შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-232 - 1949 წელი


გ. ტაბიძე. 1949.

საბურთალო. დამკვრელების სახლი 55. ილიკო ქურხული.
მამამთავრისაშვილი ირაკლი ალექსანდრეს ძე.

*
Г. Табидзе.
Дорог
Буквально
Каждый
День!
1949.

შემდეგ ვიყავი კარდიოლოგიურში. 1950.
Свердлова №2.

ანანიაშვილი ელიზბარ. კამოს ქ. №79/81. ბ. 23.

*
გორაკები, გორები, მთები, მთის მწერვალები, რომლებზედაც მე ავსულვარ:
I
1. გამარჯვებული - პატარა გორაკი,  ჩვენი სოფლის ახლოს.. „ფეხის დანახოცს“ ეძახდენ. ერთხელ აქ დიდმა ჯარმა გაიარა, ისინი ომიდან გამარჯვებულნი დაბრუნდნენ და აქ ტალახიანი ფეხები დაიხოცეს. ეს დანახოცი იმდენად დიდი გამოდგა, რომ ჯარის წასვლისთანავე გამოვიდა მთელი სოფელი, ნიჩბებით ეს ტალახი ერთ ადგილს მიხვეტა და მთელი მთა აიმართა „გამარჯვებული“-ს სახელწოდებით. იმ არემარესაც გამარჯვებულს ეძახიან. „გამარჯვებულთან რომ მივედი, გამარჯვებულს რომ გავსცდი, გამარჯვებულთან შემომაღამდა“ - იტყვიან ხოლმე. 2. ქუთაისის გორა - შესანიშნავი გორაა. აქ გავატარე ჩემი ბავშობის დღეები. 3. მთის ძირი - ჩვენი სოფლის ახლო. 4. საპაიჭაო მთებშია, ისე როგორც დუცხუნი (ყუმური მდინარეა). 5. მსხალთავავე (დიდი მთა. საძოვარი ადგილებია). 6. ტყელვანი - მთა. 7. ვანი  - ისრითი - მთა. 8. ხვამლის მთები. 9. რიონიდან რომ მთა იწყება (რიონის სადგურიდან). 1. საფიჩხია? 2. მწვანე ყვავილა?
II
10. მთაწმინდა. 11. თრიალეთის მთის ძირი. 12. სიმაღლეები ნაძალადევის.  13. მახათას მთა. 14. მთა არსენალის. 15. კოჯორი. 16. მეტეხი. 17. ნარიყალა. 18. შავნაბადა. 19. უძო. ქოროღლის ციხე. 20. ბეთანია. 21. ტფილისიდან - დარიალამდე.
III
22. ხორაგაული. დიმიტრის ამბ.? 23. ფარცხნალი. 24. კახორის მთა. 25. ცი-ხე ხორაგაულის ახლო.
IV
მღვიმის მონასტერი, მოწამეთა, გელათი. 26. ჭიათურის მთები. 27. საჩხერის მთები. 28. კაცხი. 29. ზესტაფონის მთები. 30. გურიის მთები. 31. მთები შავი ზღვის პირად. ბათუმი, ჩაქვა.
V
32. Воробьевы горы? - განა მთებია?
VI
33. ბაკურიანი. 34. ასვლა ცხრა წყაროზე.
VII
35. ბორჯომის მთები. 36. წაღვერის მთები. 37. ახალდაბა... 38. გზა ბორჯომიდან ბაკურიანამდე...
VIII
39. სტუმრად ზესტაფონს ზევით. გორა. 40. სტუმრად ზესტაფონს ზევით. გოც.
IX
41. პიატიგორსკის მთები. 42. კისლოვოდსკის მთები. 43. ბესლანის ხეობა. 44. სხვადასხვა მთები იქ. 45. იალბუზზე ასვლა (1940).
X
46. სამხრეთ ოსეთის მთები. 47. სომხეთის მთები. 48. ძაუ-ჯიკაუ. 49. ლიხის მთა.
XI
50. ონი. 51. შოვი. 52. ბუბა. 53. შოდა-კედელა. 54. მთა-უნაგირა. 55. ბარაკონი. 56. მოწამეთა. 57. გელათი. 58. მღვიმის მონასტერი. ბანი. 59. შორაპანი "ბროჯი-მუტტანი". 60. სურამი და სხვ. და სხვ. 61. მცხეთის მთები (ჯვარი). 62. არმაზის მთა.

