შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-561-7 - 1949 წელი


1. სოხუმში ჩამოვედით 6 საათზე და 25 წუთზე. კარგად ვიმგზავრეთ.
2. სასტუმრო „აბხაზიაში“ ვიღაც უცნობმა რუსმა ქალმა ბინა არ მოგვცა.
3. დავსახლდით კერძო ბინაში, ვიღაც მოლიგინას საშუალებით, ოქტომბრის ქუჩაზე.
4. ავედით დილით ძალიან ადრე‚ როცა ყველას სძინავდა, ჩვენი სახლის სანახავათ. საქმე სულ ცოტათია წინ წაწეული.
5. ვიყავით სუხუმსტროიში. ნაკაშიძე მიდის. ხელი მოვაწერეთ რაღაც ქაღალდს. სჩივიან ხე-ტყის ნაკლებობას.
6. მეორეჯერ ავედით ჩერნიავსკის მთაზე. იქ მუშაობდა მხოლოდ ერთი შემლესველი. ლაზარიდი‚ მუშაობის განმგრძობი, იქ არ იყო.
7. შემდეგ წავედით საამ. ჩხარტიშვილთან‚ გვითხრა, რომ მზად აქვს ხე-ტყე. მოვიდესო ლაზარიდი.
8. ეხლა დავუწყეთ ძებნა ლაზარიდის. ვიპოვეთ. გადავეცით ჩხარტიშვილის სიტყვები.
9. საღამოთი, როგორც იქნა, მოგვცეს ოთახი „აბხაზიაში“‚ ამოვისუნთქე ძლივს თავისუფლად. გავუსწორდით წინა დიასახლისს.
10. საუცხოვო იყო რძის ქაშა‚ ჩაი‚ კარაქი.