შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-467-9 - 1949 წელი


1949 წ., 1 მაისი.
1. საქ. მეცნიერებათა აკადემიაში:
დაესწრნენ პრეზიდიუმში:
1. ვიცე-პრეზიდენტი - აკაკი შანიძე. 2. აკად. წინამძღვრიშვილი. 3. აკად. კ. კეკელიძე. 4. აკად. გ. ახვლედიანი. 5. პარტკომის მდივანი. 6. აკად. ბერძენიშვილი. 7. აკად. ი. გრიშაშვილი. 8. აკად. ი. გულისაშვილი. 9. აკად. ვ. თოფურია. 10. აკად. ნ. ყიფშიძე. 11. აკად. წერეთელი გ.  12. აკადემიის წ/კ. გ. ნიორაძე.
პორტრეტი.
ტექსტი ლექსისა.
პორტრეტი აკაკი შანიძის.

2. რადიოში.
1 მაისს სრულ 9 საათზე გადაცემულია ლექსი „პირველი მაისი“.
სსრ. სახალხო არტისტი პიერ კობახიძე ჰითხულობს ლექსს.
რადიოს უსმენენ დემონსტრანტთა კოლონები.

3. მწერალთა კავშირში.
თავმჯდომარე აცხადებს: საპირველმაისო ახალ ლექსს წაიკითხავს სახალხო პოეტი გ. ტაბიძე.
უსმენენ მწერლები.

4. „Заря Востока“.
პირველი გვერდი ზარია ვასტოკასი.
მთარგმნელი ბ. სერებრიაკოვი.
ხალხი ჰკითხულობს კედელთან „Заря Востока“-ს.  
1. რედაკტორი პავჩინსკი. 2. სამხატვრო-სალიტ. გან. გამ. ბ. კორნეევი.

5. „სოვეტიკან ვრასტან“.
პირველი გვერდი. ტექსტი ლექსის. მთარგმნელის ფოტო.

6. „Комсомольская Правда“.
პირველი გვერდი. ტექსტი ლექსის.
რედაკტორი ნინო ტაბიძე

პირველი მაისები
1. ლექსი წარმოთქმული ნანგრევებში (ტექსტი).
2. ნანგრევების ქვა („ტრიბუნა“). ქვევით ტექსტი „გვირგვინი, სვეტის თავი“.
3. ნაწყვეტი ს. ჭილაიას წერილიდან.
4. ნაწყვეტი შ. რადიანის წერილიდან.
5. ნაწყვეტი ილია ბახტაძის წერილიდან.
6. [მიხელაძე გ.] „ეპოქაში“ 1 მაისი.
7. პირველი მაისი - „რევ. ს.“.
8. პირველი მაისი - I ტ.
9. პირველი მაისი II ტომში.
10. პირველი მაისი III ტომში.
11. პირველი მაისი IV ტომში.
12. პირველი მაისი V ტომში.
13. პირველი მაისი „ოქტომბრელ.“
14. პირველი მაისი საზღვარგარედ.
15. მშრომელი ქალი.

მასალები: 1. ორი საპირველმაისო პლაკატი. 2. ფურცელი.

*
- ესეც იყოს, რომ ჩემი ფეხი მანქანაში აღარ ავიდეს! - ამბობს მაწონის გამყიდველი გლეხი (მაწონი დადღვებილია).