შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-236 - 1949 წელი


[აკაკი და ილია შავი ზღვის პირად]
[ორი დიდი ხნის მეგობარი, ორი გიგანტი
ერთხელ შავი ზღვის პირად იდგნენ].
[შავის] დადგა ზღვის პირად, ვით ბუმბერაზ [მთებისა] მუხების ლანდი -
ორი დიდი ხნის მეგობარი, ორი გიგანტი.
        ქცეული ღელვად -

[ზღვა ახმაურდა... სთქვა აკაკიმ.]
[ჰორიზონტს ზღვისას გასცქეროდენ]
აკაკი [ამბობს] იტყვის [დაფიქრებით]: ო, ილია! ნეტავი, ოდეს -
შედგეს შავი ზღვა და შავ მელნად გადიქცეოდეს.
        უშრეტელ მელნად,

რომ მისით [ყველა] უხვად სარგებლობდეს [ყველა მწერალი] პატიოსანი
[რათა თვითმპყრობლის] [ყველა მწერალი, მეომარი, ყველა მგოსანი]
კალმით მებრძოლი ყველა გმირი, ყველა მგოსანი.

პრესა ღელავდეს, დაუმცხრალად სწევდეს ქველობას,
და მით ამხობდეს რუსთ საზიზღარ თვითმპყრობელობას!
        [და მის] რუსის ჟანდარმებს.

- ნეტავ, შავი ზღვა - [მას] უპასუხებს [ეტყვის] დიდი ილია -
ნეტავ, შავი ზღვა, სადაც ღელვა და ჭიდილია,
        მთელი ეს ზღვა... ნეტავი ოდეს

[მთელი ზღვა არყის საგუბარად გადიქცეოდეს]
ერთ უზარმაზარ არყის ქვაბად გადიქცეოდეს
        მაშინვე ხარბი
[მაშინ შიგ ზღვაში ჩაეშვება მღელვარე რუსი]
[რომ] უფიქრებელად - [გადაეშვას] გადეშვება სათრობლად რუსი,
[და] შიგ ჩაიღრჩობა და გაჰქრება როგორც ბურუსი
        [მისი] მეფეც,  ჟანდარმიც.


„ამპარტავანი თათარი ეზოში დადის მამალი"

1. ლექსი დაწერილია 1918 წელს, თათარი შემოესია ბათუმს...
2. „თბილისი გახდა თილისმა.
არ არის არც საშინელი.
კარგად გაიგო თბილისმა
ჩინებულება ჩინელის“.
თილისმა - აქ ნიშნავს დიდათ მიმზიდველ რამეს. იტყვიან: „როგორ მოათილისმა“, „რა თილისმა აქვს ასეთი“ - რა ჯადო აქვს ასეთი, როგორ იზიდავს! ძალიან ირეოდა თბილისი იმ ხანებში უცხოელებით: ვინ გინდა, საიდან გინდა... რომ აქ არ შეგენიშნათ. „ჩინელი“ აქ ნიშნავს - უბრალოდ უცხოელს.. უცხო ვინმეს, ან უცხო რამეს... „ჩინებულია“ - იტყვიან უცხო რამეზე (და არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ კარგია). ჩინებულება, ესე იგი ღირსება... კარგად გაიგო თბილისმა ღირსება უცხოელების. თბილისის მოსახლეობაში პროტესტის გრძნობას იწვევდა უცხოელთა ყოფა-ქცევა: ცნობილია, მაგალითად, ასეთი ფაქტი: სასტუმრო თბილისზე ინგლისელებმა - ჯარისკაცებმა გადმოკიდეს თავიანთი ხარა-ხურა პირველსავე დღეს, ჩამოსვლისთანავე.  ეს აშკარა დაცინვა და აბუჩად აგდება იყო: სატახტო ქალაქის უმთავრეს ქუჩაზე, თითქმის მთავრობის სასახლის წინ, ჯარისკაცების ჭუჭყიანი ჩვრების გამომზეურება.
იყო მეორე შემთხვევა:  წყნეთის ქუჩაზე ინგლისელმა ჯარისკაცმა ბოქსით მიბეგვა ავლაბრელი ძველი მოქალაქე, რომელმაც კარგად იცოდა კრივი, და სრულიად არ გაეგებოდა, რა იყო ბოქსი (ამ თემაზე მე მქონდა პოემა). ამ ამბებზეა ნათქვამი: „კარგად გაიგო თბილისმა ჩინებულება ჩინელის“. ამის შესახებ არსებობს დიდძალი ლიტერატურა. საჭიროა საილიუსტრაციოთ, კომენტარებისთვის ამ ლიტერატურის გადათვალიერება. მაგ.: „Турция“... ვისი? ან სხვ. (აკადემიის გამოცემა).
ირონიული გამოთქმაა: კარგად გაიგო თბილისმა...

