. საწყალი გარდაიცვალა გაწამებული გარდაცვალებით: ენის კიბო ჰქონდა (ეს ენის კიბო ჰქონდა ბარონ ლოზენსაც. სენ-სიმონის მემუარებშია მოყვანილი. ისიც ენის კიბოთი გარდაიცვალა). დასაფლავებას გვიან მივუსწარი.
შემხვდა ბესო ჟღენტი. მიამბო მოსკოვის ახალი ამბები.
- ანტოლოგია გამოვიდა ვ. გოლცევის და ს. ჩიქოვანის რედაკტორობით. ძველი პოეზიის (V-XVIII სს.) განხილვა ეკუთვნის კორნელი კეკელიძეს, ახალი - მე, საბჭოთა პოეზიის - გიორგი ნატროშვილს. არც ერთისთვის იქ სახელი ჩვენი და გვარი არ მოუწერიათ. გამოდის, რომ რედაქტორებმა დასწერეს წინასიტყვაობა.
- თვით წიგნი ვერ ვიშოვეთ. რაღაც 1.000 ცალი თვით ლენინგრადში და მოსკოვში უცებ  გავრცელებულაო (მაშ, საიდან იშოვა ნინა მაყაშვილმა ეს წიგნი?).
- თქვენი წიგნის (ჩემს წიგნზე სთქვა) შესახებ რიაბინინამ სთქვა, რომ მალე გამოვაო. სულ 8.000-მდე სტრიქონი იქნებაო.
- ჩემი წიგნიც გამოდისო ხვალ ქართულ ენაზე. უნდა წარწერით მოგართვათო. ცენტრალური ფიგურა ხართო.

ხვალ:
1. ფედერაციაში ჩემი ჰონორარისა და ბესო ჟღენტის წიგნის გამო.
2. სტალინის სახელობის რაიკომში ლენინის ორდენოსნობის მოწმობის შესახებ სახელგამში წარსადგენად.
3. კბილის ექიმთან.
აბზიანიძე.

*
 [25 იანვარი]. 1950.
კარდიოლოგიის ინსტიტუტი.
პირველ პალატაში რვა ავადმყოფი ვართ. მე მხოლოდ მეექვსე დღეა, დანარჩენები კი 20, 25 და 50 დღეა, რაც აქ იმყოფებიან. ერთი მათგანი მიხო კაიშაური, ფასანაურელი, მძიმე ავადმყოფია. სახეს მიწის ფერი ადევს, სულმთლად ჩამომხმარია, ძვალი და ტყავია მხოლოდ; არცა სჭამს, არცა სვამს, ეს ექვსი დღეა, რაც აქა ვარ, და მისი ერთი ამოოხვრა ან დალაპარაკება არ გამიგონია. სძინავს ან ნახევრად სძინავს მთელი დღის განმავლობაში. ღამღამობით კი ღვიძავს. როდესაც სადილსა ან საუზმეს მოუტანებენ მოსამსახურენი, ის ხელს ჩაიქნევს იმის ნიშნად, რომ არა მინდა რაო, და მოსამსახურეებსაც ეს უნდათ. სწრაფად გააქანებენ სავსე თეფშებს, როგორც ნადავლსა. არავის არ აწუხებს არაფრით. [(გარეშემო კი „ავადმყოფების“ ხარხარი, ხმაურობა, ხმამაღალი ლაპარაკი, ადრიან გათენებიდან შუაღამის 12 საათამდე)]. კაიშაური, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, მიუხედავად იმისა, რომ არავის არ იკარებს, თავს ძლიერ ამაყად იჭერს. ერთხელ პირისაბანად მიდიოდა ნელის, ძალიან ნელის, ავადმყოფური ნაბიჯით. მოსამსახურე ქალი კარიდორში დაეწია და მკლავი მკლავში მიაშველა. კაიშაურმა, თვითონ გავიგონე, ასე უთხრა: „სანამდე ფეხით სიარული შემიძლია, მე თვითონ, დაუხმარებლად წავალ.  როცა ეს არ შემეძლება, „ნასილკით“ მაშინ წამიყვანეთო“. და გაუყვა გზას მარტო ეს ჩამომხმარი, მთლად გაყვითლებული, ლანდათ ქცეული კაცი. ისევ დაბრუნდა და ჩაწვა თავის საწოლში. გაყუჩდა მთელი დღით - კაიშაური. იგი ან წევს და ან წამოჯდება საწოლზე გარინდებით, ჩვეულებრივი მისი პოზით, იდაყვზე დაყრდნობილი, გაფითრებული. ძალიან, ძალიან მძიმე ავადმყოფია და ძალიან მიტოვებული ყველასაგან. ერთად ერთი ძმა - მთელი ექვსი დღის განმავლობაში - ერთხელ მოვიდა და ისევ წავიდა ორი საათის შემდეგ.

*
Аня - ხალვაშის ქალს ჰგავს.
Сима - ყველაზე კარგი მოსამსახურე ქალია.

Александр Николаевич Андриадзе - ექიმი. ტანიტას ქმარი.
Москва. Улица Никольские Ворота. Аптека №1. Бывш. Феррейн (Магистр фармац.). (ოქროს სათვალეები).

რომ ვიტყვით - ის არის.

*
„Прощай любимый город,
Уходим завтра в море“.