შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-248 - 1949 წელი


* * *
ვინაიდან უსამართლოდ დაღვრილი სისხლი - მარად ღაღადებს.
უსამართლოდ მოკლული პოეტი - ხალხის გულში უკვდავია.
უსამარლოდ მოქმედი - ინანებს ბოლოს.
უსამართლოდ...
[პუშკინს] [და: ვინადგან უსამართლოდ დაღვრილი სისხლი
მარად ღაღადებს.]
[და] ო, ვინაიდან უსამართლობით
დაღვრილი სისხლი მარად ღაღადებს.

*
გულში ხანდახან...
მრწამს: უსამართლოდ დაღვრილი სისხლი
მარად ღაღადებს.
*
ჩემი ლექსები, რომელიც ქართულ ენაზე არ მოიპოებიან:
1. Два берега - П. Петрен.
2. Освобожденным  братьям - Упр. и Б.
3. Первое Мая - Б. Бр.
4. О Джон Риде...
5. Спутник. М. Стрел.
6. Пушкину..

И так. Договор с Арагвой остается в силе.

გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა VI ტომი
გამოვიდა საქართველოს სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის თხზულებათა მეექვსე ტომი.
ამ ტომში მოთავსებულია ფრაგმენტები პოემიდან სამამულო ომზე.
პოემები და ლექსები „ახალგაზრდობისა“.

*
გაწერელია აკაკი კონსტ. პეროვსკაია 19.

პოემები
ორმოცი წლის წინ. ძლეული სენი. ხალხი ამირანი. მღერიან ორმოცის წლისანი. დღიური (მტკვართან). [იწყო დახევა] გათავდა ომი - 31. გაერთიანება მშენებლობისთვის. აფეთქება. იწყო დახევა (ძაუგიდან ბერლინამდე). წიგნები (მოსანახია).

ლექსები
1. ლექსი, წაკითხული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომაზე 1 მაისს, 1949 წ.
2. შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის (ხელნაწერია). გავატაროთ ლაზისტან.
3. შეხედეთ (წიგნი „რჩეული“. გვ. 35).
4. სიცხადე („რჩეული“. გვ. 44).
5. მეგობარს (გიორგი ქუჩიშვილზე).
6. მეგობრის ხსოვნას (გ. ქუჩიშვილი).
7. მოხუცი მთამსვლელი (ხელნაწერია. მივუმატოთ იალბუზზე ასვ...).
8. როგორც არ სძინავთ მდინარეებს (ხელნაწერია).
„ოქრო აჭარის ლაჟვარდში“: 9. ვით არ მიყვარდეს. 10. ცხენი. 11. დგება შემოდგომა. 12. ჩვენი ძველი დროშები. 13. არსად სხვაგან. 14. ყოველ გრიგალში და ქარ.
15. აკაკი და ილია ზღვის პირად (ხელნაწერი).
16. აფხაზეთის წვიმა მიყვარს.
17. ჭია-მაია. ხაზი გავუსვათ.
18. მელიქიშვილის ქუჩაზე (ვახსენოთ ია ეკალაძე).
19. ბარათაშვილის აღმართზე (ხელნაწერი. დავამატოთ სიხარულის ცრემლი).
20. დილიჟანსი (ხელნაწერი. მივუმატოთ ავტომობილი).
21. როგორც ქარბუქი (არის დაბეჭდილი).
22. წარწერა ამერიკელი მწერლის წიგნზე (მივუმატოთ ატომი).
23. აკვარიუმში - რიცა (მივუმატოთ, თუ რამდენი ლექსი მაქვს).
24. ტყის შრიალებს ფოთოლი (ვახსენოთ ილია ჭავჭავაძე).
25. ფაზისი (ძველი და ახალი რიონჰესი).
26. მიყვარს, ვიცნობ.
27. დარჩნენ ქვიშანი - ასე წიგნები, იდეები.
28. ისარმა შორიდან სხეპა მოადინა.
29. მოგილოცავთ, ბავშებო.
30. მშვენიერო ჩემო ზეცა (ვახსენოთ ბარათაშვილი, „მაგრამ შენამდე“).
31. გათავდა ომი.
32. ლენინი შვეიცარიაში.
33. ძვირფას მეგობარს, თანამებრძოლს (მივუმატოთ რევოლიუციური).
34-89. ყრმობის დროინდელი ლექსები (55 ლექსი).
90. ჟურნალი „შუქი“.
91. კონსტიტუცია.

შესამოწმებელია ოქრო აჭარის ლაჟვარდში:
1. მზის ამოსვლა ზღვაზე. „დააყირავა მზემ ვარდებით სავსე კალათა“ - 32 სტრ. მივუმატოთ.
2. „შრომა, მეცნიერებასთან მჭიდროთ დაკავშირებული“ (გზას უკაფავს) - 48.
3. მოხუცი პაპა (შეიძლება შეტანილია რომელიმე წიგნში?) - 21.
4. საღამო მთების, დღისით ზღვაური (მახინჯაური) - 16.
5. მოგზაურობა ვერცხლისფერ ბილიკით?
6. ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა.
7. დაუძლეველი.
8. ოცნება აჭარისწყალთან.
9. მზის ფერადები (შავი ზღვის კიდე ფანტასტიური).
10. სანატორია, ოცნება იქცა სინამდვილედ.
11. ის ადგილები (საამურია ჭაბუკობის დროს ნახული).
12. კაშკაშა მზის მხურვალებით.
13. სიმფონია მცენარეების.
14. შედუღება ოცნებისა და სინამდვილის (ალბად, იმიტომ ხომალდის აფრით).
15. ბუნება - მოქანდაკე (კლდე აჭარისა, თიხა ხანდაკის).
16. მხარევ, გეთაყვა, ცა გაქვს ისეთი...
17. ოქროს ნავს მიესაჭა-რა.
18. ბოსტნიდან, სადაც კამა და ქინძი.
19. ბობოქარ ტალღებს  გასცქერის.
20. დგება შემოდგომა.
21. სამხრეთ დაბლობზე.
22. ქალი ლიმონებში.
23. სხვა ყვავილები.
24. გასწიე ფარდები.
25. ჩვენი ძველი დროშები.
26. სიძველენი.
27. თამარი ზღვის პირად.
28. შოთა ზღვის პირად.
29. ვით პანორამა შორეული კოლორადოსი.
30. ჩემო მენავე.