რიონზე
1. არც კი მახსოვს, როდის ვისწავლე ცურვა?
2. ტ-ს რომ დავაყვინთინე სამჯერ (ქვებს მესროდა).
3. ცხენმა რომ გადმომაგდო: ჯერ ვაბანავე, მერე...
4. ჩემი მენავეობა..
5. ჩქარი მდინარის ნავი სხვანაირია.
6. ერთხელ მოდიდებულმა წყალმა ნავი გაიტაცა.
7. ნავი პალოზე.
8. ნავთ მისადგომი.
9. სანავოზე.
10. „გაღმა-გამოღმა“.
11. ანკელარები.
12. ნაკადულების კეთება.
13. აკვნიანი ბავშები.
14. მოჰქონდა უამრავი შეშა.
15. ფონი - ორ ადგილას.
16. „აფროდიტა“ (მწყესი ქალი).
17. ღამე ბადით (განთიადზე უამრ. თევზი).
18. გულუღმური.
19. მხარული...
20. „დაამახსოვნდება“!
21. მდინარის პირდაპირ გადაჭრა ცურვით..
22. ერთხელ ქალებით სავსე ნავიდან შუა-მდინარეში რომ გადავეშვი.
23. ქარი მდინარეზე: მივდიოდი ნავით  და ვმღეროდი.
24. „ღლაფი სანდრაია“.
25. შეშლილი ქალი რიონის პირად. დაიწყო ლექსების წერა..
26. გიგო მდინარის პირად.
27. თოფიანი კაცი მდინარის პირად.
28. „Разлука, ты, разлука“.
29. მდინარეზე რეცხდა სარეცხს ის...
30. ერთხელ ქალაქელი ქალები რომ გვესტუმრნენ, ნავით სეირნობა რომ მოინდომეს.
31. რა ჰქვია მას? „ბუჟუჟი“?
32. საბანაო ადგილები.
33. სათევზაო ადგილები.
34. სანავო ადგილები.
35. „საქონლები აზმუვლდენ. მგელი! მგელი!“
36. სანთლებით, ღამით გამოდის მთელი სოფელი.
37. სტვენა, ყვირილი, რომ მგლები დაშინდნენ.
38. ჩვენი პატარა ნიკორა.
39. დიდებული სანახავია, როდესაც საქონელი გადმოეშვება ცურვად.
40. მაგრამ უბედურებაა, თუ რომელიმე სუსტი საქონელი დაითრია წყალმა. გარეშემო ხაბოებია. ვერ ახერხებს გამოსვლას. დიდ მანძილზე მიაქვს; მისდევს გულგახეთქილი პატრონი, ხანდახან საქონელი იხრჩობა კიდეც.

*
8/III -49.
ალექსანდროვის ბაღი. საღამო.
გაგვეცნო ვიღაც სევერიანე ლიპარტელიანი.
წვერები გაიპარსეო.

10/III -48.
კინოში „ცხოვრება რემბრანდტისა“.

*
ერთხელ [დედაჩემთან ერთად] მივდიოდი გორაზე. დედა დიდხანს [გაჩერ.]... იქ, სადაც ნანგრევებია, შემოგვხვდა უცნობი კაცი. შავგვრემანი სახის, შავი ულვაშებით, შავი თვალწარბით, ახალგაზრდა, გამხდარი.
- „კანასტა“ - სთქვა მან და ხელი გამოგვიწოდა. როდესაც  შეგვამჩნია, რომ მისი არა-გვესმოდა-რა ორჯერ გაიმეორა:
- „კანასტა, კანასტა“. „უჩიტელა კანასტა“.
მათხოვარი იყო, მაგრამ  რას ნიშნავდა „კანასტა“?
(ს. ყაუხჩიშვილი, კ. კეკელიძე).
ნაკანასტარი. უკანასტარი.

*
ტანი კალასტასიაო,
კუდა კალასტასიაო,   
ყურსუკანა ულვაშები
ტ...ზე წვერი ასხიაო (ცხენი).

