შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-245 - 1949 წელი


14-24 - რკინისგზის.

Сухуми. Сухумстрой. Пр. Руставели, д. №5.
Домаш. тел.: 5-89, звонить в 8 ч. утра.
Могилевская 37.
4-5-6 ч. Гватуа Леонид Сардионович.

*
27/IX-1949.
დამპროექტებელი - უნდა მოვიდეს ჩემთან დილით ადრე - ხვალ.
აკაკი მგელაძესთან უნდა შევიარო: სუხუმშენმა აიღოს თავის თავზე მშენებლობა.
გვათუა - სუხუმშენის გამგე.
თვით მშენებლობა სუხუმში... აიღოს სუხუმშენმა.
მასალა, აშენება, ყველაფერი.

საღამოთი (27/IX) შესდგა სუხუმის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა. დამტკიცებულ იქნა მის მიერ ჩემთვის სამშენებლო მიწის ნაკვეთის მოცემა ჩერნიავსკის მთაზე.

*
სახლი უნდა იქნას ორსართულიანი.
ქართული სტილის...
რაც შეიძლება მაღალი.
სვანური კოშკით, ან კოშკით საერთოდ ჩვეულებრივით.
0-44 - ქალაქის საარქიტექტურო განყოფილება (თავართქილაძე, ფაცაცია, ემუხვარი).
იდეა მიქელ-ანჯელოსი (სიმაღლის იდეა). იაკობ ნიკოლაძისადმი მიწერილი წერილი; ჩემი ლექსები. „მთებში“ (სტალინი). საუბარი ლირიკის შესახებ.
მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ დილით ადამიანს უთხრა „საღამო მშვიდობის“ და საღამოთი „დილა მშვიდობის“ (ბ. ჟღენტს, ალბად, ასე ესმოდა, როდესაც ერთ-ერთ ჩემს ლექსს არჩევდა: „გულში დილაა, შენ კი ამბობ „ღამე მშვიდობის“).
ეხლა ხომ მოდაშია - ეს მწერალთა კავშირში. მაგრამ... რა ჩემი ბრალია.
თუ მომავლის განსაზღვრა გინდა - ასეც უნდა იყოს. კაცს დილიდანვე უსურვებ მშვიდობის საღამოს, და საღამოდანვე მშვიდობის დილას.
მაგრამ თუ დილით გულრიპშის გზაზე მიმავალ ლამაზ კოლმეურნე ქალს მიესალმე:
- საღამო მშვიდობისა, ქალბატონო.
ის გიპასუხებს: „დილა მშვიდობის“, გულში კი გაიფიქრებს: უსათუოდ ან შეყვარებულია [ვინმე] ეს კაცი, ან შეშლილი.
გურული იტყვის თავის გულში:
- სწორედ შექანჯალებულია, ან აბრაგი  და ყაზილარია.  არ დამზაფრა ამ დილა ადრიან?
მეგრელი იტყვის:
- დიტუუ! ალბად, ახალ მთვარეზე იცის. მოუვლის ხოლმე, საწყალი! რა კაი კაცი იყო.
"ყველა ნოვატორები ამ დღეში არაა?"
გალილეი..

მხატვარი დავით გველესიანი.
პეტრე-პავლე.
ადამიანი. ბნელეთს - ზიანი. მზიანი. მისიანი. მიზანი. წესიანი.
Но Паганини фантастичный.
ადამიანი - „მწერვალებზეც ალი“.
ფეხის ბანა.

*
სუხუმი. ბერიას ქ. №25. ბინა 9. მთავარი არქიტექტორი ზურაბ თავართქილაძე.

ვიყავით მე და თავართქილაძე გეთიასთან. 28/IX. სუხუმი.

*
ალექსანდრე ჩოგოვაძე.
1. Посчитать по себестоимости, плюс - за наблюдение 0,5 оплата одного инженера.
2. Все расходы считать по себестоимости, плюс оплата 0,5 инженера.
Стандартный проэкт (?). Готовый проэкт!