ორმოცი წლის წინ:
1. დარჩეს თუ შეეცვალოს სათაური?
2. დარჩეს თუ არა შოთას ციტატა?
3. „სნების ძარღვია“? მეორეჯერ - „ჭირი და სნება“.
4. რა მოხდა? ჰკითხა და ახმაურდა.
5. „სდგას უცნობი“. ამ ტაეპიდან სჯობს ახალი თავის დაწყება ან ტირე. ამასთანავე იგი უნდა დაიყოს ისე, როგორც მომდევნო ტაეპებია.
6. და მიზეზი უარყოფის... არაა დასრულებული ფრაზა.
7. „სიცხე, პაპანაქება“ - კაპიტალის ბრალია?
8. „ფუტკარი სკას“ თუ „სკის“.
9. „ვერ მიმხვდარა“?
10. „ვერ მიმხვდარა“ - კიდევ?
11. სენსაცია? პრესა? (რა შუაშია?) - განა ის რბის?
12. ზედმეტს სნების კიდევ ხრვა თუ დამატია?

სამივე პოემა წიგნში „ოქროს ლაჟვარდი“ დამაკმაყოფილებელია. შეიძლება VII ტომში შეტანა (რა ტყვილა სუსტები მეგონა).

*
ექიმი ნერვო-პატოლოგი ე. დ. დემუროვა-შაგინიანი. სახლის ტელ. № 3-86-17. მეტეხის ქ. №18. ე. დ.
Мадам Шагинян.

*
გრიშაშვილის ლექსი „მელა და კიბო“ ავტობიოგრაფიულია, მის ლიტერატურულ მუშაობას გამოხატავს. ამ ლექსზე განსაკუთრებით უნდა შეჩერდეს ყველას ყურადღება.

რაა მასზე გულდამწყვეტი,
მეტეხო და დიღმის ველო,
მიდიოდე და ჰფიქრობდე:
ეს არ არის საქართველო.

[რაა მასზე გულსაკლავი,
ჩვენო ავტო-მოტო-ველო,
ყოველ წუთში აქ გესმოდეს,
ეს არ არის საქართველო] (გრიშაშვილი).

არის ხლართი რკინისგზების
არის ავტო-მოტო-ველო  (ვისგანაა?),
არის ოჯახებიც, მაგრამ
ეს არ არის საქართველო.

რაშია აქ საქმე?

*
თქვენ მეკითხებით - ვინ მომწონს თანამედროვე მწერლობაში? გიპასუხებთ: ვაჟა-ფშაველა და ცახელი, ახალგაზრდებში კი - გალაკტიონ ტაბიძე. მას უდიდესი სიახლე შემოაქვს ჩვენს პოეზიაში.
აკაკი წერეთელი

იმედაშვილი იოსებ - კ. მესხის 29.

*
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის
მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს - ბ. ნ. მუსხელიშვილს
მეცნიერებათა აკადემიის წევრის,
სახალხო მწერლის - გალაკტიონ ტაბიძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ამასთანავე გიდგენთ [საქ. ს.] [მთავრობის] ქართულ პერიოდულ სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1933 წლის ივნისის 21 დადგენილების ფოტოს.

*
მელიტა [პეტრეს ასული დაფიქრ.] ხანში შესული ქალია,  ამიტომ ყოველთვის ადრე წვება დასაძინებლად. მაგრამ რა ემართება მას ეხლა? რისთვის ჩვეულებრივად ტანთ გახდილი არ არის, რისთვის მხოლოდ წელს ზედა არა აქვს, რისთვისა [იგი] სდგას კარებთან მიყურადებული?
აი, მელიტა მოსწყდა კარებს და ფანჯრისაკენ გაექანა.  იქ, ფანჯარასთან ცოტახანს დაჰყო იდაყვდაყრდნობილმა - მოსწყდა ფანჯარას და საწოლისკენ გაემართა; დიდხანს ვერც საწოლში გასძლო, წამოვარდა და  ისევ კარებს მიაშურა მისაყურადებლად. მას სახეზე საშინელება ეხატება, ისეთი, თითქო ოთახში დიდმა ნიაღვარმა შემოტოპა, ნიაღვარი თანდათან იზრდება, ადის მაღლა, მაღლა, სწვდება მელიტას წელს, შემდეგ მხრებს... იღუპება, იღრჩვება მელიტა! თვალების ფართო გამოხედვაში იგივე საშინელება იხატება! რომ ეს ილიუზიაა, [გაფიქრ] კარგადა გრძნობს მელიტა - მაგრამ მთლად ილიუზია მაინც არ არის! საიდანაა ეს აუწერელი შიში? ეს რაღაც წინათგრძნობაა.