*
აფხაზეთის წვიმა მიყვარს... იცი, რად?
დიდი ხმა აქვს, ხშირ ფოთლებზე [არეზე] [ტყეების] [ქარის] ხმაურობს,
[ტყეების] [მწუხარედ] მაისის ჟღერს მწვანე ჩანგი და [ხშირად] წკირად
[ლერწმებისა და პალმების ბზებია]
მასზე წვიმა დადის, დამოგზაურობს.
[აფხაზეთის წვიმა [ნაზად] თითქო იღვრება -]
წვიმა მოდის, კოკის პირით იღვრება,
[აშრიალდა]  ხმა შრიალებს დაფნისა და ლიანის,
[ასე] და ღრუბელი [ნაზად გამოანათებს] ეშხის გამოისრებით
მოგონება სიყვარულის [გვიანის] მზიანის.
[სხვისა მოდის, თითქო მოჩქეფს მაჭარი.]
ო, შუშხუნებს ახალგაზრდა მაჭარი.
ის ხმაურობს, [გრძნობს,] ის განიცდის თავის დროს.

[მხოლოდ ერთი] [გამოვიდეს] რას გახდება ღიპიანი ვაჭარი -
[პოეზიას, საზოგადოთ] [დამდგარა და პოეზიას უარყოფს]
და ამ წვიმის პოეზია უარყოს.

*
ახმაურდა! მზიური ზღვა  ახმაურდა!
ახმაურდა! სისხლით რწყულ ველებს
დავიწყებულს
შენს სახელს ვწერდი და ვწერ,
ახმაურდა!

* * *
ლიხის მთას რომ გადასცდები,
შემოგძახებს რიონი -
გამარჯობა! როგორ არის -
ჩვენი გალაკტიონი.
დიდი გალაკტიონი.
შ. კაშმაძე

ზღვა ახმაურდა
შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის - ზღვა ახმაურდა.
გიფრიალებს მხრებზე შალი - ზღვა ახმაურდა.
შენი სახე სინანულს მგვრის - ზღვა ახმაურდა.

*
მაქსიმე ტანკი.
სიტყვა მგოსნისა
კოლასს
[ვარსკვლავედში ვარსკვლავია, ჩაუქრობელ ვარსკვლავში]
[რესპუბლიკათ ვარსკვლავედში, ჩაუქრობელ ვარსკვლავთ შორის,]
[ბრწყინავს მოძმე ვარსკვლავთ შორის ჩემი მხარე ახალგაზრდა,]
[დნეპრისა და დვინის ნაპირს]
შეფენია ჩემი [მხარე] დნეპრისა და დვინის ნაპირს -
ახალგაზრდა ჩემი მხარე...

„ერთ ვარსკვლავში შენ შეგნიშნე“...

*
ჩემი - 58-700.
მ. 89-950.
შეჯიბრება ნიჩბის მოსმაში.

А что если подняться на лестнице или на скамейке и там сдерзать.
ვეკუა.
აბიბო კაჭარავა. მთავარი არქიტექტორის (თავართქილაძის) მოადგილე.

*
1. ჩაის კრეფა. მეტრი, მეტრნახევარი. ტილო. 6 ქალის ფიგურა. ზეთის ფერადები. ავტორი არ აწერია (შესავალში).
2. Выгрузка оружия в Гудаутах в марте 1918 г. (აკვ.).
3. Выгрузка оружия в Бомборах в 1905 г. Под руков. Уча Джапаридзе. Масло.
4. Нелегальное собрание гудаутских Соц. Д-ов. 1905 г. (აკვ.).
5. სალამურით ზღვის პირას (ფოტო).
6. Расстрел повстанцев в 1866 г. в Абхазии (Масло).
7. Развалины дворца кн. Шервашидзе в с. Лихны (აკვარ.).
8. Торговля рабами в XVIII  в. (б. Аивазов.) (в XVI-XVIII вв. Абхазия находилась под тяжелым гнетом султанской Турции). Л. Саи... (აკვარელი).
9. Сухум-Калэ. ზღვა, პალმები. 1859.
10.    Вид на Сухум в нач. XIX в. Калэ. Атлас Гамба, изд. 1826 г. Каранд.
11. Бомбаря. Сухум-Калэ. 1877. Фото?
12. Атака катерами Сухум-Калэ (репрод.?).
13. Развалины храма у р. Бомбары.
14.    ინიოხების თავდასხმა ბერძენთა გემზე (აკვ.).
15. Эпоха - нэолит.
16.    კიბეზე. ნანგრევი ზღვის პირად (აკვ.).
17.    დიდი პანო: ზღვა და მთები. ნავებით (კიბეზე).
18.    Горное озеро на верш. горы Ходн.
19.    წითელ არმიელი ზღვაზე (კიბე).
20.    აბხაზები ზღვასთან (კიბეზე).
21.    თევზების დაჭერა. ზღვა - იალქანი.
22.    კონცენტრაცია.
23.    ევკალიპტი ზღვასთან (ტილო).
24.    პალმების ხეივანი.
25.    ლერწმები (შესავალში).
26.    პავლოვსკის ნახატი.
27.    ზღვა. პორტი. ზეთი.
28.    სიმონოვის ზღვა.
29. Ученики Сухумск. Духовн.