„თავი კალასტასიაო“.
„ტანი კალასტასიაო“.
ნინა. მოხუცი ბაბუას გამოცანა

აქაო-და...

ეკლესიასთან ფილოსოფიით განყენებული.
ქართული ბიბლია. კოზმან ათონელი.

[გურიაში.] გურული. ჩაბალახით მობურული.

*
1949. 11/III.
მიტროფანე ლაღიძე
1. ალექსანდროვის ბაღში ჩვენს გვერდით დაჯდა.
2. ჰოი, ღმერთო ჩემო, როგორ დაბერებულა.
3. მე ვერ მიცნო: წვერებითა ვარ.
4. მას ბაღებში სიარული რომ არ უყვარდა?
5. დაბერებულა, საღამო ხანია.
6. იგი მარტოდ-მარტოა.
7. რამ დააბერა ასე შარშანს აქეთ?
8. რა გადახდა ნეტავი თავს?
9. რა თქმა უნდა, ბევრი, ბევრი რამ გადაიტანა.
10.    მახსოვს უკანასკნელი შეხვედრის დროს მითხრა: ჩვენი აკაკი და ილია ეხლა თქვენა ხართო.
11.    სადაა მისი ძმა მიხაკო, ჩემს საღამოს რომ დაესწრო კონსერვატორიაში და დემონსტრატიულად რომ ოვაციებს მიმართავდა.
12.    ძმა, შვილი, შვილიშვილები... ბევრი რამ განიცადა, ალბად.
13.    მისი ხელმძღვანელობითაა ნეტავი ისევ მისი წყალის მომზადება?
14.    აკაკი, აკაკი! მისი საყვარელი პოეტი.
15.    მაინც რამ მოახუცა ასე?

იგი თურმე ავად იყო მესამედ ფილტვების ანთებით!

*
უნაკლო წიგნის გამოცემას მე კი არა, რუსთაველი ვერ ეღირსა.

*
„ამით გაცნობებთ, რომ მწერალთა კავშირი თანახმაა კვიტაშვილი ივლიტა დავითის ასული დასაფლავდეს მწერალთა პანთეონის ფარგლებში“.
ა. გომიაშვილი

*
კორიფეები.
წრე -
გარა (საცერის ხის რგოლი). კიდეს გადმოსული არე...?
გადმოცდნენ, გადმოვიდნენ ნაპირ.
საზღვარი ორ ეპოქის შუა.
შემოსწრებული (სტუმრები).
შემონაკადი.
შეიშნოვეს?
კომუნისტია.

ხარვეზი.

Груз. 10 პოემა.

10 პოემა
[რიდ ფარმი] ორი ლელო, აკაკი წერეთელი, ჟუგა და ასინდა, ბამბურა მურა, „სანაპირო“, „9 მაისი“, „1941“ (მამულო, სიცოცხლეო), „1942 წ.“, მოხევის ქალი, ხრამჰესი.
VI ტ.

*
3[3]4 წელი. თბილისის სემინარია.
თბილისის სადგურზე, 12 საათი, გაისმა ზარბაზნის გრიალი.
Расписание поэз.

ინგლისი, ამერიკა, საბჭოთა კავშირი.

* * *
1949. 1 მაისი. ბათუმი.
წინამძღვრიშვილი, კ. კეკელიძე, გ. ტაბიძე, ა. შანიძე, გ..., გ. ახვლედიანი.
მომხსენებელი.

*
10 პოემა.
ლექსები სიძველეთა შესახებ.
ლექსები სტალინზე.
ლექსები <მომავლის>.
ახალგაზრდობისადმი.

*
რუსი: - ჩადიხარ, ბიჩო, ეხლა?
ბიჭი: - დიაღ, ბატონო.
რუსი: - ოო, მე კი მეგონა, გომი იკავი.
ბიჭმა ვერ გაიგო.
- შენ ჩადი ჭამ, თუ გომი ჭამ.
- ცხელ ჭადს რა სჯობია, მაგრამ  ღომს და საცივს რაღა აჯობებს.

*
ვახე, ვახე, ვახე -
ხეა ვადილა ხე.

მუხა, მუხა, მუხა.
მუხა ლამაზია ხე.