*
28/IX-49. სუხუმი.
მივიღე ამონაწერი აფხაზეთის ასსრ მშრომელთა დეპუტატების სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის ოქმიდან:
„ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის გამოეყოს მიწის ნაკვეთი ქ. სუხუმში მცხოვრებ შემდეგ მოქალაქეებს:
1. გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძეს, საქართველოს სახალხო მწერალს მიწის ნაკვეთი №385-დან 600 კვ. მ. ფართობით სუხუმის მთის რაიონში №6 - თავისუფალი მიწის ფონდიდან.
მ/დ. სუხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდ. მოვალეობის დრ. შემსრულებელი ა. ჟვანია.
მ/დ. სუხუმის საქ. საბჭოს აღმასკომის მ/გ მდივანი კ. ხარატაშვილი.
ამონაწერი სწორია ა. ჩ.
ბეჭედი. №250. 28 სეკტ., 1949 წ.“

ა. ჟვანიას მივეცი თხოვნა სესხის შესახებ. დამპირდა, რომ შესრულებული იქნება თხოვნა.

დღევანდელი დღის მოქმედნი პირნი  და საგანნი:
1. კნეინა ნინო. 2. ალექსანდრე ჩოგოვაძე. 3. ფაცაცია. 4. ემხვარი. 5. ა. ჟვანია. 6. დირექტორი სანატორიის. 7. კლავდია (გაზ.). 8. აღმასკომის მემანქანე ქალი. 9. მეგრელიძის ქალი (აღმ.). 10. კბილის ექიმი ქალი. 11. ლარისა მასლოვა. 12. სადილის მომტანი ქალი (კაფე). 13. პაპიროსის გამყიდველი ქალი (კაფე). 14. შოფერი სანატორიიდან. 15. წიგნის მაღაზიის ვეტერანი. 16. ნავთსადგურის კელნერშა. 17. რუსის ქალი სოხუმის მთაზე. 18. უხმო აფხაზის ქალი სოხუმის მთაზე. 19. სანატორიის დამსვენებლები თამაშობენ ბანქოს. 20. დამპროექტებელი. 21. გვათუას მემანქანე. 22. უცნობი სამხედრო კაცი (იშენებს სახლს). 23. მასლოვა... 24. მეგრელი ქალი, კიოსკთან რომ იწყევლებოდა. 25. მებუფეტე ქალი აღმასკომში. 26. პატარა რუსის ბიჭი მთაზე. 27. მოხუცი კაცი [ბედიის] შედის გვირაბში. 28. სამი გოჭი (პატარა ბავშები). 29. გალაკტიონ ტაბიძე.

ანდაზა: კაცი კაცით და ღობე ქაცვით.

*
30/IX. დღევანდელი დღის მოქმედნი პირნი:
1. ი. იმედაშვილი.
აფიშები: 2. „უჩინარი დადის ქალაქში“. 3. „უცხო აჩრდილი“.
4. გვათუას მდივანი ქალი. Обследовать укрепления берегов (კომისია). წასულა გვათუა.
5. ემხვარი - გვიჩვენა პროექტები.
6. ფაცაცია - დაუმზადებია მიწის ნაკვეთის ამბები.
7. ჩოგოვაძე ალექსანდრე.
8. კამვოევი (პროეკტი).
9. თავართქილაძე.
10. პედაგოგი (მეტად საინტერესო).

*
За счет перевыполнения плана Каспского цементного завода выделить мне один вагон цемента.
Министр строительной промышленности. Ул. Кирич. III этаж.

Председателю Госплана Грузии.
Прошу выделить для постройки дома железа для построения дома-особняка из внепланового фонда.

*
გავარტყამ სილას მას, ვინაც მიყვარს,
მოთმინებიდან თუ გამომიყვანს.

გენერალი დარჩება ერთ ორ წელიწადს, გაჰყიდის და წავა.

*
Будущее советских рек. Цыбик.

Верю:
Я не Симонов,
Пьяниссимо но в
Меру.

ხელშეკრულება. პროექტი. ბანკიდან ფული (სესხი).

*
ქანთარია გორკომის მდივანი.
Военный санаторий ЗКВО.
1-03. Леонид Сардионович Гватуа. 0-44 Архитект.

Командующее место, цертр. положен.
არც ერთი კულტურული მცენარე.
ფაცაცია.  

მე-5 ვაგონი. პლ. 4 ადგ.