Аветик Исакиян
Исакиян.
Весь океан -
Весь потоп...
А потом -
Арарат -
И ковчег,
Тщетен бег..
Враг у врат!
Стоп,
Стоп,
Стоп!
Тут потоп!

Исакиян
Весь океан.
Не гладь и тишь...
И не Париж...
Стоп.
Г. Табидзе

ახალგაზრდობას
ცოდნით აღჭურვა.
მომავალის ოქროს ხანა,
მამაპაპათა სიმხნე და სახელი
არ უნდა დაივიწყოთ.
ენტუზიაზმი,
აღმშენებლობა
და ერთი ამბავი!
ბარბაროსების შემოსევა
საქართველოში პირველი როდი.
ომის გამჩაღებელთა
Мир Миру,
კულტურის დაცვა,
ემუქრებიან ჩვენსას ყველაფერს.
ფრთა გაშალე, წადი,
მერე გაჩერდი.
ჰოდა ასე.
შენ ვის აბითურებ,
ავადმყოფი, სიცხიანი
ადამიანი დაიჯაბნე?
დაბალი ღობე მნახე?

წააბი
სწავლა-განათლება, ახსენე
ჭადი,
სტალინი და წადი.
Шагай по Союзу и по Европе.
რა იყავი შენ სემინარიაში
და შენი დრო რა იყო.
კაი-კაი ლინეიკები და
მათრახები გხვდებოდა.
აპა, რა გგონია შენ
(დედა ჩემმა იცოდა):
აქ სკოლის გახსნით,
სტირის ნინო.
ქალთა სკოლა დაუკეტეს,
ბიჭების სკოლა გაგეხსნათ,
მერე მაინც ქალთა სკოლა გაიხსნა.
და ლექსიც გამოვიდა
„სტირის ნინო“.
23/V-49

*
იერიშობანა.
Сухуми. Ленина 39. Бобряков и др. Служит в копинсоюзе.
19/IX-49. ქ. სუხუმი.
ნახევარ-პროფილი. სოხუმი. 1949.

*
 [მეზობლებს ჰყოფდათ] მეზობლების სახლებს ჰყობდათ მხოლოდ ტირიფის წნელიანი ღობე, ალაგ-ალაგ ტირიფისვე მესერით; და ეს ღობე მიდიოდა დიდ შარამდის. საყურადღებო აქ ის იყო, რომ [ეზოს] ღობეს სრულებით არ ჰქონდა გადასავალი ალაგი, ან კარები რამე, რომელიც ნიშანი იქნებოდა მეზობლების ერთმანეთთან კავშირისა და მისვლა-მოსვლისა!
საინტერესოა! მისვლა-მოსვლა და მეზობლური კავშირი კი არა...

[ბარათაშვილს]
გალაქტიონს
მძლავრი განცდების ფიალას გვივსებ
შენ, პოეზიის ამაყი ორბი.
სიტყვის დიდება დასძარი ისე,
თითქოს მთებიდან მერანი მორბის.
სერგო დათუაშვილი
1949 წ. 7/X

ირ. აბაშიძე
აკლია სული,
აკლია გრძნობა,
აკლია სიყრმე.
აკლია გული,
აკლია ბრძნობა,
აკლია სიღრმე,
პირდაპირ
აკლია!
ეს ხომ ირ-
აკლია!

[კუმ] ხონს ოკრიბის
ჯიღა კრიბა.
„ნა ბეზრიბიი
ირაკ-რიბა“.