სჯობნის მრავალი  ხე.

(ვინც გამოიგონა სიმღერა, მახსოვს დუცხუნში. მერე გავრცელდა).

*
- გული როგორი გაქს, გული? - ეკითხებოდა დაცინვით შარია გ. ახვლედიანს - აკადემიაში.

*
აღმოსავლური მოტივები.
ბალაკირევის სიმფონიური პოემა „თამარი“ რადიოთი გადმოსცეს 4 აპრილს, 1949.

*
მშვენიერო, [ამიხსენი] მახსოვს შენი
[ჭკნობა] ყრმობის თაიგულის?
[ო, რისთვის, რისთვის
თქვენ ვერ გაიგეთ
ღრმა ტკივილები
გულისა ჩემის].
[რატომ, რატომ ვერ გაიგე]
მითხარ, რისთვის ვერ იგრძენი -
ღრმა ტკივილი -
გულის ჩემის.

*
25/III -49 წ.
დღეს 24 დღე სრულდება, რაც კარდიოლოგიის ინსტიტუტში ვარ. მე სრულიად აქ მოსვლა არ მაინტერესებდა, და ჩემი დაეჭვება სავსებით სამართლიანი გამოდგა: ჰიპერტონია აქ არაფერ შუაშია და არც არავითარი ექიმობა აქ არ ჩაუტარებიათ. ნამდვილი მიზანი აქაური „ექიმობისა“ იყო არა ჩემი გაჯანმრთელება, არამედ რაღაც სულ სხვა. ისახავდენ სხვა, უფრო დიდ მიზნებს... გამოსვლისას მე მომაწერინეს ხელი, ჩემს „შრომისუნარიანობის დაკარგვაზე“ - ალბად, ასე აწერინებენ ხელს ყველას, ვისაც აქ „ექიმობენ“.. რად სჭირდებათ ეს? ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ეს დოკუმენტი სჭირდებათ მათ, ვინც ჩემი ლიტერატურული მტერია, არ სურს, რომ მე მწერალთა კავშირში ვმუშაობდე! აი, სად იხელთეს დრო! აი, სად დამიგეს ხაფანგი!!! კორინთელი ამბობს, რომ მალე დაივლის და გასინჯავს მწერალთა კავშირის წევრებს და სხვ.

Эвкалипт
Войдя как друг в таврические виды,
На Черноморье запахи пролив,
Серебряное дерево Колхиды
Перешагнуло Керченский пролив.

Его расцвет приходит в третьем лете,
Но эвкалиптовые семена
От солнечных колхозов Кобулети
Уже сегодня требует страна.

И скоро под гранатами Ай-Петри
Зеленый лес раскинется в цвету,
Стремительно отcчитывая метры -
Корнями вниз, ветвями в высоту.
Анатолий Ленский

*
ერთი უნდა გავჯორო.

ბაღათურია აკაკი ტარასის ძე.
თბილისი, კალინინის ქ. №86. 11/III-49 წ. (უნდა გაეგზავნოს წიგნები).

გამოფენა: Галактион.
კინო „რადიუმში“.
პარტერ. - 26 X 24 = 564. ლოჟა - 60. ქვ. ლოჟა - 30. გვ. ლოჟა - 45. გალერეა. 799. 800 ადგილია. გალერეის გარდა.

„გატუნიას“ მარად მისი „ნუციკასაგან“. 1949-18/III.

შუშუ!

*
„გულის კუნთის ფუნქციის მუშაობა დაქვეითებულია“. გივი კორინთელი.
                    
*
На могиле Анри Барбюса стоит памятник, вытесанный из вишнево-красного мрамора. Сбоку к нему прикреплена потемневшая от времени медная табличка, на которой выгравировано: „Чтобы словам было тесно, а мыслям просторно“.

*
საჭიროა შეძენილ იქნას გრელკა ორი.
- ისწავლე, ისწავლე, მამაშენივით ვირი არ გამოხვიდე!
კომუნა. ჰოპუნა. დაუმონა.

*
საქულამ სთქვა: მე ისემე
ვარ ჭკვიანი და გულადი.
ძმაბიჭები ავლაბრისა
ამაყობენ საქულათი.

ილიამ სთქვა: მე ჭკუითა
ვერ მაჯობოს საქულამო,
[ჩემს მხარეზე გადმოვიდა]
მთელ ავლაბარს მოუსია
ყვარელი და საგურამო.

*
Поэма Луконина не свободна от недостатков. В ней есть неверности, встречаются трудные и почти прозаические строки. Поэту следует избавиться от излишней усложненности стиха.
„Правда“
Дерзайте страны новаторы,
Всей молодостью ударьте!
В комсомольском характере
Вечная юность партии.
Михаил Луконин

*
ყველაზე უფრო ჩემს დიდს გავლენას ვგრძნობ მაშინ, როდესაც რუსეთის ან ევროპის კლასიკოსების ქართულ თარგმანებს ვკითხულობ: ჩემი წყობა, ჩემი რითმები,  ჩემი მანერები წერისა - მხვდება, [რილეე.] პუშკინია ის, ჰეინე, ნეკრასოვი თუ გოეტე, რუსული პოეზიის ანტოლოგიაში ტიუტჩევი. ქართველი ჩვენი მთარგმნელები უხვად სარგებლობენ ჩემის ლექსიკით (გაფრინდაშვილი, გრიშაშვილი, გორგაძე, ცეცხლაძე, გაჩეჩილაძე, ვარდოშვილი და  მრავალი სხვები).
თუ ორიგინალურ ლიტერატურაში არა თუ მთელი მიმართულება ჩემი, არამედ ცალკეული გამოთქმები, თემატიკა, რითმები გადაღებული აქვთ ს. აბაშელს, ი. გრიშაშვილს და სხვ.
გრიშაშვილს ვერასგზით ვერ ათქმევინებ ამას (ის იძახის: მე ჩემებური ვარო).
ასე აბაშელს.
უნდა გავიხსენოთ ქუჩიშვილი.
უნდა ვალაპარაკოთ სხვა პოეტები.

*
მწერალთა კლუბში საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმი. 26 მარტს (შაბათს), 1949.
მოხსენებები: „ქართული საბჭოთა ლიტერატურა“. 1948 წ.
1. კარლო კალაძე (პოეზია).
2. დემნა შენგელაია (პროზა).
3. იონა ვაკელი (დრამატურგია).
4. მარიამ ალექსიძე (საბავშო ლიტ-რა).
5. ალექსანდრე გომიაშვილი (ლიტერატურათ-მცოდნეობა) და სალიტერატურო კრიტიკა.

*
2 миллиарда 250 миллионов человек на свете.
Американцы предлагают уничтожить 1 миллиард 348 [челов.] миллион - чтобы остальным жилось привольнее.

Павел Любаев перевел на мордовский язык „Витязь в тигровой шкуре“ Руставели.

*
გახელებული სჩანს ინტრიგანი.
„კოიტუ ინტერრუპპუს“. Прерванно сообщ. Изобр. монахов и монахинь.
თანამოსანგრე კ-კ.

* * *
დაბა იმერეთის
      - სიცხე გაგანია,
ეხლა მოგონების
     - ჩემის საგანია.
[რა რიგ] მაგრამ მშვენიერი
     - იყო წინა ღამე,
სული ვარსკვლავებით
     - [გაიყინა] [შეიშალა] გადირია ღამე.
შენი ხსოვნა ერთი
     ვარსკვლავთაგანია.

* * *
მთაში მოკრეფილ
ყვავილთა კონა,
თავს შემოგავლე,
ჩემო გოგონა.
რა ზეცამ შეგქმნა
ასეთი ნაზი.
მინდა დაგლოცო -
ამივსე თასი.

*
„Кто посеет ветер - тот пожнет бурю“.

„Если трудно, посмотри из будущего на сегодняшний день, тогда поймешь, почувствуешь, тогда трудности - не трудности“.
Корнейчук

*
დინება.
ლექსები 1927 წ. გვ. 36.
ლექსიკონი. Течение. გვ. 1022.
უნდა მოინახოს საბას ლექსიკონი.
„კომუნისტი“, 1 ივნისი, 1949.
მეცნიერება და ტექნიკა. №3.
„შავი ზღვა“. თამარ ნუცუბიძე.